x
მეტი
  • 07.07.2024
  • სტატია:135822
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
მსახიობები, რომლებმაც როლის გამო მსხვერპლი გაიღეს.
imageარავისთვისაა უცნობი, რომ ვარსკვლავები ყოველთვის ცდილობენ უნაკლოდ გამოიყურებოდნენ. თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სასურველი როლის გამო ისინი ემშვიდობებიან იდეალურ ფიგურასა და გარეგნობას.

ერთ-ერთი ასეთი ნათელი მაგალითი ჰოლივუდის ულამაზესი მსახიობი, შარლიზ ტერონია. მან წონაში საგრძნობლად მოიმატა, ფილმ "მონსტრი"-ის გამო. მთელი კოლექტივის მიზანი იყო ის, რომ მშვენიერი ქალბატონი ლესბოსელ-მკვლელად ექციათ, რომელიც მხოლოდ ნეგატიურ ემოციებს გამოიწვევდა. მათ ეს ნამდვილად გამოუვიდათ.


imageასეთივე მსხვერპლი გაიღო ჯარედ ლეტომ. მან ფილმ "ოცდამეშვიდე თავი"-სთვის 30 კილო მოიმატა.


"ზედმეტმა წონამ, რომლის მომატებაც მომიწია, შეცვალა ჩემი სიარული, საუბარი და ჩვევები, ეს ძალიან უჩვეულო იყო, აღმოაჩინო საკუთარი თავის მეორე მხარე" მსახიობს საკუთარი თავი, ზედმეტ კილოგრამებში ძალიან არ მოეწონა.






imageimage











რენე ზელვეგერი ყველას გვახსოვს ფილმიდან "ბრიჯიტ ჯონსის დღიური". ალბათ არავის მოსვლია აზრად ის, რომ მსახიობმა ამ როლისთვის 15 კგ. მოიმატა.


imageimage





















მწერალი ელიზაბეთ გოლბერთსის როლისთვის ჯულია რობერტსმა კილოგრამები არ დაიშურა. სპეციალისტები ერთხმად ამბობდნენ, რომ

ასეთ მკვეთრ მომატებას შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოეწვია. თუმცა, ფილმის გადაღების შემდეგ მსახიობი მალე ჩადგა ჩვეულ ფორმაში, სპეციალური დიეტისა და აქვა-აერობიკის წყალობით.


imageimage
















ცნობილი ჰოლივუდის მსახიობმა რასელ ქროუმ 20 კილოგრამზე მეტის მომატება შეძლო. ალბათ, წონის აშკარა ცვლილებას შეამჩნევდით ფილმ "სიცრუის ერთიანობა"-ში. გადაჭარბებული კვების გამო მსახიობი იძულებული გახდა ექიმისთვის მიემართა, რადგან სწრაფად მომატებულმა წონამ მას ჯამრთელობასთან დაკავშირებით, პრობლემები შეუქმნა.




0
2871
9-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
2871
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0