მოვლენები ვინ არის "ინსტაგრამის" ქართველი ვარსკვლავი პალომა ანასტასია მიქაძე 2018, 7 სექტემბერი, 14:43 პალომა ანასტასია მიქაძე სოციალური ქსელის ინსტაგრამის ვარსკვლავია. მან ქართული სოციალური ქსელი დაიპყრო და ასობით მიმდევარი ჰყავს Instagram- ზე. მოდა, ინტერიერის დიზაინი და ჯანსაღი ცხოვრების წესი - ეს ის თემებია, რის შესახებაც პალომა თავისი გვერდის გამომწერებს უამბობს.
მისმა ოჯახმა 1991 წელს დატოვა საქართველო და ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გადავიდა საცხოვრებლად.
სამწუხაროდ, ის არ საუბრობს ქართულად, მაგრამ კარგად ესმის და უახლოეს მომავალში აპირებს სწავლას.
ანასტასიამ ბარსელონაში გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა. მოდის დიზაინი კი ლონდონსა და მილანში შეისწავლა. ის მზად არის ცვლილებებისთვის და ღიმილით ხვდება გამოწვევებს.
იგი თავს მეამბოხე ხასიათის ადამიანად მიიჩნევს, რომელიც არასდროს არ შეესაბამება სტერეოტიპებს, ცხოვრობს თავის წესებით და სხვის აზრზე არ არის დამოკიდებული. ანასტასია მიიჩნევს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ბედნიერების საფუძველია.
ანასტასია უმცროსია ოთხ დედმამიშვილს შორის. ოჯახს ყოველთვის უნდოდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ შემდეგ ბარსელონაში დაფუძნდნენ და 1993 წელს ანასტასიაც დაიბადა.
დედა 50 წლისაა, მაგრამ ისე გამოიყურება, მისი და გეგონებათ. ჭამს ზომიერად, ვარჯიშობს კვირაში სამჯერ და მუშაობს. ის ანასტასიასთვის სამაგალითო ქალია და მის გვერდზე ბევრი გამომწერიც ჰყავს სხვადასხვა ქვეყნიდან. ბაბუა ჭიათურიდან იყო და მისგან გადმოეცა სიყვარული საქართველოს უნიკალური ისტორიისა და ბუნებისადმი.
ბავშვობიდან მისდევს სპორტს. ვეგეტარიანელია, მაგრამ ზოგჯერ თევზსაც მიირთმევს. მისი მთავარი რჩევაა - “დალიეთ ბევრი წყალი მთელი დღის განმავლობაში''.
ანასტასიამ ქართველი დიზაინერების შესახებ ბევრი რამ იცის და მომავალში იგი აპირებს საკუთარი წვლილის შეტანას ქართული მოდის იმპერიაში.
122 5-ს მოსწონს
|