x
image
თამილა გურაშვილი
რუსეთმა ტრამპის მიმართვას იგნორი გაუკეთა და სირიაში საჰაერო დარტყმები განაახლა
image

რუსეთმა სირიის წინააღმდეგ თავდასხმის ახალი სერია დაიწყო, მან მხარი დაუჭირა სირიის არმიას იდლიბის პროვინციაში.
მიუხედავად აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაფრთხილებისა, რომელმაც გუშინ მოითხოვა ესკალაციის შეჩერება დაა მოახლოებულ ოპერაციას უწოდა "სერიოზული შეცდომა", რასაც მივყავართ "ჰუმანიტარულ კატასტროფამდე", რუსეთის ფედერაციის კოსმოსურმა-საჰაერო ძალებმა დაიწყეს დაბომბვა სამკვირიანი შესვენების შემდეგ.

როიტერის" ცნობით, საჰაერო დარტყმებით ჩრდილო-დასავლეთით დაზარალდნენ ბაშარ ასადის წინააღმდეგ მყოფი მეამბოხეების დარჩენილი ძალები.

სამმა რუსულმა თავდასხმელმა "ჰმეიმის" საჰაერო სივრციდან ილლიბის დასავლეთით და ჰამას პროვინციის ჩრდილოეთით 20-ზე მეტი დარტყმა განახორციელა. - იტყობინება სააგენტო "როიტერი".

"აქ ტერორიზმის ბუდე ჩამოყალიბდა, იქ დიდი ტერორისტების ჯგუფია დასახლებული და რა თქმა უნდა, ამას სიტუაციის ზოგადი დესტაბილიზაციისკენ მივყავართ. ეს ძირს უთხრის სიტუაციას პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზაზე და რაც მთავარია, ეს ჩვენი დროებითი ბაზისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეა, იცით, რომ იქიდან ხდება თვითმფრინავების აფრენა, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ბაზებს.


ტრამპის მიმართვა სამხედრო ოპერაციის თავიდან ასაცილებლად, არის არაყოვლისმომცველი მიდგომის გამოვლინება.
უბრალოდ, გამოვიდეს გაფრთხილებით და არ მიაქციოს ყურადღება სირიაში არსებულ ძალიან საშიშ ნეგატიურ პროცესებს, ეს არის არასწორი მიდგომა", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

1
183
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
183
  
2018, 7 სექტემბერი, 16:58
ამერიკა ვეხარ მიხვდა, რომ აახვიოს სირიიდან
0 1 1