x
image
გიო თუთიაშვილი
ქართველი წარმატებული სტუდენტები, რომლებიც ლიეტუვის პარლამენტში საქმიანობენ
image

საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად არაერთი ქართველი ახალგაზრდა მიდის. მიზეზი მრავალგვარია, თუმცა ყოველთვის სასიხარულო და საამაყოა, როცა მონდომებული ახალგაზრდები წარმატებასაც აღწევენ. ამჯერად ორი ძალიან ნიჭიერი და წარმატებული ქართველი გოგონა მინდა გაგაცნოთ - ნინო ტაბატაძე და ნინო ინასარიძე, რომლებმაც სწავლა ლიეტუვას სახელმწიფოში გაარძელეს.

ნინო ტაბატაძე:
2017 წელს, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე შევიტანეთ განაცხადი გარემოს დაცვითი ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამაზე ვილნიუსის გედემინასის ტექნიკურ უნივერსიტეტში და ლიეტუვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სწავლის დაფინანსებაზე. გავიარეთ კონკურსი და მივიღეთ მაგისტრატურაზე სწავლის სრული დაფინანსება, ასევე ყოველთვიური სტიპენდია. ახლა უკვე მეორე კურსს ვხურავთ. ყველა საგანს ვსწავლობთ ლიტვურად ლიტველ კურსელებთან ერთად და გამოცდებსაც ვაბარებთ ლიტვურ ენაზე. ერთი წლის გამოცდილების შედეგად შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ლიეტუვის უნივერსიტეტები სრულიად აკმაყოფილებენ ევროპული უმაღლესი განათლების ყველა სტანდარტს.


ამ კულტურასთან ჩვენი ურთიერთობა დაიწყო 2014 წელს, როდესაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტები გავხდით და გავიცანით ცენტრის დამფუძნებელი და პროფესორი ბატონი ვიდას კავალიაუსკასი, მას უდიდესი წვლილი მიუძღვის თითოეული ჩვენგანის კარიერულ წარმატებაში . იმ დროს პარალელურად ვსწავლობდით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო


უნივერსიტეტში, ეკოლოგიის საბაკალვარო პროგრამის მე-2 კურსზე. (თსუ- ში 70% და 100% გრანტით ჩაირიცხნენ) ამ დროიდან მოყოლებული 3 წლის მანძილზე აქტიურად ვსწავლობდით ლიეტუვურ ენასა და კულტურას, ვიყავით ჩართულები ცენტრის მიერ ორგანიზებულ უამრავ ღონისძიებაში, როგორც საქართველოში, ასევე ლიეტუვაში, მე და ნინომ ლიეტუვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან მადლობის სიგელებიც კი მივიღეთ, ლიეტუვური ენის კარგად შესწავლისათვის და ლიეტუვური ენისა და კულტური ცენტრის საქმიანობებში შეტანილი წვილისათვის.


image


იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მაგისტრატურამდე უკვე ბევრჯერ ვიყავით ნამყოფები ლიეტუვაში, ძალიან არ გაგვჭირვებია. მაგრამ მანამდე სულ ზაფხულის სეზონზე ვიყავი ნამყოფი და წელს ვიწვნიე პირველად ყველაზე ცივი და სუსხიანი ზამთარი ჩემს ცხოვრებაში. უკვე ფსიქოლოგიურად მოვემზადე ზამთრის შესახვედრად, თბილი, ძალიან თბილი ტანსაცმელებით შეიარაღებული. აქ ყველაზე მეტად დამაკლდა მთები, პირველ ხანებში თვალებით სულ მთებს ვეძებდი, მაგრამ უშედეგოდ, მხოლოდ უშველებელი ვაკეები და სწორზე სწორი ჰორიზონტი მრჩებოდა თვალწინ. მაგრამ ამას ერთი პლუსი აქვს - ლიეტუვაში ულამაზესი მზის ჩასვლაა. ასეთი მე არსად მინახავს. ხალხი უშუალო და თბილია, განსაკუთრებით, ქართველების მიმართ და უფრო განსაკუთრებით, როდესაც იგებენ, რომ ლიეტუვურად საუბრობ.


image


ნინო ინასარიძე:
ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმში (პარლამენტში) პრაქტიკების გავლის იდეა დიდი ხანია გვქონდა. ამიტომ გადავწყვიტეთ მიგვემართა ლიეტუვის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სამდივნოსთვის და გაგვეგო, თუ იყო შესაძლებლობა გაგვეღრამვებინა ცოდნა და გამოცდილება მათთან მუშაობით. შემდგომ გავაგზავნეთ ჩვენი რეზიუმეები და გასაუბრების საფუძველზე აგვიყვანეს პრაქტიკანტების პოზიციაზე. ჩვენდა საბედნიეროდ, ყველა მოხარული იყო, რომ ქართველმა სტუდენტებმა, რომლებსაც შეგვეძლო მათ მშობლიურ ენაზე საუბარი, მსგავსი ინიციატივა გამოვთქვით, ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარემ და მისმა სამდივნოს კოლექტივმა გულთბილად მიგვიღეს გუნდში. რაც შეეხება ჩვენს საქმინობას სეიმში, საშუალება გვეძლევა დავესწროთ კომიტეტების სხდომებს, განსაკუთრებულად გარემოსდაცვითი კომიტეტის საქმიანობით ვართ დაინტერესებულები. ასევე, რამდენიმე დღეში ველოდებით დელეგაციას საქართველოს პარლამენტიდან. დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები და ვიზიტები ლიეტუვის ქალაქებში, სადაც ჩვენც აქტიურად ვიქნებით ჩართულები. ასე რომ წინ საინტერესო და დატვირთული 4 თვე გველის. არდადეგებზე ჩამოვდივართ ჩვენს სამშობლოში.


ნინო ტაბატაძე:
გვიჭირს საკუთარ თავზე საუბარი. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ გვაქებენ და უკვირთ, როგორ ვახერხებთ უცხო ენაზე საკურსოების დაწერას და გამოცდების ჩაბარებას. ინგლისურ სექტორზეც შეგვეძლო ჩაბარება, თუმცა ლიეტვურად სწავლა გადავწყვიტეთ.

დაზუსტებით არ გადაგვიწყვეტია არაფერი. ჯერ ცოდნას და გამოცდილებას ვაგროვებთ, როცა ჩამოვალთ საქართველოში, გვინდა, გარემოს დაცვის საკითხებს მივხედოთ.

2
44
6-ს მოსწონს
ავტორი:გიო თუთიაშვილი
გიო თუთიაშვილი
44
  
2018, 7 სექტემბერი, 12:18
ნამდვილად
2018, 7 სექტემბერი, 12:15
წარმატებები ვუსურვოთ...
0 1 2