x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138966
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
პირველი ავტომანქანა საქართველოში [ვიდეო/ფოტო]
image



1901 წელს, სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა, ვარლამ გოთუამ საქართველოში პირველი ავტომანქანა ჩამოიყვანა. მანქანა სავარაუდოდ „როლს როისის“ მარკის იყო, რომლითაც მგზავრობა 12 ადამიანს შეეძლო. მოძრაობდა დაახლოებით 25 კილომეტრ–საათის სიჩქარით.


სენაკის მერის თანაშემწე ედიშერ ბაღათურია გვიყვება, რომ ეს ავტომანქანა იყო პირველი საზოგადოებრივი მექანიკური ტრანსპორტი სენაკი-ზუგდიდის გზაზე. მისი ფასი ერთი მანეთი და ოცი კაპიკი ყოფილა – ოცი კაპიკით მეტი, ვიდრე დილიჟანსი და ეტლი.


„საათ-ნახევარი უნდებოდა გზის გავლას და ნახევარი საათი სადგურებში ჩერდებოდა, მაგრამ გვათუას მალე გამოუჩნდა კონკურენტები, მეფურგუნეებისა და მეეტლეების სახით, რომლებიც ამ გზაზე მოძრაობდნენ. მათ უჩივლეს გვათუას მთავარმმართებლის წინაშე. ისინი წერდნენ, რომ მანქანა ბევრ უბედურ შემთხვევას იწვევდა, ამიტომ სიჩქარის შეზუდვა მოითხოვეს. საჩივრების შემდეგ გვათუა იძულებული გახდა, 12 კილომეტრის საათის სიჩქარით ემოძრავა“, - ამბობს ედიშერ ბაღათურია.



საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივმა მოგვაწოდა 1908 წლის 30 ოქტომბერს გამოცემული „სავაჭრო გაზეთის“ ფოტოსურათები, სადაც წერია, რომ მანქანას ორი ღორი და ერთი ძაღლი გაუტანია, ადამიანის მსხვერპლი კი არ ყოფილა.

კითხვის გაგრძელება + ფოტო/ვიდეო მასალა>>>




0
401
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0