x
image
თორ ნიკე
ესპანელი პოეტის ლექსი აფხაზეთზე

გაგრა


საქართველოა აფხაზეთი მზიურ მიწა-წყლით

აღნაგ სოფლებით, ქალაქებით, ციხით და ტაძრით,

გულკეთილი და წრფელი ხალხით, ყველა თაობის,


აფხაზეთია საგანძური ძვირფასი ტაძრის.


ომის, ტკივილის, სისასტიკის, დანაშაულის,

მიუხედავად, გაიმარჯვებს ერთ დროს სიმართლე,

კვლავ გაიხარებს აფხაზეთში ჯიში ქართული,

და დაამარცხებს, გაანათლებს წყდიადს სინათლე!


ვერ გააყალბებს ისტორიას ქვეყნად ვერავინ!

ის არ შექმნილა უცაბედად არც დღეს, არც გუშინ,

საუკუნეთა წიაღიდან იღებს სათავეს

ხალხის ხსოვნაში ჩამარხულა და ხალხის გულში!


ილორი, მსიგხვა, ლიხნი, მოქვი, დრანდა, ბედია,

სოხუმი, ბზიფი, წყელიკარი, გაგრა, წებელდა,

ყველა მათგანი ფასეული, თვითმყოფადია

და ქართულია - უარყოფას ვერვინ შეჰბედავს!


თვალი - ათონი, ღუმურიში, ანაკოფია,

აქეთ- ბესლეთი, იქ- ბიჭვინთა, იქით - გუდავა,

ეს სახელები თვით ძეგლებზე უფრო მეტია,

რაც მთავარია ქართულია და უკვდავია.


აფხაზეთია ღვიძლი შვილი ქართული მიწის,

გაედინება მის ძარღვებშიც სისხლი კი არა,

თვით საქართველოს ის აერთებს ყველა კუთხესთან,

და ყოველ მათგანს ერთნაირად ტკივა იარა.


მოვა დრო, ყველა ბოროტება, ყველა სიცრუე,

თავისუფლებად და სიმართლედ გარდაიქმნება,

საქართველოა აფხაზეთი - ეს იყო გუშინ,

ასეა დღეს და სამუდამოდ ასე იქნება!


ხუან ფრან ნუნიეს პარენიო - ლექსი აფხაზეთზე



ხუან ფრან ნუნიეს პარენიო

თარგმანი: ნონა ფიფია


0
485
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
485
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0