საზოგადოებრივი მკვდრეთით აღმდგარი ადამიანები - საშინელი სასწაულებიც არსებობს! 2018, 5 სექტემბერი, 11:17 სიკვდილი - ბიოლოგიური ორგანიზმის სიცოცხლის პერმანენტული დასასრული. სიკვდილი შეიძლება მიუთითებდეს ცხოვრების დასრულებაზე როგორც მოვლენაზე ან როგორც მდგომარეობაზე. წარმოგიდგენთ რეალურ ისტორიებს DISCOVER- ზე დაყრდნობით... ტირილი მორგში - ანალია ბაუტერი მეხუთე შვილს ელოდებოდა, მისი მშობიარობა 12 კვირით ადრე დაიწყო. სამწუხაროდ ექიმებმა ანალიას და მის მეუღლეს აცნობეს იმის შესახებ, რომ მათი შვილი გარდაიცვალა, მისცეს გარდაცვალების მოწმობა და გააცილეს უბედური მშობლები. 12 საათის შემდეგ, მშობლებმა გადაწყვიტეს მიცვლებული ჩვილის მონახულება, როდესაც ბავშვის უჯრა გააღეს, ბავშვმა ტირილი მორთო - ამ ფაქტმა ყველა გააოგნა. მშობლები შოკში იყვნენ და ბავშვს Luz Milagros ანუ სინათლის სასწაული დაარქვეს. გვამის გაკვეთის პროცესში გაღვიძებული - ვენესუელაში 33 წლის მამაკაცი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფაქტიურად დაიღუპა. ექიმებმა გადაიყვანეს მორგში და გვამის ამოსაცნობად მეუღლე დაიბარეს. როდესაც მეუღლე მორგში მივიდა, გვამის გაკვეთის პროცესი სრულდებოდა, უფრო კონკრეტულად მიცვალებულს ყბას უჭრიდნენ, რა დროსაც სისხლი წამოუვიდა, გაოგნებულ ექიმებმა სწრაფად დაიწყეს გაჭრილი ყბის გაკერვა, რაზეც 33 წლის "დაღუპულ" მამაკაცმა ტკივილი ვერ აიტანა და გამოეღვიძა. გაოცებული მეუღლე და ექიმები, ფაქტით აღტაცებულები იყვნენ. 6 დღე - ნორმალური ფაქტია, როდესაც ადამიანი 95 წლის ასაკში იღუპება. ლი ჰიუფენგმა თავის ტრავმა მიიღო და გონება დაკარგა. მეზობელმა ის 13 საათის შემდეგ შენიშნა, აღმოჩნდა რომ 95 წლის ქალბატონი მიცვალებულიყო, ეს სხვა მომსწრეებმაც დაადასტურეს. კუბოში ჩასვენებული ქალბატონს 6 დღის განმავლობაში ემშვიდობებოდნენ ოჯახის ახლობლები და მეგობრები. მეექვსე დღეს, როდესაც სამზადისი დაიწყეს მისასვენებლად, ქალბატონი კუბოში აღარ დახვდათ... შეშინებულ მეზობლებმა ის სამზარეულოში იპოვეს, რა დროსაც საჭმელს ამზადებდა. მისასვენებლიდან წყალი მოითხოვა - ბრაზილიაში 2 წლის კელვინ სანტოსი პნევმონიის შედეგად გარდაიცვალა. მეორე დღეს გამოსამშვიდებლად ჩასულ დეიდამ შენიშნა, რომ ბავშვი მოძრაობდა, რამოდენიმე წუთის შემდეგ, სანტოსი ასე რომ ვთქვათ - მკვდრეთით აღსდგა და მამას წყალი სთხოვა. ამ მომენტიდან რამოდენიმე წამის შემდეგ ბავშვი ისევ მისასვენებლში დავარდა და ამჯერად ნამდვილად დაიღუპა. კლიენტთან სექსის დროს - ზიმბაბვეში 2018 წლის, მარტში სექსის დროს გარდაიცვალა მეძავი. ადგილზე მივიდნენ ექსპერტები, რომლებმაც დაადასტურეს ქალის სიკვდილი. იგი რკინის მისასვენებელში ჩააწვინეს... ამ მომენტს ესწრებოდა ხალხის ბრბოც, რა დროსაც ქალმა გამოიღვიძა და ხმამაღლა დაიწყო წივილი : - "თქვენ ცდილობთ, რომ მომკლათ!!!" ფაქტის მომსწრე ადამიანები შიშმა მოიცვა, მითუმეტეს ზიმბაბვეში ეს დიდ სასწაულს წარმოდგენდა. რაც შეეხება მამაკაცს, რომელიც მაგ ღამით მადლოსთან სექსით იყო დაკავებული, საბოლოოდ პსიქიატრულ საავდმყოფოში გამოამწყვდიეს. თვალები გაახილა და პირველი სიტყვა... - მიჩიგანის მაცხოვრებელი მედდა ტაი ჰიუსტონი არჩევნებში იყო მისული ხმის მისაცემად, როდესაც გაიგო უცხო ადამიანის ყვირილი, რომელიც დახმარებას ითხოვდა. როდესაც ადგილზე მივიდა, მას მიცვალებული მამაკაცი დახვდა, რომელსაც თავზე ქალი დასტიროდა. როგორც ჰიუსტონმა გაარკვია, მამაკაცს გული გაუჩერდა. გამოცდილ მედდამ მამაკაცს პირველი დახმარება ჩაუტარა და მამაკაცი სიცოცხლეს დაუბრუნდა. გამოღვიძებისთანავე მისი პირველი კითხვა იყო: -"ვინ მოიგო არჩევნებში? " სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. დღეში 3 ლიტრი წყალი, ერთი კვირის განმავლობაში - სიურპრიზებით აღსავსე ექსპერიმენტი 2. რატომ უნდა ჩავაგდოთ მდუღარე რძეში ლეღვი? 3. ვაკანსია - უნდა მოუაროთ 55 კატას, პირობები: უფასოდ სახლი, სამჯერადი კვება და 2000 ევრო ხელფასი 4. ახალი სახიფათო თამაში უკვე საქართველოშია - "მომო" 5. დედები, რომლებიც მშობიარობის მოლოდინში არიან - სახალისო ემოციები 3668 7-ს მოსწონს
|