სხვა ტრანსპორტის ხმაური მეხსიერებას აქვეითებს 2012, 5 ივლისი, 13:54 „მათ, ვისაც საძინებელი ოთახი გზის, რკინიგზის ან აეროპორტის მხარეს აქვთ, მალე ავიწყდებათ ძველი ინფორმაცია და უჭირთ ახლის დამახსოვრება. ეს იმ შემთხვევაშიც ხდება, თუ მათ ტრანსპორტის ხმაური ძილს არ უფრთხობთ“, — ამბობს ნიდერლანდების ნევროლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი ისბრანდ ვან დერ ვერფი. მახსოვრობისა და სწავლის უნარზე უარყოფითად მოქმედებს ძილის დროს ხელისშემშლელი გარემოებები. „ამ დროს შეიძლება არ გაგეღვიძოს, მაგრამ ღრმად არ გეძინოს“, — ნათქვამია ერთ ჰოლანდიურ გაზეთში (de Volkskrant). ტვინმა რომ სრულფასოვნად იფუნქციონიროს, ჰიპოკამპი, თავის ტვინის ქერქის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე, უნდა გაითიშოს. ასეთ მდგომარეობაში ადამიანს ღრმად სძინავს და „ხელს არ უშლის ისეთი გარემო ფაქტორები, როგორიცაა ხმაური და სინათლე 50 2-ს მოსწონს 1-ს არა
|