x
image
მანჩო 777
სისტემა, რომელმაც გონებაგამჭრიახ რუმინელს ლატარიაში უამრავი თანხა მოაგებინა
რუმინელმა შტეფან მანდელმა შეიმუშავა საკუთარი პროგრამა, რომლის დახმარებითაც ლატარიის ასობით გათამაშებაში მოახერხა ჯეკ-პოტის მოგება. პროგრამის გაცნობის შემდეგ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შეცვალეს გათამაშების ჩატარების წესები.



image



რუმინელ მათემატიკოსს შტეფან მანდელს პრაქტიკულად არ გააჩნდა შანსი მდიდარი გამხდარიყო, თუმცა თავისი ცოდნის და მოხერხების წყალობით მან მოახერხა დიდი ფული ეშოვა. მრავალწლიანი სკურპულოზური შრომის შემდეგ მან შეიმუშავა "რიცხვების ამორჩევის ალგორითმი'', რომლისთვისაც გამოიყენა მეთოდი, რომელსაც "კომბინატორული კომპენსაცია'' უწოდა. შტეფანი წლების განმავლობაში ყურადღებით აკვირდებოდა ლატარიის გათამაშებებს და შეამჩნია, რომ ზოგიერთ მათგანში გამოშვებული ყველა ბილეთის ყიდვა გაცილებით უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე ჯეკ-პოტში გათამაშებული თანხა იყო.




image




მაგალითად, თუ ლატარიაში საჭიროა ექვსი ციფრის გამოცნობა 1-დან 40-მდე, მაშინ ამ გათამაშებაში სულ არსებობს ციფრების 3838380 კომბინაცია. თუკი ამ დროს ერთი ბილეთი ღირს ერთი ფუნტი სტერლინგი, მაშინ 3 838 380 სტერლინგი აბსოლუტურად საკმარისია 10 მილიონიანი ჯეკ-პოტს მოსაგებად და შესაბამისად 6 მილიონამდე თანხის მისაღებად ყველანაირი ხარჯის გასტუმრების შემდეგ.

მეგობრებთან ერთად მენდელმა იყიდა ბილეთების დიდი რაოდენობა, გამოიყენა მაქსიმალურად შესაძლებელი კომბინაციები, და მიიღო მთავარი პრიზი-15 ათასი ფუნტი სტერლინგი. ყველა ხარჯის დაფარვის შმდეგ მას დარჩა 3000 სტერლინგი. ეს იყო მისი პირველი წარმატებული ავანტიურა. თანხა არც ისე დიდი იყო, თუმცა სრულიად საკმარისი, რომ მას მოესყიდა ჩინოვნიკები და იმდროინდელი კომუნისტური რუმინეთიდან გაქცეულიყო ისრაელში, იქედან კი ავსტრალიაში, სადაც შტეფანმა ცოლთან და ორ შვილთან ერთად ახალი ცხოვრება დაიწყო.



image


რამდენიმე წლის შემდეგ რუმინელმა მენდელმა ავსტრალიის მოქალაქეობის მიღება მოახერხა და მასთან ერთად მოიპოვა უფლება სხვადასხვა ქვეყნის ლატარიის გათამაშებებში მიეღო მონაწილეობა. მან შეიმუშავა საკუთარი სისტემა, რომელიც ამჯერად დიდ ბრიტანეთში გამოიყენა. მორიგი მაქინაციისათვის შტეფანს დასჭირდა 16 თანამშრომლის დაქირავება. ისინი ავსებდნენ ლატარიის ბილეთებს რუმინელის მიერ გათვლილი ციფრების კომბინაციის მეთოდიკის მიხედვით (კომბინატორიკის სპეციალიტს ეს გამოთვლები ნამდვილად არ შეეშლებოდა). ამ საქმიანობით მენდელმა მოიგო ლატარიის 12 მსხვილი გათამაშება და ათასობით წვრილი პრიზი ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში, თუმცა ამ ამბებს უხმაუროდ არ ჩაუვლია: ამ ქვეყნების ლატარიის გათამაშების ორგანიზატორებმა განგაში ატეხეს და ლატარიის ჩატარების წესები შეცვალეს.

გონებაგამჭრიახი რუმინელი არ დაიბნა... ამ შეთხვევისათვის მას უკვე ჰქონდა შემუშავებული გეგმა "ბ" : თანამოაზრეებთან ერთად ის ამჯერად აშშ-ში გაემგზავრა. მან კარგად შეისწავლა უკვე ჩატარებული ლატარიები, რომლებშიც მოგებული ჯეკ-პოტის რაოდენობა თითქმის სამჯერ აჭარბებდა ბილეთების საერთო ღირებულებას. მანდელმა დააარსა ოფიციალური კომპანია Pacific Financial Resources და ტრესტი სახელწოდებით "საერთაშორისო ლოტო-ფონდი". მან ასობით ინვესტორი დაარწმუნა, ფული ჩაედოთ ამ ფონდში. ამ ძალისხმევის შედეგად სინდიკატმა მოიგო ჯეკ-პოტი და უამრავი წვრილმანი პრიზი.



image


უამრავი აფიორის მუხედავად, შტეფანი ცდილობდა სუფთად ემუშავა და ის ყოველთვის მართალი გამოდიოდა კანონის წინაშე, თუმცა არაერთხელ მოუწია სასამართლოს წინაშე წარდგომა და თავისი უდანაშაულობის დამტკიცება. მას შემდეგ, რაც მისი სახელი გახმაურდა, აშშ-ის ყველა შტატში აკრძალეს ბატონ მანდელის სტრატეგიის გამოყენება.

" მე ვარ ადამიანი, ვინც რისკავს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ შანსი ყოველთვის ჩემ მხარესაა, - განაცხადა მანდელმა რუმინულ გაზეთ "ბურსასათვის" მიცემულ ინტერვიუში 2012 წელს, - ლატარიაში მონაწილეობა წვერის სამართებლით გაპარსვას ჰგავს: ყოველთვის არის შანსი გაიჭრა ნიკაპი ან ლოყა, დაკარგო ბევრო სისხლი და მოკვდე, თუმცა მე მაინც ვაკეთებ ამას და ჯერჯერობით საკმაოდ წარმატებულადაც".





სტატიის დასასრულს სახალისო განწყობისათვის მინდა ერთი ძველებური ანეგდოტი შემოგთავაზოთ, რომლის მთავარი მოქმედი პირი პროფესორია, რომელიც მათემატიკას ასწავლის:

მოხდა ისე, რომ ხანშიშესულ პროფესორთან კომბინატორიკის ( საგანი, რომელიც კომბინაციებს სწავლობს) ჩასაბარებლად ორი სტუდენტი ვაჟი მივიდა, თან სტუდენტებს ეს პროფესორი სახლში იბარებს გამოსაცდელად. გამოცდა გაგრძელდა და ბიჭებს პროფესორის სახლში შემოაღამდათ. ძველი დროა, როცა სტუნდენტებიც ღარიბები იყვნენ და არც ტაქსები არსებობდა, ასე რომ, ლექტორმა ბიჭებს თავისთან დარჩენა და ღამის გათევა შესთავაზა. სტუდენტებსაც დიდი თავპატიჟი არ გაუდევთ და დარჩნენ. ყველანი მოთავსდნენ პროფესორის სამოთახიან ბინაში: ერთ საძინებელში პროფესორი და მისი ცოლი, მეორეში-პროფესორის ქალიშვილი და მესამეში-სტუდენტი ბიჭები.

შუაღამისას ერთ სტუდენტ ბიჭს გაეღვიძა და გაიფიქრა: რატომ გავატარო ღამე ამ ბრიყვთან ერთად? მოდი, პროფესორის ქალიშვილის საძინებელში შევიპარებიო. ასეც მოიქცა. შეიხედა ერთ ოთახში: საბნიდან ორი თავი მოჩანს-ესე იგი პროფესორია ცოლთან ერთად, შეიხედა მეორეში-ერთი თავია, ესე იგი პროფესორის ქალიშვილია, მივიდა და საბნის ქვეშ შეუძვრა გოგონას.

ამასობაში პროფესორსაც გაეღვიძა და ფიქრობს: ამ ტუტუცებმა ჩემს გოგონას არაფერი გაუბედონ, მოდი, დავხედავო. შეიხედა ერთ საძინებელში: ორი თავია, ესე იგი, სტუდენტებს სძინავთ, შეიხედა მეორე ოთახში - ერთი თავია, ესე იგი, ჩემი გოგონააო - გაიფიქრა და ფრთხილად დაწვა მის გვერდით, რომ მთელი ღამე ეყარაულა.

ამ დროს მეორე სტუდენტს გაეღვიძა და როგორც ხვდებით, ისიც ზუსტად ისე მოიქცა, როგორც მისი მეგობარი: შეიხედა ერთ ოთახში-ორი თავია, ესე იგი პროფესორს სძინავს ცოლთან ერთად, შეიხედა მეორე ოთახში-ერთი თავია, ესე იგი, გოგონას ოთახია. ჩუმად შეიპარა და შეუძვრა ლოგინში.

დილით იღვიძებს პროფესორი და ხედავს, ოთახში მარტო წევს. ადგა და გაემართა სიტუაციის გასარკვევად: შეიხედა ერთ ოთახში-იქ ერთ სტუდენტს სძინავს მის ქალიშვილთან ერთად, შეიხედა მეორეში-მეორე სტუდენტია გაშხლართული მის ცოლთან... პროფესორმა თავი მოიფხანა და თავისთვის ჩაილაპარაკა: ოცი წელია კომბინატორიკას ვასწავლი, მაგრამ ასეთი დამპლური კომბინაცია არცერთხელ არ მინახავსო.







0
663
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
663
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0