მსოფლიოში არსებული 5 დიდებული ბიბლიოთეკა, რომელთა ხილვაც ყველა მკითხველის ოცნებაა
წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ლამაზ და მომაჯადოებელ ბიბლიოთეკას სხვადასხვა ქვეყნიდან.
1) ჯორჯ პეაბიდის სახელობის, ბალტიმორის, ბიბლიოთეკა - აშშ
![მსოფლიოში არსებული 5 დიდებული
ბიბლიოთეკა, რომელთა ხილვაც ყველა
მკითხველის ოცნებაა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018090415112484750.jpg)
ბალტიმორში მდებარე ეს გასაოცარი ბიბლიოთეკა ნეოკლასიკური ლიტერატურის/წიგნების ''საკათედრო ტაძრად'' მიიჩნევა. იგი 1878 წელს გაიხსნა და ყველა ლიტერატურული ჟანრის 300 000-მდე კოლექციიას მოიცავს.
2) შტუტგარტის ბიბლიოთეკა - გერმანია
![მსოფლიოში არსებული 5 დიდებული
ბიბლიოთეკა, რომელთა ხილვაც ყველა
მკითხველის ოცნებაა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018090415200684750.jpg)
ბიბლიოთეკა გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში მდებარეობს.
ფართობი - 3201 კვადრატული მეტრი.
სქემის ავტორი კორეელი არქიტექტორი Eun Young Yi’s -ა. მისი აშენება დაახლოებით 80 მლნ. ევრო დაჯდა. ბიბლიოთეკის მონოთოლური კუბური სართულები მიწისქვეშაც კი არსებობს, რაც შეეხება თავად ბიბლიოთეკას თუ მიწისქვეშა სართულებს არ ჩავთვლით 9 სართულით შემოიგფარგლება. მთელი შენობა ნათელ ფერებშია შესრულებული, ერთადერთი ფერადი დეტალი კი წიგნების ყდებია. შუშის ბლოკებისგან შემდგარი გეომეტრიული ფასადი შორიდან ბადეს წააგავს. კუბის მაგვარი შენობის აგება შტუტგარტის ევროპული კვარტლის რეკონსტრუქციის გენერალური გეგმის ნაწილია. კედლებზე პარალალურად განთავსებულ თაროებსა და წიგნებს თან უამრავი კიბე ახლავს. აღსანიშნავია რომ ბიბლიოთეკა აერთიანებს 170-მდე ქვეყნის სხვადასხვა სახის ლიტერატურას.
3)პორტუგალიური სამეფო ბიბლიოთეკა, რიო დე ჟანეირო - ბრაზილია
![მსოფლიოში არსებული 5 დიდებული
ბიბლიოთეკა, რომელთა ხილვაც ყველა
მკითხველის ოცნებაა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018090415352984750.jpg)
1837 წელს რიო-დე-ჟანეიროში პორტუგალიელმა ემიგრანტებმა გადაწყვიტეს პორტუგალიის ბიბლიოთეკის შექმნა ახალ ქვეყანაში. ორმოცდაათი წლის შემდეგ მათ იდეა განხორციელდა. იგი დღეს ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკაა სამხრეთ ამერიკაში 350 000 კოლექციით.
4) ოქსფორდის ბიბლიოთეკა - დიდი ბრიტანეთი
![მსოფლიოში არსებული 5 დიდებული
ბიბლიოთეკა, რომელთა ხილვაც ყველა
მკითხველის ოცნებაა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018090415463384750.jpg)
ნეოკლასიკური არქიტექტურის ეს ნიმუში 1602 წელს გაიხსნა. შენობა 11 მილიონზე მეტ წიგნს იტევს, მათ შორის უიშვიათეს ინგლისურ გამოცემებს.
5)წმინდა გალენის სახელობის სამონასტრო ბიბლიოთეკა - შვეიცარია
![მსოფლიოში არსებული 5 დიდებული
ბიბლიოთეკა, რომელთა ხილვაც ყველა
მკითხველის ოცნებაა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018090415480684750.jpg)
დაარსდა 719 წელს. ეს არის უძველესი სამონასტრო ბიბლიოთეკა მსოფლიოში. აქ ინახება უამრვი ხელნაწერი, რომლის ნახვაც ოფიციალურ ვებგვერდზეც შეიძლება.
იხ. აგრეთვე:
10 განსაკუთრებული წიგნი 10 განსხვავებული ქვეყნიდან
გასაოცარი, აქტიური და საინტერესო ფეისბუქ და სხვა სოციალურ მედიათა სტატისტიკა
თუ მოგეწონათ სტატია მოიწონეთ და გააზიარეთ!