სხვა როგორ გამოიყურებიან მე-20 საუკუნის მიწურულის სექს-სიმბოლოები დღეს? 2018, 2 სექტემბერი, 20:24 ოდესღაც ისინი იყვნენ ნამდვილი სექს სიმბოლოები და მილიონობით ქალი ოცნებობდა მათთან შეხვედრაზე. ვინ იყო მე -20 საუკუნის მიწურულის მთავარი მაჩო? არიან თუ არა ისინი ფორმაში, თუ მოხუცდნენ უკვე? ალენ დელონი ალენ დელონი უკვე 82 წლისაა, მაგრამ მას ჯერ კიდევ იგივე მომაჯადოებელი ღიმილი და ლურჯი თვალები აქვს. 2017 წელს მან თავისი კარიერის დასრულება გამოაცხადა, რადგან, ის იმედგაცრუებულია თანამედროვე კინომატოგრაფიით. "მე ვერ ვიტან დღევანდელ დროს. მე ამის გამო გული მერევა... დღეს ყველაფერი ყალბია, ყველას მხოლოდ ფული აინტერესებს. მე ამ ქვეყანას სინანულის გარეშე დავტოვებ. " კლინტ ისტვუდი შესანიშნავი კლინტ ისტვუდი 88 წლის ასაკშიც ფორმაშია. ის მზად არის წავიდეს ველურ ექსპერიმენტზეც კი. თავის ახალ ფილმში სამ ამერიკელზე, სადაც მან შეძლო ტერორისტების განეიტრალება მატარებელში, მთავარი გმირები არ არიან პროფესიონალი მსახიობები, არიან უბრალო ადამიანები და ფილმში აღწერილი მოვლენების რეალური მონაწილეები . რობერტ დე ნირო ბოლო დროს რობერტ დე ნირომ უფრო მეტი დრო დაუთმო პრეზიდენტ ტრამპს, ვიდრე საკუთარ კარიერას. არავინ იცის, რით დასრულდება ეს ეპიკური ბრძოლა ადრიანო ჩელენტანო ყველაზე მომხიბლავმა იტალიელმა წელს აღნიშნა 80 წლის იუბილე. ის ისევე სავსეა ენერგით. სულ ახლახან, მან ახალი ფირფიტა ჩაწერა. წელს ჩელენტანომ კიდევ ერთი ღირშესანიშნავი თარიღი, ზურმუხტის ქორწილი, ბედნიერი ქორწინების 55 წლისთავი აღნიშნა. ალ პაჩინო ალ პაჩინო უკვე 78 წლისაა! ის შეიძლება ითქვას, რომ ჰოლივუდის იმ გამონაკლის გულთამპყრობელებს მიეკუთვნება, რომლებიც არასდროს არ დაქორწინდნენ. თავად მსახიობი ამას არასდროს ნანობს. თუმცა, ის უკვე 10 წელზე მეტია ხვდება არგენტინელ მსახიობს, ლუსილა სოლოს, შეიძლება ოდესმე შესთავაზოს კიდეც მას ცოლობა. 455 შეფასება არ არის
|