მსოფლიო გამოქვეყნდა საიდუმლო გეგმები აშშ-ს მიერ ქვეყნების ტოტალური განადგურების შესახებ 2018, 2 სექტემბერი, 13:23 1960-იან წლებში ამერიკამ შეადგინა სსრკ-სა და ჩინეთის მთლიანად განადგურების ტოტალური გეგმა. ეს დოკუმენტები გამოქვეყნდა არაკომერციული ორგანიზაციის ეროვნული უსაფრთხოების არქივის მიერ. გეგმა ითვალისწინებდა სსრკ-ს ქალაქების მცხოვრებთა 71%-ის განადგურებას საქმე ეხება ერთიან ინტეგრირებულ საოპერაციო SIOP-ის გეგმას- აშშ-ს საიდუმლო დოკუმენტაციას ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. - იუწყება რია ნოვოსტი. 1964 წლის გეგმაში მითითებულია საბჭოთა კავშირის ინდუსტრიული პოტენციალის 70%-ი განადგურება. 1961 წლის შეფასებით, SIOP-ის გეგმა ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის ქალაქების მცხოვრებთა 71% -ის განადგურებას, გეგმით გათვალისწინებული იყო 1962 წელს საბჭოთა კავშირის 70 მილიონი ადამიანის სიკვდილი. აშშ-ს შტაბის კომიტეტის თავმჯდომარე განიხილავდა ვარიანტებს, რომლის მიხედვით, საბჭოთა კავშირზე გამარჯვების მთავარი კრიტერიუმი იქნებოდა მოსახლეობის სიკვდილი. 2015 წელს გამოქვეყნდა 1959 წლის ამერიკული ატომური დაბომბვების პოტენციური სამიზნეების სია. სიაში მოხვდა ასობით სამიზნე საბჭოთა კავშირში, აღმოსავლეთ ევროპასა და ჩინეთში. პრიორიტეტი იყო საჰაერო ძალების განადგურება. დაგეგმილი იყო სსრკ-ს ბომბდამშენების განადგურება ჯერ კიდევ მიწაზე ყოფნისას. 2018 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს შეიარაღება მიიღებს სამ ახალ სატელიტს, რომლის ამოცანაც არის დაიცვას ამერიკა "შემთხვევითი ბირთვული თავდასხმისგან", რაც პენტაგონის განცხადებით, შესაძლოა რუსეთისა და ჩინეთის პროვოცირებამ მოახდინოს. 559 1-ს მოსწონს
|