x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
რამდენი უჯრედია ადამიანის ორგანიზმში?
რამდენი უჯრედია ადამიანის ორგანიზმში?


რამდენ ადამიანურ უჯრედს შეიცავს ადამიანი?


ადამიანი კომპლექსური ცოცხალი არსებაა, აგებული ტრილიონობით უჯრედის მიერ. ისინი სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ და აყალიბებენ ურთულეს ორგანოთა სისტემებს. არსებობს 200-მდე ტიპის უჯრედი, რომელიც ადამიანს შეადგენს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ზომით, ფერით, სიმკვრივით, აღდგენის უნარით, აგებულებით, ზოგიერთი მათგანი მეტ ორგანელებს შეიცავს, ზოგიერთი მეტ მიტოქონდრიას, ვინაიდან დიდი ენერგია სჭირდება, მაგალითად გულის უჯრედები, ზოგიერთი ძალიან გრძელია, მაგალითად ნერვული უჯრედები, რომ უკეთ და სწრაფად გაატარონ ცხოველქმედებისთვის საჭირო სიგნალები, ერითროციტები კი იკავშირებს ჟანგბადს და მისით ამარაგებს მთელ ორგანიზმს, რის გარეშეც ადამიანი 5 წუთსაც ვერ გაძლებდა. მეცნიერებმა გამოითვალეს თუ რამდენ ადამიანურ უჯრედს შეიცავს ადამიანი და რიცხვი გასაოცარია - 30 ტრილიონი (30, 000, 000, 000, 000). თუმცა ეს ყველაფერი სულაც არ არის. ადამიანის შემადგენელი ბაქტერიული უჯრედები კიდევ უფრო მეტია.


რამდენ ადამიანურ უჯრედს შეიცავს ადამიანი?




რამდენ ბატერიულ უჯრედს შეიცავს ადამიანი?


1970-იანი წლების კვლევების შემდეგ არასწორად ეგონათ, რომ ადამიანში ადამიანური უჯრედებისა და ბაქტერიების შეფარდება იყო 1:10. ეს არასწორი გამოდგა. უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანში არის დაახლოებით, საშუალოდ 38 ტრილიონი (38, 000, 000, 000, 000) ბაქტერიული უჯრედი.


რამდენი სისხლის უჯრედია ადამიანში?


სულ არის 3 ტიპის სისხლის უჯრედი ადამიანში, ესენია: წითელი სისხლის უჯრედები, თეთრი სისხლის უჯრედები და თრომბოციტები. ადამიანური უჯრედების დაახლოებით 85%-ს მოიცავს ორგანიზმში მხოლოდ და მხოლოდ სისხლის წითელი უჯრედები - ერითროციტები. ერითროციტების რიცხვი ადამიანის ორგანიზმში არის საშუალოდ 25 ტრილიონი! ქალებს როგორც წესი უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე მამაკაცებს, და ბარში მცხოვრებ ხალხს ნაკლები აქვთ, ვიდრე მაღალმთიანეთში მცხოვრებთ.

ასევე სისხლში არის 147 მილიონი თრომბოციტი და 45 მილიონი ლიმფოციტი.


რამდენი სისხლის უჯრედია ადამიანში?


რამდენი უჯრედია ადამიანის ტვინში?


ადამიანის ტვინში არის საშუალოდ 171 მილიარდი უჯრედი. აქედან 86 მილიარდი არის ნეირონების, იგივე ნერვული უჯრედების რაოდენობა. ხოლო დანარჩენი - 85 მილიარდი უჯრედი არის გლიური უჯრედები, რომლებიც არ არიან ნერვული უჯრედები და იცავენ ნეირონებს. (თუმცა, როდესაც ტვინის სიმსივნე ვითარდება, სწორედ გლიური უჯრედებიდან ვითარდება ხოლმე.)


რამდენ ახალ უჯრედს წარმოქმნის ადამიანის სხეული ყოველდღე?


ამის გამოსათვლელად საუკეთესო და უადვილესი მეთოდია, რომ დავაკვირდეთ თუ სისხლის რამდენი წითელი უჯრედი წარმოიქმნება ყოველდღე. თითოეული ერითროციტი ცოცხლობს წარმოქმნიდან საშუალოდ 120 დღის განმავლობაში. და როდესაც მიაღწევენ ამ პერიოდს, ისინი სისხლის მიმოქცევიდან განიდევნებიან, დაიშლებიან რა მაკროფაგების მიერ. რიცხვები გასაოცარია და დაუჯერებელი, მაგრამ ეს ფაქტია: ყოველ წამში - ორგანიზმი წარმოქმნის 2 ან 3 მილიონ სისხლის წითელ უჯრედს (ერითროციტს). ეს ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი დღეში წარმოქმნის 173-დან 259 მილიარდ ერითროციტს!


რამენი უჯრედი კვდება ადამიანში ყოველ დღე?


რამდენი უჯრედი კვდება ადამიანში ყოველ დღე?


ჯანმრთელი ადამიანი ყოველთვის ინარჩუნებს ბალანსს ახალი უჯრედების წარმოქმნასა და ძველის კვდომას შორის. მაგალითად თუკი სისხლის წითელი უჯრედები დღეში წარმოიქმნება საშუალოდ 250 მილიარდი - დღეში დაახლოებით ამდენივეც კვდება. სისხლის თეთრი უჯრედები მაგალითად მხოლოდ 13 დღე ცოცხლობენ, წითელი კი 120 დღე, ღვიძლის უჯრედებს - ჰეპატოციტებს კი 18 თვმდე შეუძლიათ იცოცხლონ, ხოლო ნერვული უჯრედები იმდენ ხანს ცოცხლობენ, რამდენ ხანსაც თავად მათი პატრონი.


გამოდის, რომ სულ საერთო ჯამში ადამიანი შედგება 68 ტრილიონი უჯრედისგან - 30 ტრილიონი ადამიანური უჯრედისაგან, ხოლო 38 ტრილიონი ბაქტერიული უჯრედისაგან. ადამიანი ძალიან კომპლექსური, რთული არსებაა - შეგვიძლია ხატოვნად ისიც კი ვთქვათ, რომ ყოველი ჩვენგანი ვართ ცალკეული სამყარო მაკროსამყაროში.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
410
6-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0