სხვა მეცნიერებმა დაბერების პროცესის შეჩერება შეძლეს 2018, 31 აგვისტო, 14:49 არ დავბერდეთ - ეს არის ის, რაზეც ყველა ოცნებობს. ეს ჯერ კიდევ შორს იყო რეალობიდან, მაგრამ ბოლო ექსპერიმენტში მკვლევარებმა შეძლეს ადამიანის უჯრედების დაბერების პროცესის შეჩერება. ეს უახლოეს მომავალში ხელს შეუწყობს ანტიდეგენერაციული პრეპარატების გამოგონებას. ხანდაზმულობა შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ორგანიზმის ფუნქციის პროგრესული შემცირება, რომელიც დაკავშირებულია ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებთან, რომლებსაც ადამიანები განიცდიან სიბერეში, ესაა კიბო, დიაბეტი და დემენცია. არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ჩვენი უჯრედები და ქსოვილები წყვეტენ ფუნქციონირებას. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ქსოვილებში და ორგანოებში ხდება დაბერების უჯრედების დაგროვება. ეს უჯრედები არა მხოლოდ არ ფუნქციონირებს, არამედ, ხელს უშლის ბუნებრივ პროცესებს. მკვლევარების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ამ დისფუნქციური უჯრედების განადგურებას შეუძლია, მაგალითად, კატარაქტის გამოწვევა.. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რატომ ხდება უჯრედების დაბერება, მაგრამ არსებობს იმის ვარაუდი, რომ ეს არის იმის გამო, რომ ჩვენ შევაჩერეთ გენების ჩართვა, არჩართვა საჭირო დროს და ადგილას. ასაკის მომატებასთან ერთად ვკარგავთ გენების კონტროლის შესაძლებლობას. სხეულის თითოეული უჯრედი შეიცავს სიცოცხლისთვის ყველა საჭირო ინფორმაციას, მაგრამ ყველა გენი არ შედის უჯრედში ნებისმიერ პირობებში. ეს არის ერთი გზა თირკმლის უჯრედის გულის უჯრედისგან განსასხვავებლად, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ იგივე გენები. როდესაც გენი გააქტიურებულია სიგნალებით შიგნით ან უჯრედის გარეთ, იგი ქმნის მოლეკულურ შეტყობინებას (ე.წ. რნმ), რომელიც შეიცავს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია გენის პასუხისმგებლობის მისაღწევად. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი გენების 95 პროცენტს შეუძლია შექმნას სხვადასხვა ტიპის შეტყობინებები, რომლებიც უჯრედის საჭიროების მოთხოვნაზე არის დამოკიდებული. კარგი გზა, რომ გააცნობიეროთ ეს, არის თითოეული გენის რეცეპტის განხილვა. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ვანილის ან შოკოლადის ნამცხვარი, ეს დამოკიდებულია იმაზე, დაამატებთ თუ არა შოკოლადს. ჩვენს გენებს შეუძლია ამის მსგავსი მუშაობა: - როცა წარმოიქმნება უჯრედებში რაიმე სახის ინფორმაცია, ამ დროს მზადდება დაახლოებით 300 პროტეინების ჯგუფი, რომელსაც "სპიკერ ფაქტორებს" უწოდებენ. ასაკთან ერთად მცირდება სპიკერ ფაქტორების რაოდენობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ძველ უჯრედებს ნაკლებად შეუძლიათ ცვლილებებზე რეაგირება. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ მნიშვნელოვანი რეგულატორების დონეები ხანდაზმულების სისხლის ნიმუშებში მცირდება. მკვლევარები ეძებდნენ სპიკერ ფაქტორების ხელახლა გააქტიურების გზებს. მკვლევარებმა ძველი უჯრედების მკურნალობა დაიწყეს ქიმიური ნივთიერებით. მცირე რაოდენობით წყალბადის სულფადის დამატებით. მათ შეძლეს გაეზარდათ სპიკერ ფაქტორების აქტიურობა და დაბერებული უჯრედების გაახალგაზრდავება. წყალბადის სულფიდი არის მოლეკულა, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ჩვენს ორგანოებში. კვლევებმა აჩვენა, რომ წყალბადის სულფიდი ცხოველებში ასაკთან დაკავშირებული დაავადებების ზოგიერთ მახასიათებლებს აუმჯობესებს. მაგრამ დიდი რაოდენობით ეს შეიძლება იყოს ტოქსიკური, ამიტომ, მკვლევარები ეძებენ გზას, რათა წყალბადის სულფიდი მოხვდეს ზუსტად იმ უჯრედებში, სადაც ეს საჭიროა. მოლეკულური საფოსტო ინდექსების გამოყენებით მკვლევარებმა შეძლეს წყალბადის სულფადის იმ უჯრედებში მიწოდება, სადაც ხდება ენერგიის წარმოქმნა. ეს საშუალებას აძლევს მათ გამოიყენონ პატარა დოზები, რომლებიც ნაკლებად იწვევენ გვერდითი მოვლენების განვითარებას. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ასეთი მოლეკულური ინსტრუმენტების გამოყენებით შეძლებენ საბოლოოდ გაანადგურონ დაბერებული უჯრედები ადამიანის ორგანიზმში, შედეგად, აღმოიფხვრება ასაკთან დაკავშირებული დაავადებები. 319 1-ს მოსწონს
|