მოვლენები "ჭკვიანი ტანსაცმლის" 12 მაგალითი, რომელიც მალე ჩვეულებრივს ჩაანაცვლებს 2018, 29 აგვისტო, 13:37 ![]() სტატიაში ასეთი "ჭკვიანი ტანსაცმლის" 12 მაგალითს გთავაზობთ. ბიუსჰალტერი-საფულეამ პატარა საფულის დახმარებით შეძლებთ, გრძელი მოგზაურობების დროს ფული დაცულ ადგილას შეინახოთ. მაშინაც კი, თუ ჩანთას დაკარგავთ, გარკვეული რაოდენობის თანხა მაინც გექნებათ. ![]() ღილი, რომელიც დეკოლტის სიღრმეს არეგულირებსამ ელეგანტური ღილის დახმარებით შეძლებთ, ბლუზაზე და კაბებზე დეკოლტის სიღრმე აკონტროლოთ. ![]() წელის გამაფართოებელიწელის გამაფართოებელი კარგი გამოსავალია, თუ ისეთი შარვლები ან კაბები გაქვთ, რომლებიც იდეალურად გერგებათ სხეულზე, წელის მიდამოს გარდა. იმავე ნაჭრის პატარა ქსოვილი შეუმჩნეველია და თავს გაცილებით კომფორტულად გაგრძნობინებთ საყვარელ ტანსაცმელში. ![]() ბიუსჰალტერის გამაფართოებელითუ ბიუსჰალტერი იდეალურად გერგებათ, მაგრამ გარშემოწერილობა პატარა აქვს, ამისთვისაც არსებობს გამოსავალი. ამ პატარა ნაჭრის დახმარებით თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ და სუნთქვაც გაგიმარტივდებათ. ![]() სამაჯური საიდუმლო ჯიბითადამიანებისთვის, რომლებიც დილაობით დარბიან, მაგრამ არ უნდათ, ბევრი ზედმეტი ნივთი ატარონ თან, ასეთი სამაჯური ძალიან მოსახერხებელი იქნება. საიდუმლო ჯიბეში გასაღებისა და ცოტაოდენი ფულის შენახვაცაა შესაძლებელი. ![]() ელასტიური ბარძაყის ბანდაჟიეს ბანდაჟები, რომლებიც წინდების ზედა ნაწილს ჰგავს, მარტო სილამაზისთვის არ არის შექმნილი. ის მოსახერხებელია ქალებისთვის, რომლებსაც სიცხეში მოკლე კაბების ტარება მოსწონთ, მაგრამ ხახუნი ამ მიდამოში დისკომფორტს უქმნით. ![]() ნაიკის სახვევ-ფეხსაცმელიეს მრავალფუნქციური სახვევ-ფეხსაცმელი იცავს თქვენს ფეხებს, გათავისუფლებთ ფეხსაცმლისგან, უნიკალური დიზაინის წყალობით არ გტკენთ ტერფებს და განიჭებთ სასიამოვნო შეგრძნებას. გამოსადეგია ცეკვისთვის, იოგისთვის, სპორტ-დარბაზისთვის და ა.შ. ![]() მამაკაცის ქამარი ინსტრუმენტებისთვისეს ქამარი გამოსადეგი იქნება ისეთი სიტუაციებისთვის, თუ ინსტრუმენტები გჭირდებათ, მაგრამ არ გინდათ, რომ ხელით ატაროთ. ქამარს 2 დამალული სახრახნისი აქვს, რომლებზეც ინსტრუმენტების დამაგრებაა შესაძლებელი. ![]() ჰუდი-ბალიშიეს გამოსადეგი რამაა ადამიანებისთვის, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ. ქუდის მეშვეობით არასასურველი მზის სხივებისგან დაიცავთ თვალებს, ბალიშის დახმარებით კი მოხერხებულად შეძლებთ ძილს. ![]() შარფი საიდუმლო ჯიბითკიდევ ერთი კარგი "აღჭურვილობა" ტურისტებისთვის. ასეთ შარფში მარტივად შეგიძლიათ პასპორტისა და საკრედიტო ბარათის დამალვ - გარანტია გექნებათ, რომ მათ არავინ დაუწყებს შარფში ძებნას. ![]() სამაჯური სარკითეს აქსესუარი ბაიკერებისთვის შეიქმნა. თუ ბაიკს გვერდითი სარკეები არ აქვს, სამაჯური შეასრულებს მის ფუნქციას. ![]() ყინულზე სასიარულო ფეხსაცმელიამ ფეხსაცმლის გამოყენება შეგიძლიათ როგორც ლაშქრობებზე, ასევე ზამთარში, როცა მიწის ზედაპირი მოყინულია. სპეციალური კბილანების წყალობით, ყინულზე არ დაეცემით. ![]() ბონუსი: სპეციალური პერანგი ქერქის (ცერემბრალური) დამბლის მქონე ადამიანებისთვის![]() ასევე დაგაინტერესებთ:1. რა ნივთები გაუჩინარდება 20 წელიწადში და რატომ აღარ იქნება საჭირო მათი გამოყენება ![]() 561 3-ს მოსწონს
|