მსოფლიო ..თქვენ გინდათ რუსებთან ომი დაიწყოთ? თქვენ რა გიჟები ხართ?.."როჯერ უოტერსი 2018, 29 აგვისტო, 13:00
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის ახალი სანქციების გამო რუსეთში რთულდება ცხოვრება, მისთვის არის ნონსენსი, მისი თქმით, დედამიწის ერთი ნახევარსფეროს ადამიანები თვლიან, რომ რუსეთის თავდასხმა სკრიპალზე არის ტყული, მაგრამ, სავარაუდოდ, მეორე ნახევარსფეროს სწამს ამ აბსურდის. მე მინდა მთელ მსოფლიოს ვუთხრა:-"თქვენ გინდათ რუსებთან ომი დაიწყოთ? თქვენ რა გიჟები ხართ?თქვენ იცით მაინც ვისთან გაქვთ საქმე? რუსებმა გაგათავისუფლეს თქვენ ფაშისტებისგან თავისი 20 მილიონი მოქალაქის სიცოცხლის ფასად! და თქვენ მათთან ბრძოლა გინდათ? რა გაგიკეთეს თქვენ მათ ცუდი? თქვენ საერთოდ რაზე ლაპარაკობთ?"- განაცხადა როკ-მუსიკოსმა გარდა ამისა, მან ისაუბრა უკრაინაში შექმნილ რთული ვითარების შესახებ " ვიქტორია ნულანდია ყველაფერში დამნაშავე, მან გააკეთა ორგანიზება და ქვეყანა ახლა ორ ნაწილად არის გაყოფილი. არ ვიცი, როგორ გამოვა უკრაინა ამ სიტუაციიდან, მაგრამ დაადანაშაულო ყველაფერ ამაში რუსეთი, ეს არის სასაცილო. თუმც, ა ამერიკელებს ეს კარგად გამოსდით და ხალხს სჯერა, რადგან ისინი აკონტროლებენ პრესას და შეუძლიათ სიტუაციის ისე წარმართვა, როგორც მათ აწყობთ. მე ვთვლი, რომ ჩვენ არ უნდა ვეომოთ რუსეთს, რუსები არიან მამაცი, მტკიცე და დაუმორჩილებელი ხალხი, მათ რეალურად დიდი და ძლიერი ქვეყანა აქვთ"- განაცხადა როდჯერ უოტერსმა 89 შეფასება არ არის
|