ფსიქოლოგია როგორი ტუჩები გაქვთ? - აი, რას ამბობს თქვენი ტუჩების ფორმა თქვენ შესახებ 2018, 29 აგვისტო, 2:08 მეცნიერები და ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ თქვენი ტუჩების ფორმა გარკვეულწილად განსაზღვრავს თქვენს ხასიათს.მოდით ვნახოთ, რაზე მეტყველებს თქვენი ტუჩები.1. დიდი, ფუმფულა ტუჩებიასეთი ტუჩების მქონე ადამიანები ხშირად ეძებენ სხვა ადამიანებს იმისათვის, რომ დაეხმარონ და კეთილი საქმე გააკეთონ. საკუთარ ინტერესებზე წინ ყოველთვის სხვების ინტერესებს აყენებენ. უყვართ ცხოველები და ძაღლები და საუკეთესო მშობლები არიან.2. როდესაც მაღლითა ტუჩი უფრო დიდია, ვიდრე დაბლითაასეთი ტუჩის მქონე ადამიანები არიან დრამატულები და ზედმეტად ემოციურები, ჰგონიათ, რომ სამყაროს ცენტრები არიან და ცდილობენ ყურადღების მიქცევას, ხშირად უყვართ დრამების მოწყობა, თუმცა ამის მიუხედავად, ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვთ და უცბად შეუძლიათ ხუმრობების მოფიქრება, ამიტომ ისინი მუდამ აცინებენ მეგობრებს.3. დაბლითა ტუჩი უფრო დიდია, ვიდრე მაღლითაიყავით გულწრფელები, თუ ასეთი ტუჩები გაქვთ, თქვენ ნამდვილად არ ხართ ოფისში მუშაობისთვის დაბადებული, როგორ შეგიძლიათ იყოთ ოფისში, როცა გარეთ უამრავი საიტერესო რამე ხდება. ასეთი ტუჩების მქონე ადამიანებმა ნამდვილად იციან, რას ნიშნავს გართობა. მათ უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და მოგზაურობა, არიან ძალიან კომუნიკაბელურები და სიცოცხლის მოყვარულები.4. ჩვეულებრივი ზომის ტუჩებიჩვეულებრივი ტუჩებით, ადამიანები გაწონასწორებულები არიან, არასდროს კარგავენ წონასწორობას და აქვთ ძალიან კარგი მოსმენის უნარი, შეუძლებელია მათი მდგომარეობიდან გამოყვანა, თუმცა უყვართ სასმელი და სიცილი სამეგობრო წრეში.5. თხელი ტუჩებითხელი ტუჩების მქონე ადამიანები ძირითადად მარტოობის მოყვარულები არიან, მათ უყვართ მარტო მუზეუმებში სიარული და მოგზაურობა, ამის მიუხედავად, ოჯახურ შეკრებებს არ აკლდებიან და არიან ძალიან მშვიდები, არავის უქმნიან დისკომფორტს და საერთო ენას ყველასთან ადვილად პოულობენ.6. ზედა ტუჩი სამკუთზედად ჩაჭრილი და გამოკვეთილიგანსაკუთრებულად კრეატიულები არიან. მათი უმეტესობა კარგი მუსიკოსი და არტისტია, უყვართ ხელოვნება და ყველაფერი, რაც ხელოვნებას უკავშირდება.7. მრგვალად ჩაჭრილი ზედატუჩიასეთი ადამიანები ძალიან კეთილები არიან, სხვების დახმარება მათი მოწოდებაა, ისინი ბედნიერები არიან, როცა სხვებს აბედნიერებენ, ძალიან მგრძნობიარეები არიან და უყვართ სიმღერა.8. ზედა ტუჩი თითქმის ჩაღრმავების გარეშეასეთი ტუჩების მქონე ადამიანები ძალიან პასუხიმგებლობის მქონეები არიან, მათთვის არ არსებობს სიტყვა შეუძლებელი და საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავთ.9. პატარა, ბუთხუზა ტუჩებიმათ კარგად იციან საკუთარი თავის ფასი, შეუძლიათ სხვების დახმარება, ოღონდ ისე რომ თავად თავს არ დაიზარალებენ, შეიძლება ხშირად ისინი ეგოისტებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე არაა, მათ საკუთარი თავი უყვართ და შემდეგ დანარჩენები, კარგი და საიმედო მეგობრები არიან, თუ მათი ნდობა დაიმსახურეთ.10. ძალიან თხელი ზედატუჩიისინი ძალიან კარგი ლიდერები არიან, აქვთ ულევი ენერგია და სიცოცხლის წყურვილი, არასოდეს ნებდებიან და მოლაპარაკებებისკარგი ოსტატები არიან.3750 5-ს მოსწონს
|