საზოგადოებრივი კავკასიელები - გენეტიკურად ერთიანი ხალხი 2018, 29 აგვისტო, 1:24 პონტოური ჯგუფი არის G2 და J2, რომელიც ჭარბობს მთელს კავკასიაში. G2 არის 40%-მდე პოპულაციაში ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით სვანეთში - (სვანეთის მოსახლეობის 80%-მდე), ასევე ის დიდი რაოდენობითაა ოსეთში, ტაო-კლარჯეთში, ჰერეთში და ინგუშეთში. ამერიკელი და ქართველი გენეტიკოსების სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ "American Journal of phisical antropology"-ში. სვანები განსაკუთრებულად მიუვალ ადგილებში ცხოვრობენ, მაგრამ ამასთან ერთად არა იზოლირებულად მეზობელ ხალხებთან. სვანური ენა ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. ჩრდილოეთით სვანეტი ესაზღვრება ყარაჩაი-ჩერქეზეთს და ყაბარდო ბალყარეთს. აქედან ყარაჩაელები და ბალყარები საუბრობენ თურქული მოდგმის ენაზე, ხოლო ჩერქეზები და ყაბარდოელები ადიღეურ ანუ ჩერქეზულ ენაზე. სვანებისგან დასავლეთით სახლობენ აფსუები, რომლებიც ასევე საუბრობენ ადიღეურ-აფხაზურად. სამხრეთით და არმოსავლეთით სხვანებისგან მონათესავე ქართველური ენებია - მეგრულ-ლაზური ანუ ზანური და ქართული. ბოლოს კი ცოტა მოშორებით მდებარეობს მისგან ცხინვალის რეგიონი, სადაც ცხოვრობენ ჩამოსახლებული ოსები, რომლებსაც განცდილი აქვთ დროთა განმავლობაში დიდი ასიმილაცია ქართველებთან, კერძოდ ქართლელებთან და მის ჩრდილოეთით არის ოსეთი, რომელიც ფედერაციული რესპუბლიკაა რუსეთის შემადგენლობაში. საოცარია, მაგრამ სამხრეთ ოსებზე მეტად, ჩრდილეთ ოსები არიან ახლოს ქართველებთან, კერძოდ სვანებთან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ინდო-ევროპული ფესვების ხალხია, როგორც ჩანს კავკასიაში ხალხთა შერევა ნამდვილად ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა წარსულ პერიოდში. დღემდე სვანეთის ისტორიის შესახებ ცოტა რამ იყო ცნობილი, მკვლევარებს აინტერესებდათ სვანების გენეტიკური კოდი, კვლევებისას ანალიზი აუღეს 184 სვანს. არანათესავებს და სხვადასხვა სოფლებიდან. იგრეკ ქრომოსომაზე, მამის ხაზზე დაკვირვების შემდეგ გაირკვა, რომ სვანები ყველაზე ახლოს არიან დანარჩენ ქართველებთან და ოსებთან. სვანების Y ქრომოსომის ჰაპლოგგუფები იდენტური აღმოჩნდა დანარჩენ ქართველებთან, ოსებთან და აფხაზებთან. ერთი გენეტიკური კოდის - G2a-ს მატარებელი აღმოჩნდნენ სვანები და სხვა ქართველები (დომინირებს იმერლებში, სვანებში, აფხაზებში და მეგრელებში, ოსებში) ესენი უახლოესი ხალხია ერთმანეთისთვის გენეტიკურად. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები საუბრობენ ქართველური ჯგუფის ენებზე, აფხაზები ადიღეურზე, ხოლო ოსები ინდო-ევროპულ ენაზე, გენეტიკურად ეს ხალხები ერთნაირი ალელების მატარებელნი აღმოჩნდნენ. სვანები, მეგრელები, ლაზები, ტაოხები (ტაო-კლარჯელები), იმერლები, რაჭველები, ლეჩხუმელები, ფხოველები, ქართლელები, კახელები, ჰერები, სომხებიც კი, რომლებიც ოსებივით ინდო-ევროპულ ენაზე ლაპარაკობენ. ასევე გენეტიკურად ძალიან ახლოს აღმოჩნდნენ კავკასიის მოსახლეობასთან შუა ანატოლიის მაცხოვრებლები, იტალიის ცენტრალური ნაწილის მოსახლეობა, სიცილიელები, კორსიკელები, ესპანეთის გარკვეული ნაწილის მცხოვრებლები და ჩრდილოეთ ირანის მაცხოვრებლები. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 1189 3-ს მოსწონს |
ამ გვარსახელებს დღეს არაერთი ოსი ატარებს!
ნარაში (დვალეთში) მკვიდრობდნენ გოგიჩაიშვილები. გვარს საფუძვლად უდევს დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გავრცელებული მამაკაცის სახელი "გოგიჩა, გოგის კნინობითი ფორმაა (შდრ. ხვიჩა, ბაკიჩა, ყაყაჩა).
დვალეთში გავრცელებული იყო სახელები — ტუხია, ბიძინა, ჩინელი, ფრანგა, ბატია..
დვალეთის ოსებში გავრცელებული სახელი იყო:
"ჩიჩო" (შდრ. გვარი "ჩიჩუა");
"ბახა" (შდრ. გვარი "ბახია");
"ხუჭა" (შდრ. გვარი "ხუჭუა");
"დოჩი" (შდრ. გვარი "დოჩია");
"ჯახი" (შდრ. გვარი "ჯახია");
"ჩოჩი" (შდრ. გვარი "ჩოჩია");
ოსი ჩოჩიევები ძირად დვალები არიან. დვალეთში მცხოვრებ ამ გვარს, სხვა ოსური გვარებისგან განსხვავებით, არა აქვს გადმოცემა ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლების შესახებ.
ქართლელი ჩოჩიშვილები ადრე ოქროპირიძის გვარს ატარებდნენ. ქართლში არის ჩოჩიშვილის გვარიც, რომელთა თავდაპირველი გვარი, როგორც გადმოცემით, ისე საარქივო მომაცემებით (1859 წ. აღწერა) ქურდაძე იყო..
ქართლში მცხოვრები ჩოჩიშვილების გარკვეული ნაწილი ხევის სოფ. ხურთისიდანაა მიგრირებული, რომელნიც XVIII ს - ის აღწერით დავთარში ჩოჩოურად არიან ჩაწერილი. 1860 წლის აღწერით ვანათელი ჩოჩიშვილების, ადრინდელი გვარი მაისურაძე იყო.. 1621 წელს სოფელ საჩხეურში ფიქსირებულია ამავე ძირის სხვა გვარიც - ჩოჩივაძე. გვაქვს ასევე გვარსახელი - ჩოჩელი, ჩოჩნიძე.
ჩოჩიშვილების გვარი ერთი-ერთი ძველი გვარია საქართველოში, ამას ადასტურებს 1031-1033 წ.წ. საისტორიო საბუთში სოფ.ჩოჩეთის მოხსენიება..
ნარას ერთ-ერთ სოფელში ჩოჩიშვილებთან ერთად ცხოვრობდნენ: გოგიჩაიშვილები, ჯანაშვილები (ჯანაშია), ბერიშვილებიც (ბერია, ბერიძე), ფალი (სვანური გვარი ფალიანი).
დვალეთის ოსებში გავრცელებულ გვარს "გუჩაშვილს" იგივე გუცაშვილს (გუცაევს), საფუძვლად უდევს სამეგრელოში ბოლო დრომდე გავრცელებული ქალის სახელი "გუჩა" (შდრ. გვარი "გუჩუა"). ამავე ძირისაა მეგრული სახელი " გუძა". ქართლშიც ბოლო დრომდე მეტსახელად გავრცელებული იყო სახელი "გუცა".
დვალეთისა და შიდა ქართლის მთიანეთის ოსებში გავრცელებული სახელი იყო "გუგუნა". ბოლო დრომდე სახელი "გუგუნა" იმერეთშიც იყო გავრცელებული. სახელი გუგუშა კი დღესაც გავრცელებულია სამეგრელოში (შდრ. გვარი "გუგუნავა").
XIX საუკუნის დვალეთის ოსების აღწერისას არაერთხელ გვხვდება სახელი "გოჩი" (შდრ. სახელი "გოჩა"), ასევე "გუდუნი" (გავრცელებული სახელი იყო სამეგრელოშიც), "სალა" (შდრ. გვარი "სალია").
ოსურ გვარ - ფილიევს, ექვივალენტი აქვს ქართლში: ფილია-ფილაური-ფილიშვილი. XIX ს. აღწერიდან გვხვდება ოსური გვარი "ქორთიშვილი" (შდრ. გვარი "ქორთუა").
ნარის (დვალეთის) სოფ. ჯაჩიში ცხოვრობდნენ "ხასიშვილები" (დღევანდელი ხასიევები - შდრ. მეგრული გვარი "ხასია").
ოსებში გავრცელებული გვარია "კოჩიევი", გვარს საფუძვლად უდევს მეგრული სახელი "კოჩი", რაც მამაკაცს ნიშნავს (იგივეა რაც ქართული "ყოჩი"),
ოსებში დამოწმებულია გვარი "კაჩა" (იგივე "კოჩა", შდრ. გვარები "კაჩია", "კაშია").
სამეგრელოში გვხვდება სახელები: კოჩა, კოჩია, კოჩილე, კოჩილუა, კოჩიარა, კოჩიორე, კოჩილა, კოჩილეი, უჩაკოჩი და ა.შ.
ნარელი ოსები ატარებდნენ სახელებს: თავქანა (თავქალა), ბაბა, კოჩი, გოჩა, ტალახა, ჩაბა..
ოსური გვარი "ხაბელოვი" მომდინარეობს ქართული გვარიდან (ხაბელაშვილი), ამ გვარის ფუძესახელი "ხაბელა", "ხაბა", გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში.
თრუსოს სოფ. შევარდენის XIX აღწერით, დავთარში გვხვდება მამაკაცის სახელი "უძილა", ასევე ოქროყანაში "კიტრია"..
თრუსოს სოფ. ბურმასიკაში დასახელებულია გვარი "Таваев", რომელიც ქართული სახელიდან " თავა" დან მომდინარეობს. აქვე გავრცელებული სახელები იყო - "რუხია", "შავქალა", "ხარა", "გაბა" (შდრ. სვანური გვარი "გაბიანი", ასევე ოსური " გაბიევი").
დვალეთის სოფ. ზახას პირველი მკვიდრნი იყვნენ კესაევები (ყესაურები, ქესაურები), დვალეთიდან მიგრირებული რამოდენიმე ქესაურების ოჯახი დღეს შიდა ქართლში მოსახლეობს. "ქესაურების" შთამომავალი ყოფილა "ხერხა", რომლის შთამომავლებიც იყვნენ ქართველი თავადები " ხერხეულიძეები".
დიდი ლიახვის ხეობის სოფ. ტონტობეთში მკვიდრობდა გერგაულების გვარი, რომლებიც შემდგომ გერგალოვებად იქცნენ. სამეგრელოში გვხვდება სახელი - "გერგა", "გერგო"..
The Pontic group is G2 and J2, which predominate throughout the Caucasus. G2 is the largest population in the whole territory of Georgia up to 40%, especially in Svaneti - (approx. 75-80% of the population of Svaneti), it is also present in large numbers in Osseti, Tao-Klarjeti, Hereti and Ingusheti. An article by American and Georgian geneticists was published in "the American Journal of Physical Anthropology". The Svans live in particularly inaccessible areas, but at the same time not in isolation from neighboring peoples. Svan language belongs to the group of Kartvelian languages. To the north, Svaneti borders Karachay-Cherkessia and Kabardino-Balkaria. The Karachays and Balkars speak Turkish, while the Circassians and Kabardians speak Adyghe or Circassian. To the west of the Svans live the Apsuas, who also speak Adyghe-Abkhazian. To the south and east are Kartvelian languages related to the others - Megrelian-Laz or Zanian (Colchian) and Kartian. Finally, a short distance from it is the Tskhinvali region, inhabited by Ossetians who have experienced great assimilation with Georgians, particularly the people of Kartli, and to its north is Ossetia, a federal republic within Russia. Surprisingly, more than the Ossetians living in Goergia (Tskhinvali), the North Ossetians are even closer to the Svans, even though they are a people of Indo-European roots, it seems that the mixing of peoples in the Caucasus was really very intense in the past.
Although Georgians speak Kartvelian languages, Abkhazians speak Adyghe, and Ossetians speak Indo-European, genetically these peoples have been found to carry the same alleles.
Svans (G2a), Megrelians (G2a), Laz (35% are L, predominantly are also J2a), Taokhs (Tao-Klarjels - J2a), Imerians (G2a), Gurians (G2a), Adjarians (G2a, J2a), Rachians (G2a), Lechkhumians (G2a), Pkhovelians (J2a), Kartlians ( G2a, J2a), Kakhs (J2a), Hers (J2a), and even Armenians (approx. 40% are J2a) who speak Indo-European as Ossetians (approx. 75% - G2a). also Nakh peoples (J2a) and Circassians (G2a). It is interesting, that genetically very close to the population of the Western Caucasus (Svanian clusters) were the inhabitants of central Anatolia, the inhabitants of central Italy, the Sicilians, the Corsicans, the inhabitants of a certain part of Spain, and the northern Iran.
1) https://www.researchgate.net/publication/320669901_Genetic_diversity_in_Svaneti_and_its_implications_for_the_human_settlement_of_the_Highland_Caucasus
2) https://www.eupedia.com/europe/Haplogroup_G2a_Y-DNA.shtml