x
image
თამილა გურაშვილი
"აზერბაიჯანი რუსეთთან ერთად საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის განეიტრალებას დაიწყებს.."-პუტინის გაფრთხილება
image
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ელჩებთან და მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააფრთხილა საქართველო და უკრაინა" ნატოსკენ მისწრაფების გამო უპასუხისმგებლო პოლიტიკის" შედეგების შესახებ.

"ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ მსგავსი აგრესიული ნაბიჯების გადადგმაზე, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს უქმნიან რუსეთს და ჩვენი კოლეგები, რომლებიც ამწვავებენ და ცდილობენ უკრაინის ან საქართველოს სამხედრო ალიანსში ჩართვას, აუცილებლად უნდა დაფიქრდნენ ასეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე.

თბილისისა და კიევის მსგავსი პოლიტიკის გარკვეული შედეგები უკვე სახეზეა - მათ დაკარგეს კონტროლი თავიანთ ტერიტორიების ნაწილებზე.

მიზეზი ერთი და მთავარია: - მათი განცხადება დასავლური დემოკრატიის მსგავსი რაღაცის ჩამოყალიბების შესახებ, ამ ქვეყნების ლიდერებმა საშინაო პოლიტიკაში მიიღეს მკაცრი ნაციონალური კურსი, რომელიც უკავშირდება ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების მძიმე აღკვეთას. აქ არის პარადოქსი: საქართველოს და უკრაინას აქვთ "დემოკრატიული" დასავლეთის მხარდაჭერა, ეს მაშინ, როცა, დეკლარირებული ავტორიტარული რუსეთი ებრძვის მსოფლიოს ნაციონალისტურ შეხედულებას, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის ყველა ნორმას. ერთ დროს მოსკოვმა თბილისს, შემდეგ კიევს ფედერალიზაცია შესთავაზა, რასაც შეეძლო მოცემულ ეტაპზე მათი ტერიტორიის მთლიანობის შენარჩუნება. ერთი მხრივ, ეს იყო საბჭოთა გამოცდილებისკენ დაბრუნება, რადგან ქართველების, აფხაზებისა და ოსების ერთ სახელმწიფოში ყოფნის სხვა გამოცდილება არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით დავით აღმაშენებლის დროს, რომელიც 1089-1125 წლებში მართავდა ქვეყანას და რომელსაც "აფხაზებისა და ქართველების მეფეს ეძახდნენ.


აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის, დანიელ კოუტსის განცხადებით :- "სირიაში სტაბილიზაციის გზა რეგიონის დესტაბილიზაციისკენ გადის ახლო აღმოსავლეთიდან შავი ზღის რეგიონის ჩათვლით". აი ამიტომაც აზერბაიჯანელი ექსპერტი ზაურ რასულზადე თავის პორტალ Haggin.az–ში გაკეთებულ კომენტარში ურჩევს თბილისს ბრიუსელთან ქონდეს პოლიტიკური ურთიერთობა ბაქოს სულისკვეთებით: შემოიფარგლოს მხოლოდ ურთიერთქმედების კონკრეტულ სფეროებით ღრმა ინტეგრაციის ტენდენციის გარეშე. არ გამორიცხა, რომ აზერბაიჯანმა რუსეთთან ერთად დაიწყოს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის განეიტრალება. თუმცა, ეს მხოლოდ შესაძლო სცენარია. ნათელია, რომ ჩვენი თვალსაზრისით, მოსკოვს აქვს ამიერკავკასიაში გამარჯვების საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივის ობიექტური წინაპირობა. "- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა


3
2037
1-ს არ მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
2037
  
2018, 28 აგვისტო, 17:12
აზერბაიჯანი არაფერს გააკეთებს ჩვენ საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება საქართველოს, შეიარაღებაში, მით უმეტეს ჰაერსაწინააღმდეგოში, წლიურად უნდა ვხარჯოთ მინიმუმ 7-8% ბიუჯეტის. ნატოს კი მივაწვეთ იმაზე, რომ სასწრაფოდ შეგვიყვანონ იმ პირობით, რომ მე-5 პუნქტი არ გავრცელდება აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე.
2018, 28 აგვისტო, 7:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თორ ნიკე-ის კომენტარზე
2018, 27 აგვისტო, 18:00
საქართველო არავითარ შემთხვევაში არ შეწყვეტს ნატოსკენ სვლას თუნდაც ამას მთელი ერი გადაყვეს. რუსეთს არ დავუთმობთ, აბსოლუტურად გამორიცხული ვარიანტია ეს.
0 1 3