x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
2018 წლის 5 საინტერესო აღმოჩენა

2018 წლის 5 საინტერესო აღმოჩენა


1) ეგვიპტეში აღმოჩენილი, ძვ.წ. I საუკუნეში მუმიფიცირებული, 21 საუკუნის მუმია, რომელიც დღემდე მეცნიერებს რომელიღაც სახეობის ჩიტის ეგონათ აღმოჩნდა, რომ ძლიერ დაზიანებული ადამიანის 28 კვირის ჩანასახია. ანთროპოლოგმა ენდრიუ ნელსონმა გადაუღო მას კომპიუტერული ტომოგრაფია და აღმოჩნდა, რომ ჩიტის მუმიის ნაცვლად ხერხემლის მძიმე პათოლოგიით "მომწყდარი ნაყოფი" იყო. როგორც ჩანს ოჯახისთვის ძალიან ტრაგიკულად იქნა ეს მოვლენა აღქმული და გადაწყვიტეს უკვდავეყოთ მოწყვეტილი ნაყოფი მისი მუმიფიცირებით. საერთოდ ძველ ეგვიპტეში ჩანასახებს თიხის ქილებში ათავსებდნენ და საკუთარი სახლის იატაკქვეშ მარხავდნენ, ხოლო მუმიფიცირების შემთხვევა ასეთი ნაყოფებისა, ძალიან იშვიათად ხდებოდა.


ეგვიპტური ჩიტის მუმია - ადამიანის ჩანასახი აღმოჩნდა



2) "ნასა"-მ მარსზე ორგანული მოლეკულები აღმოაჩინა. ეს ნამდვილი გარღვევაა ასტრობიოლოგიაში. ორგანული ქიმიის კვალი მარსმავალმა 2 სხვადასხვა ადგილას იპოვა 3 მილიარდი წლის დანალექოვან ქანებში. ეს ნიშნავს, რომ მარსზე სიცოცხლე 3 მილიარდი წლის წინაც კი იყო შენარჩუნებული, ხოლო მასზე სიცოცხლე დიდი ალბათობით იყო ჯერ კიდევ 4 მილიარდი წლის წინ, როდესაც მისი ზედაპირი დაფარული იყო წყლით და ჰქონდა დედამიწის მსგავსი ატომსფერო. ახლა კი ამხელა პერიოდის ქანებში აღმოჩენილია მეთანის მოლეკულების საკმაო რაოდენობა. ჩვენთან, დედამიწაზე მეთანის გამოყოფის მთავარი წყარო 95%-ში ცოცხალი ორგანიზმებია - ძროხების გაზები და ბაქტერიები. დიდია ალბათობა იმისა, რომ ახლაც კი მარსზე არის სიცოცხლე არა მიწის ზედაპირზე, არამედ მის ქვეშ.



ნასა: მარსზე სიცოცხლის ნიშნები აღმოჩენილია



3) მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცხოველის ნაკვალევი, რომელიც 550 მილიონი წლის წინანდელია. ის აღმოჩენილი იქნა სამხრეთ ჩინეთში, დენგინგის ფორმაციაზე. ეს გახლავთ პირველი მტკიცებულება, რაც გვიჩვენებს, რომ ცხოველთა უძველესი ჯგუფი - "ბილატერალია" ჯერ კიდევ "კემბრიულ აფეთქებამდე" დიდი ხნით ადრე არსებობდა. ეს აფეთქება 541 მილიონი წლის წინ მოხდა და ბილატერალური და სხვა რთულიაგებულების ცხოველების სწრაფ, დივერსიფიცირებულ გავრცელებას წარმოადგენდა მთელ პლანეტაზე სულ რაღაც 25 მილიონი წლის მონაკვეთში. მანამდე დედამიწის ცოცხალ ორგანიზმთა უმეტესობა ერთი ან მრავალუჯრედიანები და მარტივი აგებულებისანი იყვნენ. ევოლუციის ამ ეტაპმა - დაახლოებით 550-541 მილიონი წლის წინანდელმა "კემბრიულმა აფეთქებამ" ცხოველებს მისცა რთული აგებულება და ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა თავი, კუდი, მუცელი და კიდურები. აღმოჩენილი პრეისტორიული, 550 მილიონი წლის წინ მცხოვრები არსება იყო მრავალი წყვილი ფეხის მქონე. დაახლოებით როგორიც არის ობობა ან ცხრაფეხა. მას ჰქონდა ბიოლოგიური სიმეტრია.


550 მილიონი წლის წინანდელი ბილატერალური ცხოველი



4) ანტარქტიკის მყინვარული საფარის დეტალური შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ 1992 წლიდან 2018 წლამდე ანტარქტიდამ დაკარგა 3 ტრილიონი ტონა ყინული. 2012 წლამდე ყინულის დნობის მაჩვენებელი წელიწადში დაახლოებით 76 მილიარდი ტონა იყო, რაც წელიწადში მხოლოდ 0, 2 მილიმეტრით მატებდა ზღვის დონეს დედამიწაზე. თუმცა 2012 წლიდან 3-ჯერ დაჩქარდა დნობის პროცესი და წელიწადში ყინულის დანაკარგმა 219 მილიარდი ტონა შეადგინა. თუ ასე გაგრძელდა მომდევნო ათასწლეულში ზღვის დონე 10 მეტრით მოიმატებს და ამ პროცესში ანტარქტიკის ყინულის დნობის წვლილი 80% იქნება, თუმცა თუკი ნახშირბადის გამოყოფის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შევძელით და შევამცირეთ, რასაც მსოფლიოს დიდი სახელმწიფოები შეთანხმებულად ცდილობენ, 2070 წლისთვის ზღვის დონე მხოლოდ ნახევარი მეტრით აიწევს.


ანტარქტიკა ყინულის გარეშე დარჩება?



5) აღმოჩენილია ქარვაში განამარხებული უძველესი, 190 მილიონი წლის წინანდელი ბაყაყები მიანმარის ტერიტორიაზე. 190 მილიონი წლის წინ ტყის ბაყაყები ხის ფისში ჩაცვივდნენ, ათწლეულების განმავლობაში ფისი გაქვავდა, იქცა ქარვად და დღეს ჩვენ წინაშე წარდგენენ მის მიერ შემონახული უძველესი ამფიბიები. სულ 4 ბაყაყია აღმოჩენილი მიანმარში. აქამდე უძველეს ბაყაყის ნამარხად ითვლებოდა40 მილიონი წლის წინანდელი კარიბის ზღვის აუზში ნაპოვნი და ასევე 25 მილიონი წლის წინადელი, მექსიკაში ნაპოვნი ბაყაყები. არსებული ძვლების საფუძველზე გაირკვა, რომ ისინი იყვნენ გარდამავალი სახეობა გომბიოებსა და მეან-ბაყაყებს შორის. მიანმარელი ბაყაყების ამ სახეობას "Electrorana Limoae" (ელექტრორანა ლიმოე) უწოდეს.


190 მილონი წლის წინ მცხოვრები განამარხებული ამფიბია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
579
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
579
  
2018, 26 აგვისტო, 23:29
მადლობა :)
2018, 26 აგვისტო, 23:09
კარგი ინფორმაცია
0 1 2