x
image
ცუდი ბავშვი
მაქციების შვილი მარიტა
image

სოფელში ცხოვრობდა მოხუცი ბებო რომელსაც მთელი სოფელი ძალიან აფასებდა და პატივს სცემდა რადგან ბებო იყო განთქმული მკურნალი და მთელი სოფლის მოსახლეობას მკურნალობდა მცენარეებისგან მომზადებული წამლებით. მას მისანს და ჯადოქარსაც კი უძახოდნენ რადგან მოხუცს სხვა ბევრი რამის წინასწარმეტყველება და ჯადოების მოხსნაც შეეძლო. 18 წლის წინ მოხუცმა ტყეში იპოვა პატარა გოგონა ჭილოფში გახვეული და მის გვერდით ორი ადამიანის მგლებისგან დაგლეჯილი გვამები. სავარაუდოდ პატარა გოგონას მშობლები იყვნენ მაგრამ უცნაურია მგლებმა რატომ არაფერი ავნეს ახალშობილს, მოხუცმა ქალმა გადაწყვიტა ბავშვი წამოეყვანა და თვითონვე გაეზარდა პატარა. სოფლის მოსახლეობას კი ამის შესახებ სთხოვა რომ არსად გაენდოთ ეს საიდუმლო, თუ ასე არ მოიქცეოდნენ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბავშვის გაზრდის უფლებას არ მისცემდა და თავშესაფარში ჩააბარებდნენ სადაც ახალ მშობლებს უპოვიდნენ. ბებომ კი მისი აღზრდა რატომღაც დაჟინებით მოსთხოვა სოფლის მოსახლეობას. გოგონას მარიტა დაარქვა რომელიც ძალიან ლამაზი და კარგი გოგო დადგა, ის ისეთი ლამაზი იყო თითქოს ყველა ყვავილის და ბუნების სილამაზე მასში იყო ერთად თავმოყრილი. ამავე დროს ის იყო უცნაური და იდუმალი რადგან ყოველ სავსე მთვარიან ღამეს ტყეში გაუჩინარდებოდა და დილით დაქანცული სახე ხელებდაკაწრული და ტანსაცმელ შემოხეული მოდიოდა, იარები კი ორ სამ დღეში საერთოდ აღარ ეტყობოდა. ბებომ იცოდა მისი საიდუმლო თუმცა სოფლის მოსახლეობამ ამის შესახებ არაფერი.


რამოდენიმეჯერ ვხედავდი როდესაც გოგონა ტყეში შედიოდა და დილით ბრუნდებოდა ერთხელაც უკან ავედევნე და რამოდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ თვალთახედვიდან ისე ოსტატურად უჩინარდებოდა ვეღარ ვპოულობდი და უკან სახლში ვბრუნდებოდი. მაგრამ არ მოვეშვი ძალიან მინდოდა გამეგო რახდებოდა და ერთ ღამეს როდესაც კიდევ უკან გავყევი და ისევ დავკარგე კვალი შემდეგ სახლის გზას რომ დავადექი მგლების ყმუილი და მათი ფეხის ნაბიჯების ხმა მომესმა რომლებიც ჩემსკენ მოდიოდნენ. იქვე ბუჩქებში დავიმალე და ჩავუსაფრდი. მთვარით განათებულ შუქზე მგლების და გოგონას ჩრდილებს მოვკარი თვალი რომლებმაც ელვისებური სისწრაფით ჩამიარეს ახლოს. თვალებს არ ვუჯერებდი ეს ნამდვილად მარიტა იყო, მათ ვეღარ დავეწეოდი თვალთვალი რომ გამეგრძელებინა და სახლში ფავბრუნდი იმ ღამეს ვეღარ დავიძინე ამაზე ფიქრით. დილით გადავწყვიტე მოხუც ბებოსთან სტუმრობა რადგან მარიტა მენახა. მივედი კარზე დაკაკუნება დავაპირე, უეცრად კარი მოხუცმა გამიღო და მეუბნება რომ მელოდებოდა, სახლში შემიპატიჟა, ჩაი დამისხა გვერდით ოთახში გავიდა იქიდან კი მარიტასთან ერთად გამოვიდა, მარიტამ მომესალმა და გამიღიმა, შემდეგ მითხრა რომ იცოდა უკან რომ დავსდევდი მალულად და პირობაც დამადებინა თუ ჩემს საიდუმლოს არ გაამხელ გპირდები უფრო მეტსაც გეტყვი ჩემს შესახებო. არვიცი მისი ნდობა რით დავიმსახურე ასე მაგრამ გეტყვით რომ ბავშვობიდანვე კეთილი და სანდო ვიყავი. ეს იცოდა მარიტამ და საიდუმლოც თავიდან ბოლომდე გამანდო.


ის იყო მაქციების შვილი. როდესაც მოხუცმა მარიტა ტყეში იპოვა ახალშობილის გვერდით დაგლეჯილი ორი ახალგაზრდა წყვილი მისი მშობლები იყო. სხვა მაქციებმა ისინი დაგლიჯეს და მოკლეს რადგან მარიტას დედა სხვა მაქციას უყვარდა და უნდოდა ცოლად შერთვა თუმცა მარიტას დედას სხვა უყვარდა რომელიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო და მისგან ეყოლა შვილი. მაქციები კანონით ახალშობილებს არ კლავენ სანამ სრულწლოვანი არ გახდება.



მარიტას დედის ნათესავმა დაძმებმა მოიძებნეს ახალშობილი და მიაგნეს კიდეც მოხუც ბებოსთან, მოხუცს ისე შეყვარებია პატარა გოგო რომ მაქციებისთვის უთხოვია სრულწლოვანი სანამ გახდება მანამდე მასთან დაეტოვებინა და თხოვნა აუსრულეს კიდეც. მალე მარიტა სრულწლოვანი ხდება და მიჰყავთ მის ნათესავებს საიმედო ადგილას სადაც დაიცავენ და იზრუნებენ მასზე, მე კი მხოლოდ მოგონება დამრჩა მასზე და მას შემდეგ აღარასდროს მინახავს.

1
92
4-ს მოსწონს
ავტორი:ცუდი ბავშვი
ცუდი ბავშვი
92
  
2018, 22 აგვისტო, 21:39
კოდორის ხეობას სინამდვილეში დალის ხეობა ჰქვია, დალი იგივე ტყის ალია.
0 1 1