სისხლის სამართალი ცხრა შვილის მკვლელი დედა ციხიდან გამოდის 2018, 22 აგვისტო, 9:04 საქვეყნოდ ცნობილი, 75 წლის შვილების მკვლელი მერიბეტ ტინინგი ნიუ-იორკში ციხიდან დროზე ადრე იქნება გათავისუფლებული. მანამდე ქალმა ექვსჯერ წარადგინა შუამდგომლობა შეწყალებაზე, მაგრამ კომისიამ უარი უთხრა. მერბეტმა უვადო პატიმრობა 1987 წელს მიიღო: ის გაასამართლეს ცხრა ბავშვის მკვლელობისთვის, რომლებიდანაც რვა ღვიძლი შვილი იყო, ერთი კი ნაშვილები. ამერიკელი ქალი 1972 წლიდან 1985 წლამდე კლავდა, მაგარამ პოლიციამ საეჭვო კავშირი მხოლოდ მეცხრე ბავშვის სიკვდილის შემდეგ იპოვა. შვილების მამის და საკუტარი მეუღლის, ჯოზეფ ტინინგის მოკვლა მერიბეტმა 1974 წელს ბარბიტურატების მოწამვლით სცადა, მაგრამ მან უარი განაცხადა ცოლის წინააღმდეგ ბრალდების წაყენებაზე. ტინინგგმა გააჩინა რვა შვილი დაახლოებით ერთწლიანი შუალედებით. ყველა ბავშვი, ნაშვილების ჩათვლით, კვდებოდა საშუალოდ დაბადებიდან ერთ წელიწადში. ჯენიფერი, ქალის მესამე შვილი, გარდაიცვალა 1971 წელს დაბადებიდან მერვე დღეს მენინგიტისგან და თავის ტვინის მრავლობითი აბსცესისგან. ორი წლის ჯოზეფი, მერიბეტის მეორე შვილი გარდაიცვალა 1972 წელს გულის და ფილტვების უკმარისობით. შემდეგ დაიწყეს დანარჩენმა ბავშვებმაც გარდაცვლება. სიკვდილის მიზეზებად სახელდებოდა: რეას სინდრომი, ბავშვის უეცარი სიკვდილის სინდრომი, თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება და სხვა. უნდა აღინიშნოს ის, რომ მერიბეტი მუშაობდა მედდად, ამიტომ იცოდა, როგორ გაეთამაშებია სიკვდილი. დაკითხვაზე ქალმა აღიარა, რომ ერთი ქალიშვილი გაგუდა იმიტომ, რომ მუდამ ტიროდა. შემდეგ მან მოყვა კიდევ ორი მკვლელობის შესახებ, მაგრამ თავს იმართლებდა ბავშვების უცნობი გენეტიკური დაავდებებით. სასამართლოს ფსიქიატრები ვარაუდობენ, რომ მერიბეტი მიუნჰაუზენის სინდრომითაა დაავადებული და სიამოვნებას განიცდის გარშემომყოფთა თანაგრძნობისგან და ყურადღებისგან. მისი გათავისუფლების წინააღმდეგ გამოვიდნენ მერიბეტის მეზობლები და შტატის სენატორი ჯიმ ტედისკო. სენატორმა განაცხადა, რომ ცხრა შვილის მკვლელი ადამიანი არ შიძლება ჩაითვალოს საზოგადოებისთვის უსაფრთხოდ . „ ნაწილი დანაშაულებებისა იმდენად დამღუპველია კაცობრიობისთვის, რომ შეუძლებელი ისაუბრო რეაბილიტაციაზე“, - აღნიშნა ტედისკომ. ***იხილეთ ასევე:1. სასტიკი ექსპერიმენტის გამო სამმა ტყუპმა ძმამ 19 წლამდე ერთმანეთის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა!2. საშინელი ექსპერიმენტი, რის გამოც ბავშვებმა ლაპარაკი შეწყვიტეს3. ბებიის მიერ ცოცხლად დამარხული შვილიშვილი - რა გააკეთა შინ დაბრუნებულმა გოგონას მამამ...4. როგორ ხდებოდნენ ნორმალური ადამიანები მკვლელები – ბრბოს ფსიქოლოგია (ტრაგედია პოლონეთში)***582 8-ს მოსწონს
|