სხვა მოციგურავეთა მსოფლიო რეკორდები განულებულია 2018, 22 აგვისტო, 8:49 ახალი წესების თანახმად ცვლილებები ფიგურული სრიალის სფეროში არსებულ ყველა რეკორდს შეეხო. მოციგურავეების, მედვედევის და ზაგიტოვის მსოფლიო რეკორდები განულებულია. 2018 წლის თებერვალში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალინა ზაგიტოვამ რეკორდი დაამყარა ქალთა კატეგორიაში მოკლე პროგრამაში, მოიპოვა რა 82, 92 ქულა. მოციგურავე ევგენია მედვედევა 2017 წლის აპრილში რეკორდსმენი გახდა თაისუფალ პროგრამაში 160, 46 ქულით და მოკლე და თავისუფალ პროგრამაში ჯამური 241, 31 ქულით.
ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ტატიანა ვოლოსოჟარმა და მაქსიმ ტრანკოვმა 2014 წლის თებევალში რეკორდი დაამყარა მოკლე პროგრამაში სპორტულ წყვილებში - 84, 17ქულით დღეს ყველა ეს მიღწევა განულებულია.მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა (ISU) მიიღო გადაწყვეტილება გაანულოს 2018 – 2019 წლის სეზონამდე ფიგირულ სრიალში დამყარებული ყველა მსოფლიო რეკორდი, მათ შორის რუსი სპორტსმენების ევგენი მედვედევის და ალინა ზაგიტოვის. მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა ივნისში შეცვალა შესრულების დონის შეფასების სისტემა. ახლა ფიგურისტების გამოსვლა ფასდება მინუს ხუთიდან პლიუს ხუთ ქულამდე. წინა შეფასებები იწერებოდა მინუს სამიდან პლიუს სამამდე დიაპაზონში.
2018 წლის ივნისიდან ყველა მანამდე დამყარებული რეკორდი ითვლება ისტორიულად . აქციეთ სპორტი ცხოვრების წესად! ჩოგბურთის შემსწავლელი კურსი მოყვარულთათვის ლეილა მესხის სპორტულ კომპლექსში >>> ***იხილეთ ასევე:1. გაიგეთ სპორტის რომელი სახეობებია მხედველობისთვის საშიში2. არგენტინელი მესის ორეული ირანში ცხოვრობს3. ფრთხილად! გოგონები და სერფინგი4. როგორ გამოიყურებიან სპორტსმენები ტანსაცმლის გარეშე? უნიკალური ფოტოები ( + 20)***607 8-ს მოსწონს
|