ორსულობა და ბავშვი როგორ იცავდნენ თავს ქალები არასასურველი ორსულობისგან რუსეთში 2018, 21 აგვისტო, 19:03 მაშინ როდესაც ეკლესია განიკითხავდა ბავშვების არყოლის სურვილს და სწორად ითვლებოდა იმდენი მშობიარობა, „რამდენსაც ღმერთი მისცემდა“, საინტერესოა კონტრაცეპციასთნ მაშინდელი დამოკიდებულება. რისი სწამდათ ძველ რუსეთში, რა იცოდნენ ანატომიის შესახებ და როგორ ეპყრობოდნენ ქალის სხეულს? ძირითადი მიზეზი არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის ხერხების ძიებისა იყო სიღარიბე და ქორწინების გარეშე ურთიერთობები. ასეთი კავშირების შედეგების თავიდან აცილებისთვის გამოიყენებოდა ექიმბაშების მიერ რეკომენდირებული ნაყენები. ზოგი თანაცხოვრების შემდეგ ოთხი დღე ოხრახუშს ღეჭავდა - რატომღაც ითვლებოდა, რომ შველოდა. ასევე ჭამდნენ ფუტკრებს. დღესაც ჩვენს დროში, ორსულობაში დაეჭვებულ ქალებს ზოგი ურჩევს ფეხები ჩაჰყოს მდოგვიან ცხელ წყალში. ასევე ითვლებოდა, რომ სიმჟავე საშოში არ მისცემს ნაყოფს მომაგრების საშუალებს. ამ მიზნით ლიმონის ნაჭრები შეჰყავდათ საშოში ( ეს პეტრეს დროინდელ მდიდარ ოჯახებში), ასევე ძმარი და შარდიც კი. კიდევ ერთი არასასიამოვნო ნაზავი შედგებოდა ცხენის ნაკელისგან, თაფლისგან და გარკვეული ბალახებისგან - მას დებდნენ ნაჭერზე და ისე შეჰყავდათ სხეულში. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ არასასიამოვნო და საფრთხის შემცველი „ ასამჟავებელი“ მეთოდები რუსეთში პოპულარობით არ სარგებლობდა. არსებობდა პრეზერვატივის წინამორბედი - მას ამზადებდნენ ხარის საშარდე ბუშტისგან ( ან ახალგაზრდა ცხოველების ნაწლავები), მაგრამ ეს ძალიან იშვიათობას წარმოადგენდა.
XIX საუკუნისთვის ქალები, რომლებსაც არ სურდათ მეტი შვილი ჰყოლოდათ, საშვილოსნოშო იდებდნენ საქორწილო ბეჭედს. ეს უნდა გაკეთებულიყო ბავშვის დაბადებიდან ორი საათის განმავლობაში, სანამ ყელი შეიკუმშებოდა, - ეს ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე სპირალის ანალოგად. ხდებოდა ისე, რომ ბეჭდები ქსოვილში ხორცდებოდა; ხდებოდა ისეც, რომ რევოლუციის შემდეგ გინეკოლოგთან ვიზიტის დროს პოულობდა ექიმი. და კიდევ, ყველაზე გავრცელებული შეხედულება კონტრაცეპციის შესახებ მშობიარე ქალებში ძუძუთი კვებას ეხებოდა - თითქოსდა, რაც უფრო დიდ ხანს კვებავ ძუძუთი ბავშვს, მალე არ დაორსულდები.
დამატებითი სტატისტიკა ამ მეთოდის მოქმედებაზე არ არსებობს. ასეა თუ ისე, ჩევნს წინაპრებს ინფორმაცია რეპროდუქციული სისტემის მუშაობაზე არ ჰქონდათ და თავდაცვის ნამდვილად ეფექტური საშუალებები არ იცოდნენ. უკეთეს შემთხვევაში ამრავლებდნენ შთამომავლობას, უარეს შემთხვევაში ასახიჩრებდნენ ქალის ორგანიზმს. უყურეთ ვიდეოს და გაიგეთ უფრო მეტი ამ საკითხზე.იხილეთ ვიდეო:***იხილეთ ასევე:1. აღმოჩენილია დაბერების საწინააღმდეგო წამალი!2.აქტივირებული ნახშირი – არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავისთვის!3. იოდი სასარგებლოა- დააკვირდით სარკეში თქვენს თავს ძვირფასო ქალბატონებო!4. სექსი, სქესი, მორალი– ქვედა საცვლის უცნობი ისტორია***1062 10-ს მოსწონს
|