ელ. წიგნები საუდის არაბეთი - 17 უცნაური ფაქტი ახლო აღმოსავლეთის ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის შესახებ! 2018, 21 აგვისტო, 13:17 საუდის არაბეთი - ოფიციალურად ცნობილი, როგორც საუდის არაბეთის სამეფო ( — ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური და ჩაკეტილი ქვეყანა. ტერიტორიების გაერთიანებისთვის საუდი ომებს 1902 წლიდან აწარმოებდა. პირველი ქალაქი რომელიც მან დაიპყრო იყო საუდების საგვარეულო ქალაქი - ერ-რიადი. სახელმწიფოს მოწყობა არის აბსოლუტური მონარქია. საუდის არაბეთი არის მუსლიმანური სახელმწიფო ვაჰაბიზმის ძლიერი გავლენით. აქ მდებარეობს პროვინცია ჰიჯაზი — წინასწარმეტყველ მუჰამედის სამშობლო და ისლამის აკვანი. აქ არის მთავარი მუსლიმური სიწმინდეები — მექა და მედინა, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ასრულებს ჰაჯს. საუდის არაბეთს ასევე ხანდახან უწოდებენ ორი წმინდა მეჩეთის მიწას. ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება იორდანია, ერაყი, ქუვეითი; დასავლეთით კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სპარსეთის ყურე; სამხრეთ-დასავლეთით ომანი; სამხრეთით იემენი; დასავლეთით წითელი ზღვა. ფართობი: 1 960 582 კმ². ქვეყნის დედაქალაქი ელ-რიადია. ყველაზე დიდი ქალაქები: ჯიდა, მექა და მედინა. მოსახლეობა 26 939 583 ადამიანი (2013 წლის მონაცემებით). ეს იყო მცირედი მიმოხილვა საუდის არაბეთის შესახებ, ახლა კი წარმოგიდგენთ 17 საოცარ ფაქტს ამ ქვეყნის შესახებ... ![]() 1. ქვეყნის შემოსავლის 45% ნავთობიდან მოდის. ![]() 2. ქვეყანა მე -4 ადგილზეა უმაღლესი სამხედრო ხარჯებით. ![]() 3. ქვეყნის მუშაობის 80% უცხოური წარმოშობისაა... ![]() 4. მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობის რეზერვები მდებარეობს გავარში (საუდის არაბეთი). ![]() 5. საუდის არაბეთი ფართობით, მსოფლიოს მე- 13 ქვეყანაა. ![]() 6. ქვეყნის მოსახლეობის 47% 24 წლამდე ასაკისაა... ![]() 7. ქვეყნის ჯანმრთელობის ხარჯები 20 მილიარდ დოლარს აღემატება... ![]() 8. დედაქალაქ ელ-რიადში ყოველდღიურად 100-ზე მეტი აქლემი იყიდება! ![]() 9. საუდის არაბეთში შენდება სამეფო კოშკი('Kingdom Tower), რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი იქნება. ![]() 10. ქვეყანაში ქალებს ავტომობილის მართვა ეკრძალებათ... ![]() ჯერ-ჯერობით სამწუხაროდ ეს კანონი კვლავ აქტიურია. გარდა ამისა, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქალებს ავტომობილის მარვა ეკრძალებათ! 12. არაბეთის ყველა სუსტი სქესის წარმომადგენელის ვალდებულებას წარმოადგენს შავი ტანსაცმელი. ![]() 13. ბავშვებს არქმევენ მხოლოდ ისეთ სახელებს, რომელიც არ არღვევს შარიათის კანონებს! ![]() 14. იკრძალება "თოვლის კაცის" გაკეთება! ![]() შარიათის კანონების თანახმად, ქვეყანაში "თოვლის კაცის" გაკეთება აკრძალულია, მიუხედავად იმისა რომ არაბეთში ძალიან იშვიათად თოვს! 15. ჰომოსექსუალებს სიკვდილით სჯიან! ![]() 16. ქვეყანაში იკრძალება აზარტული თამაშები ![]() ასევე დაუშვებელია ნარდის, ჭადრაკის, დომინოს და მსგავსი თამაშების თამაში, . 17. და ბოლოს.... საუდის არაბეთში არ არსებობს სიყვარულის დღე! ![]() ამ დღეს, აკრძალულია წითელი ფერის სამოსის ჩაცმა და ამავე ფერის პროდუქტის გაყიდვა! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. 4 საოჯახო ფოტო, რომელიც "უცხოების" არსებობას გვიდასტურებს! 2. იაპონური ექსპერიმენტული პროცედურა: რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 1 თვის განმავლობაში უზმოზე წყალს დალევთ? 3. "მიწაა, ბატონო, ქართული მიწა!...." - რა მოხდა თურქეთის საბაჟოზე 4. "აი ესაა შეშლილი მსოფლიო" - გაიცანით მსოფლიოს ყველაზე ჯუჯა სახელმწიფოები! 5. რატომ უნდა გაწმინდოთ პურის შესანახი კონტეინერი ძმრით? 2641 7-ს მოსწონს
|