x
image
ნოდარ ხვედელიძე
სოულის დედოფალი - არეთა ფრანკლინი

ყველად დროის უდედესი სოულის შემსრულებელი, ამერიკელი მომღერალი არეთა ფრაანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი 8 წლის განმავლობაში პანკრეასის კიბოს ებრძოდა.

ხმა რომელიც ნახევარი საუკუნის მანძილზე აჯადოვებდა მსმენელს, ცრემლს გვრდიდა პრეზიდენტებს და ეპოქას ქმნიდა 60-იან წლებში აღიარეს, მისი შემოქმედება 18 გრემს და 40-ზე მეტ ნომინაციას ინახავს, მან შეძლო და 75 მილიონზე მეტი ასლი გაყიდა.

1987 წელს იგი პირველი მომღერალი გახდა რომელიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს, ჟურმალმა - “ROLLING STONE''-მა იგი „ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებელად “ და აგრეთვე „ყველა დროის 100 უდიდესი მომღერალად“ დაასახელა.

image

არეთა ფრანკლინი პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ეროვნული ხელოვნების მედლით დააჯილდოვა, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კი თავისუფლების მედლით. ამერიკის სამი პრეზიდენტის ინაუგურაცია მისი პერფორმანსით შედგა, ბოლო გამოსვლა კი ბარაკ ობამას მიუძღვნა.


image

ბარაკ ობამა წერს: “ მისმა ხმამ გვაგრძნობინა ჩვენი ისტორია მთელი თავისი შუქ-ჩრდილებით, ჩვენი ენერგია და ტკივილია, სინათლე და სიბნელე, ის დაგვეხმარა გვეგრძნო კავშირი ერთმანეთთან, ვყოფილიყავთ უფრო ადმამიანურები და იმედებით სავსე, ზოგჯერ ის გვეხმარებოდა რომ ყველაფერი დაგვევიწყებინა და უბრალოდ გვეცეკვა''

image


მომღერალი რომელიც სცენაზე 14 წლის ავიდა ამბობდა რომ: მუსიკისა და ხალხის სიყვარული ღმერთის საჩუქარია, მისი სახელი დედამიწასაც გასცდება და ნასას გადაწყვეტილებით მარსის ორბიტაზე მოძრავ ასტეროიდს მის სახელს უწოდებენ.


0
43
3-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ხვედელიძე
ნოდარ ხვედელიძე
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0