ფოტოგრაფია ფოტოგრაფი ფოტოშოფის გამოყენების გამო გააკრიტიკეს, პასუხად კი მან ორიგინალი სურათები გამოაქვეყნა 2018, 19 აგვისტო, 19:41 ![]() ლილია ალვარადო ფოტოგრაფიით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ტყუპი გოგონები შეეძინა. იმისთვის, რომ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები სამუდამოდ დამახსოვრებოდა, სურათების სმარტფონით გადაღების ნაცვლად მან გადაწყვიტა, პროფესიონალური ფოტოები შეექმნა. დღეს ლილია ცნობილია, როგორც ბავშვების და ოჯახების ფოტოგრაფი. ის რეგულარულად უზიარებს თავის ნაშრომებს საზოგადოებას Facebook-სა და Instagram-ზე, თან, იმასაც ხსნის, როგორ დაამუშავა ფოტოები. თუმცა, ბოლო დროს მის პოსტებზე კრიტიკული კომენტარები გაჩნდა, ხალხის ნაწილი ლილიას ზედმეტი ფოტოშოპის გამოყენებისთვის განიკითხავდა. ლილიამ მოახერხა მათთვის ღირსეული პასუხის გაცემა. სტატიაში გაგაცნობთ, როგორ დაიცვა ლილიამ თავისი ტალანტი კრიტიკოსებისგან და შემოგთავაზებთ მის ნამუშევრებს. დასაწყისისთვის, დაათვალიერეთ მისი დამუშავებული ფოტოები და ისიამოვნეთ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ლილიამ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ფოტოშოფის გამოყენება ხალხის მოსატყუებლად გაუმართლებელია. გულისხმობს იმას, რომ ზოგჯერ ყალბი ჭორების გასავრცელებლად ფოტოგრაფები სურათს ისე ამუშავებენ, რომ ამა თუ იმ ადამიანს ყალბ სიტუაციაში წარმოაჩენენ. თუმცა, სურათის მიზანი რეალობის წარმოჩენა კი არა, ფოტოგრაფის ხედვის, გრძნობებისა და აზრების გადმოცემაა. ბოლოს ლილიამ გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის ორიგინალი სურათები ეჩვენებინა. ქვევით მოცემული ფოტოების დათვალიერების შემდეგ მიხვდებით, რომ ორიგინალიც და დამუშავებულიც კარგი საყურებელია. ლილია არ მალავს, რომ ფოტოშოფს იყენებს, მაგრამ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანების ნაკლის დასაფარად კი არა, არამედ თავისი ხედვის გადმოსააცემად. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჩვენ მხარს ვუჭერთ ფოტოგრაფის პოზიციას. ხალხი უყურებს ფილმებს, რომლებშიც მრავლადაა სპეც-ეფექტები გამოყენებული, ამის გამო არავინ უწოდებს ფილმს "ყალბს". მაშინ ფოტოგრაფიამ რა დააშავა? თუ ნამუშევრის კარგად დამუშავება შეგიძლიათ, ეს თქვენს ნიჭსა და ტალანტზე მეტყველებს. თუ ყველა ფოტოგრაფი სურათებში, უბრალოდ, რეალურ სამყაროს აჩვენებდა, ისეთს, როგორიც სინამდვილეშია, ნამდვილად ისევ ისე მოგეწონებოდათ, როგორც დამუშავებული ფოტოები? დაფიქრდით ამაზე. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? გაგვიზიარეთ❤ ![]() ასევე დაგაინტერესებთ:1. დრონით გადაღებული საუკეთესო ფოტოები 2. 25 ალოგიკურობის მაგალითი ანიმაციებში 3. როგორ გადავიღოთ კარგი ფოტო - 12 მარტივი ხერხი ![]() 4890 7-ს მოსწონს
|