სხვა სახამებელი და მისი გამოყენების 20 ხერხი 2018, 17 აგვისტო, 13:44
სახამებელი ალბათ ბევრ სამზარეულოში შეგიძლიათ ნახოთ. ხანდახან მას კულინარიაში ხმარობენ, სხვა დროს კი უბრალოდ თაროზე დგას და მტვერი ედება.ყველამ როდი იცის მისი საოცარო თვისებების შესახებ. ჰგონიათ, რომ სახამებლით მხოლოდ თეთრეულის გახამება და კისელის მოხარშვაა შესაძლებელი. ცდებით და ეს სტატია სწორედ ამაში დაგარწმუნებთ.
სახამებლის საოცარი თვისებები1. გამოიყენება სახის კანის მოსავლელად სახამებელი კანზე მკვებავ, მათეთრებელ და დამარბილებელ ზეგავლენას ახდენს. ნიღბის მომზადება სახამებლით ნამდვილად არაა ძნელი. აურიეთ ნახევარი ჭიქა თბილი წყალი, 2 სუფრის კოვზი სახამებელი და ცოტაოდენი დამატენიანებელი კრემი. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით. ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით. ნიღაბი შეგიძლიათ კვირაში სამჯერ გამოიყენოთ.2. წმენდს მინას სახამებელი შესანიშნავად წმენს მინას. საწმენდი საშუალების მოსამზადებლად ერთმანეთში აურიეთ 1 ჭიქა ძმარი, ნახევარი ლიმონის წვენი, 2 ჭიქა წყალი და 2 სუფრის კოვზი სახამებელი. მიღებული ხსნარი ჩაასხით პულვერიზატორში და გამოიყენეთ ფანჯრების წმენდისას. 3. აქრობს უსიამოვნო სუნს თუ ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი აქვს, ჩაყარეთ მასში სახამებელი და გააჩერეთ ასე მთელი ღამით. მეორე დღეს კარგად გაბერტყეთ. სუნი გაქრება. 4. აცილებს ცხიმის ლაქას თუ სამოსზე ცხიმის ლაქა დარჩა, თამამად გამოიყენეთ სახამებელი. აიღეთ 1/4 ჭიქა რძე და 4 სუფრის კოვზი სახამებელი. უნდა მიიღოთ პასტისებური მასა. წაუსვით პრობლემურ ადგილას და გააჩერეთ მთელი ღამით. როცა პასტა გაშრება, ჩამობერტყეთ. 5. გვეხმარება ცხოველების მოვლაში სახამებელი შინაური ცხოველების გრუმინგის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მშრალი შამპუნი.მოაყარეთ ცხოველს ბეწვზე სახამებელი და შემდეგ ჯაგრისით დავარცხნეთ. ჭუჭყი სახამებელთან ერთად მოსცილდება ბეწვს. 6. აიოლებს უთოობის პროცესს თუ უთოობა გიყვართ, კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება ეს პროცესი თუ სახამებელს გამოიყენებთ:2 ჭიქა წყალი და 1 ჩაის კოვზი სახამებელი აურიეთ და ამ სითხით დანამეთ სამოსი სანამ დააუთოებთ. 7. შველის იატაკის ჭრაჭუნს მოაყარეთ სახამებელი იმ ადგილებში, სადაც იატაკი ჭრაჭუნებს და შემდეგ გამოგავეთ. სახამებელი ყველა პატარა ღრიჭოს ამოავსებს და აუტანელი ჭრაჭუნიც გაქრება. 8. შეგიცვლით შამპუნს სახამებელი შესანიშნავად შეცვლის ძვირადღირებულ მშრალ შამპუნს. თმის ძირებზე კარგად მოაყარეთ სახამებელი და შემდეგ მთელ სიგრძეზე დაივარცხნეთ თმა. ეფექტით თავადაც გაოცდებით. 9. კურნავს მზის დამწვრობას მოამზადეთ ფაფისებრი მასა წყლით და სახამებლით და წაისვით დამწვარ ადგილებზე. ტკივილი შეგიმსუბუქდებათ და გაღიზიანებაც ჩაცხრება. 10. ასუფთავებს სუფრის ნაკრებს დაამატეთ ცოტაოდენი სახამებელი წყალში და თქვენი სუფრის ვერცხლეული ახალივით იკრიალებს. 11. წმენდს ტყავის ნაწარმს წაუსვით სახამებელი ტყავზე დალაქავებულ ადგილას და გააჩერეთ მთელი ღამით, შემდეგ კი ნოტიო ხელსახოცით გაწმინდეთ. 12. ცვლის პუდრს სახამებელს დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი, კარგად დატკეპნეთ და ეკოლოგიურად სუფთა პუდრი მზადაა. 13. წმენდს ტანსაცმელს აიღეთ ცელოფნის პაკეტი და მოათავსეთ მასში გასაწმენდი სამოსი. ჩაყარეთ პაკეტში 2 ჭიქა სახამებელი. პაკეტს თავი მოუკარით და კარგად შეანჯღრიეთ რამდენჯერმე. როცა სახამებელი თანაბრად განაწილდება სამოსზე, დადეთ პაკეტი და გააჩერეთ მთელი ღამით. შეამოწმეთ სამოსი მომდევნო დღეს:ის სუფთა იქნება. 14. ძველი წიგნების განახლება მოაფრქვიეთ მცირეოდენი სახამებელი წიგნის ფურცლებზე. ის ნესტსაც შეიწოვს და უსიამოვნო სუნსაც გააქრობს. 15. ხსნის ნასკვებს თუ ჩახლართული ნასკვის გახსნას ვერ ახერხებთ, მოაფრქვიეთ სახამებელი და საქმე გაგიიოლდებათ. 16. გემრიელი ომლეტი ომლეტში სახამებლის დამატებით ის უფრო ფუმფულა და გემრიელი გამოვა. 4 კვერცხზე 1 ჩაის კოვზი საკმარისია. 17.წმენდს პლუშის სათამაშოებს პაკეტში მოათავსეთ პლუშის სათამაშო, ჩაყარეთ იგივე პაკეტში სახამებელი, კარგად შეანჯღრიეთ და გააჩერეთ მთელი ღამით. დილით სათამაშო მტვერსასრუტით გაწმინდეთ და ის ახალივით იქნება. 18. ასქელებს სოუსს სახამებლით სოუსის შესქელება შეგიძლიათ. თანაც, ფქვილისგან განსხვავებით, სახამებელი გლუტენს არ შეიცავს. 19. აქრობს ჩალურჯებებს დალურჯებული ადგილებისგან არავინაა დაზღვეული. წყლით და სახამებლით ფაფისებრი მასა მოამზადეთ და დალურჯებულ ადგილას წაისვით. უკვე მეორე დღეს სილურჯე აღარ გექნებათ. 20. თუ ზეფირი ერთმანეთს ეწებება თუ საკონდიტრო ნაწარმი ერთმანეთს ეკრობა, მოათავსეთ პაეკტში, ჩაყარეთ ცოტაოდენი სახამებელი და მსუბუქად შეანჯღრიეთ. სახამებელი ნესტს შეიწოვს და ზეფირისა თუ მარმელადის განცალკევება აღარ გაგიჭირდებათ. 979 1-ს მოსწონს
|