x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139020
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
მიჩიო კაკუ - ზეფირის ტესტი - წარმატებული ცხოვრების საიდუმლო
მიჩიო კაკუ - ზეფირის ტესტი - წარმატებული ცხოვრების საიდუმლო


რა არის ზეფირის (ან კანფეტის, შოკოლადის) ტესტი? როდესაც აკვირდები ბავშვებს, და აკვირდები განსხვავებულ თეორიებს, იმის შესახებ, თუ რა ხდის მათ წარმატებულებს, როდესაც გაიზრდებიან, აცნობიერებ, რომ თითქმის ყველა თეორია მცდარია. იმიტომ, რომ ისინი არაა დამტკიცებული. მაგალითისთვის, მაღალი IQ (ინტელექტუალური მაჩვენებელი), ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მაღალი "აიქიუს" მქონდე ადამიანი, რომლებიც საზოგადოების მარგინალურ, წარუმატებელ წევრებად გვევლინებიან. ამგვარად ჩნდება კითხვა, საბოლოო ჯამში რა არის ის ერთი ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც უკავშირდება წარმატებას ცხოვრებაში? და მე აღმოვაჩინე, რომ ეს არის ზეფირის ტესტი. შენ ეკითხები ბავშვებს: გინდა ახლავე მოგცე 1 ცალი ზეფირი თუ 3 ცალი 1 საათის მერე? ბავშვები, რომელთაც იმ წამსვე უნდათ ზეფირი, არიან ისინი, რომლებიც "მოკლე გზებს" ირჩევენ. ისინი, რომელთაც არ უნდათ მძიმე შრომა, მათ უნდათ ყველაფრის სწრაფად მოგვარება. ისინი იღებენ ზეფირს. მაგრამ სხვები კი ამბობენ: "მოიცა, თუ 1 საათი დაველოდები, მე მივიღებ 3 ზეფირს. მე დაველოდები, წინ ოქროს ქისა მელოდება." ისინი არ ირჩევენ "მოკლე გზებს". შენ ეუბნები საკუთარ თავს - ეს ტესტი ბავშვებისთვისაა! მაგრამ შემდგომში ათწლეულბით მათ ადევნებ თვალს, და აღმოაჩენ რომ ისინი, ვინც მოითმინეს, უფრო წარმატებულები ხდებიან, აქვთ განქორწინების დაბალი მაჩვენებელი, უფრო მაღალი შემოსავალი და სტატუსი საზოგადოებაში, მათ არ უნდათ მარტივი ანაზღაურება ახლა, ისინი გადადებენ თავიანთ დაკმაყოფილებას მომავლისთვის.


მიჩიო კაკუ - ზეფირის ტესტი - წარმატებული ცხოვრების საიდუმლო


ასე რომ მე მივხვდი, ეს არის წარმატებული ცხოვრების გასაღები. არა მხოლოდ მეცნიერებაში, არამედ საერთოდ, ცხოვრებაში. არ აირჩიოთ "მოკლე გზები", გქონდეთ მეტი მოთმინების უნარი, მეტი ნებისყოფა. მაგრამ შესაძლოა ამ ყველაფრის სწავლა? დიდწილად ეს პიროვნებაზეა დამოკიდებული. ეს ყალიბდება მაშინ, როცა ადამიანი ძალიან ახალგაზრდაა. მოდით, ამაზე გულახდილები ვიყოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, რომ კი, ამ უნარების გამომუშავება შესაძლებელია. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ამ ტესტს თუ გააკეთებ ღარიბ და საშუალო კლასის ბავშვებთან აღმოჩნდება, რომ ღარიბი ბავშვები ძირითადად სწრაფ გზას ირჩევენ. იმიტომ რომ მათ გამოცდილებით იციან - რაღაცები ძალიან მალე ქრება. თუ სახლში არის ფული, სულ ცოტა ხანში ის აღარ იქნება, იმიტომ რომ ცოტაა და მალე იხარჯება. თუ შენ დაანახებ ხალხს, რომ ამ ყველაფრის გარეთ არის ოქრო, თუ დაანახებ იმას, რომ კი, თუ მოიცდი წახვალ კოლეჯში, შეიწავლი პროფესიას, და მერე გელოდება ოქროს ქისა - შენ შეგიძლია ისწავლო ამ ფაქტის დაფასება, გაიაზრო ეს.


რაც ჩვენს ტვინში არის განსხვავებული ცხოველებისგან, არის ის, რომ ჩვენ ვიაზრებთ დროს. ჩვენ ვიაზრებთ მომავალს. ჩემი ბებია და ბაბუა ჩამოვიდნენ კალიფორნიაში იაპონიიდან 100 წლის წინ. მაგრამ წარმოიდგინეთ მაშინ სოცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 49 წელი იყო. შენ იბადებოდი, აჩენდი შვილებს და კვდებოდი. ცხოვრება მურტალი რამ იყო. ახლა, ჩვენ, მეცნიერებმა შევძელით და გავზარდეთ სიცოცხლის ხანგრძლივობა. ჩვენ გვაქვს ყველანაირი ფუფუნება. ფანჯრიდან ყვირილის ნაცვლად, როგორც ჩემი ბებია და ბაბუა აკეთებდნენ კომუნიკაციისთვის, ჩვენ გვაქვს ინტერნეტი, ასე რომ, როდესაც შენ ამას უყურებ შორეული პერსპექტივით, ათწლეულების განმავლობაში, აცნობიერებ უზარმაზარ პროგრესს, რომელიც განვიცადეთ. მუდმივად ვოცნებობთ, ვალაგებთ სქემებს, ვქმნით შინაარსს. მუდმივად ვფიქრობთ, თუ რა მოხდებოდა ასე რომ მოვქცეულიყავით და არა ისე, და ა.შ.


მიჩიო კაკუ - ზეფირის ტესტი - წარმატებული ცხოვრების საიდუმლო


ახლა მოდით, ჩავატაროთ ექსპერიმენტი, რომ მიხვალთ სახლში ასწავლეთ თქვენს ძაღლს ხვალინდელი დღის კონცეფცია. სცადეთ, შემდეგი კვირის, შემდეგი წლის, და გააცნობიერებ, რომ არ შეიგიძლია ეს გააკეთო. ცხოველები აწმყოში ცხოვრობენ. და აი, ეს არის ჩემი აზრით მაღალი ინტელექტის გამოვლინება. მაღალ ინტელექტს აქვს სასუალება შექმნას მომავლის რუკა. შექმნას მომავლის სიმულაცია. როცა აკეთებ ექსპერიმენტს, დაბალ და მაღალ ინტელექტის კოეფიციენტის, აიქიუს ადამიანებზე, ვთქვათ დავსხათ ისინი საერთო ოთახში, და მივცეთ ერთი და იგივე დავალება. გაძარცვონ ბანკი. შენ აღმოაჩენ, როგორც ექსპერიმენტატორი, რომ დაბალაიქიუიანი ადამიანები უკეთ გაძარცვავენ ბანკს, და უკეთ შეადგენენ ძარცვის სქემას, ვიდრე მაღალაიქიუიანი ადამიანები, რომლებსაც აბნევთ ლეგალური საკითხები და ასეთი რამეები. აქ მთავარი არსი ისაა, რომ არსებობენ ძალიან ჭკვიანი მძარცველები, იმიტომ რომ ისინი ხედავენ მომავალს. ესაა ის, რისი გაკეთებაც ადამიანებს შეუძლიათ და სხვა ცხოველებს - არა. ჩვენ მუდმივად ვოცნებობთ, ჩვენ მუდმივად ვქმნით სამყაროებს, რომელიც არ არსებობს, ჩემთვის ეს არის მაღალი ინტელექტი. ზოგიერთი ადამიანი მეკითხება - რა არის ცხოვრების აზრი? და მე ვეუბნები, რომ თუ ვინმე გაძლევს ცხოვრების აზრს ზემოდან, ეს ძალიან მარტივია, კი მაგრამ, სულ ესაა? ჩემი დამოკიდებულებაა, რომ ცხოვრების აზრი არის საკუთარი თავის აღმოჩენა, "შეიცან თავი თვისი", ჩვენ თავიდან უნდა შევქმნათ, ჩამოვაყალიბოთ საკუთარი თავები ისეთი, როგორიც გვინდა, რომ ვიყოთ. სწორედ ესაა თავისუფლების არსიც.



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


წყარო: ფეისბუქის ქართული სამეცნიერო გვერდი "Pale Blue Dot"


1
489
6-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
489
  
2018, 17 აგვისტო, 11:09
ეს არის ყველაზე ჭკვიანი კაცი მთელ ამერიკაში ჩემი აზრით. როგორც დიდი მეცნიერი, ასევე დიდი ფილოსოფოსი. სიმების თეორიის თანაავტორი რაც ამტკიცებს მულტისამყაროს, ტრილიონობით პარალელური სამყაროს არსებობას.
0 1 1