სხვა ყველაზე გრძელი ხიდი მსოფლიოში (ვიდეო) 2012, 4 ივლისი, 13:45 ცინდაოს ხიდი ცოცხალი დასტურია იმისა, რომ შეუძლებელი მართლაც შესაძლებელია.
თუ ხიდის დასახელება არაფერს გეუბნებათ, დავიწყოთ იქიდან, რომ ეს იაპონური ხიდი, ერთმანეთთან ჩრდილოეთ საპორტო ქალაქ (ცინდაო) და კუნძულ ხუნდაოს. ეხლა გადავიდეთ საინტერესო ფაქტებზე. ხიდის სიგრძე 42, 5 კილომეტრია ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გასასვლელად მინიმუმ 30 წუთია საჭირო.
მაშ ასე ჩვენ გვაქვს 42, 5 კილომეტრიანი ხიდი ზღვაზე, რომელიც აკავშირებს ორ გადატვირთულ რეგიონს ერთმანეთთან. ჯერ კიდევ არ მოახდინა შთაბეჭდილება?
მაშინ წავიდეთ წინ. მშენებლობა 4 წელი მიმდინარეობდა. ყველაფერი 2007 წელს დაიწყო, ხოლო პირველმა ავტომობილმა 2011 წლის ნახევარში გაიარა ხიდზე. მოსალოდნელია, რომ ამ ხიდზე 30 000 მანქანა გაივლის. ყოველ შემთხვევაში იმედოვნებს ადგილობრივი ხელისუფლება. 10 000 კაცზე მეტი მუშაობდა ხიდის მშენებლობაზე, რომ ეს იდეა განხორციელებულიყო. მათ დააყენეს არა ნაკლებ 5 000 სვეტი იმისთვის, რომ სტიქიური უბედურების დროს ხიდი დაცული ყოფილიყო. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით ხიდს შეუძლია გაუძლოს 8 ბალიან მიწისძვრას. ასევე როგორც 300 000 ტონა შეჯახების ძალას. 4 წლის განმავლობაში ამ ხიდის მშენებლობაზე გამოყენებულ იქნა 450 000 ტონა რკინა და 2, 3 მილიონი კუბამეტრი ბეტონი, რომელიც 65 ეიფელის კოშკის ტოლია. 6 ხაზიანი და 33, 5 სიგანის ხიდი უზრუნველყოფს, სწრაფ და უსაფრთხო გადაადგილებას. კიდევ ერთი შთამბეჭდავი რამ. ხიდის ქვეშ აშენებულია გვირაბი რომელიც 81 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, ის 29 კილომეტრით ამცირებს გზას რეგიონებს შორის. მისი მშენებლობა 1, 1 მილიარდი დოლარი დაჯდა. რახან თანხას შევეხეთ, გავხსნათ ყველა კარტი. იაპონია კომუნისტური სახელმწიფო არის. ამის გამო ზუსტი ღირებულება ამ ხიდის არ არის ცნობილი. თუ დავუჯერებთ ადგილობრივ წყაროებს, პროექტს დასჭირდა 1, 5 მილიარდი დოლარი. მეორეს მხრივ არის ცნობები, რომ პროექტი 8, 8 მილიარდი დოლარი დაჯდა, მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ვიდეო. 274 10-ს მოსწონს 1-ს არა
|