სხვა მგლის საოცარი სიკეთე 2018, 16 აგვისტო, 2:16 ეს ამბავი ასე იწყება. ერთხელ როდესაც ბაბუა უცოლო და ახალგაზრდა ოცი წლის იყო მარტო წავიდა ტყეში სანადიროთ. დაღამებისას უკან გზაზე ბრაკონიერების მიერ გაკეთებულ ორმოში ჩავარდა და რაღაც რბილს დაეცა რამაც საცოდავი განწირული ხმით დაიწკმუტუნა, ეს იყო მგელი რომელიც ორმოში დაგებულ წვეტიან ისრებზე იყო წამოგებული და სულს ღაფავდა. მგელი რომ არა ალბად ბაბუა წამოეგებოდა ისრებზე და ვინ იცის შეიძლებოდა მომკვდარიყო. ბაბუამ იფიქრა ტანჯვით სიკვდილს ავარიდებო და თოფი დაუმიზნა მგელს მაგრამ ისეთი საცოდავი თვალებით შემოუხედავს რომ ბაბუას შესცოდებია, ორმოდან ამოიყვანა და სახლში სამი თვის განმავლობაში მკურნალობდა დაჭრილ ცხოველს მას სახელიც კი დაარქვა მოფერებით ჯეკას ეძახოდა და მგელს ერთი დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა, მისი მარჯვენა ყური თეთრი იყო, მგელიც მადლობის ნიშნად ბაბუას ხან ხელებზე და ხან სახეზე ლოკავდა. სამი თვის შემდეგ მგელი კარგად იყო და ფეხზე წამოდგა. შემდეგ ის ტყეში გაუშვა. გავიდა წლები ბაბუა დაოჯახდა ეყოლა შვილები და შვილიშვილები მათ შორის მეც. მისი პირველი შვილიშვილი ვარ. როდესაც ოცი წლის გავხდი ბაბუა ხშირად მიყვებოდა ამ ამბავს თუ როგორ გადაარჩინა მგელი და რამოდენიმე ხნის შემდეგ თოფი მაჩუქა. ძალიან მიხაროდა ხშირად დავდიოდი სანადიროდ. ერთ დღესაც სოფლიდან ძალიან შორ წავედი ტყეში და უკან დაბრუნებას ვეღარ ვასწრებდი რადგან უკვე ღამდებოდა. გადავწყვიტე იქვე კოცონი დამენთო ღამით ცხოველები რომ დამეფრთხო და ცეცხლთან ჩამეძინა. შუა ღამე იყო რომ გამეღვიძა ჯერ კიდევ არ იყო გათენებული და ცეცხლი ჩამქრალი იყო. იქვე ახლოს კი რამოდენიმე მგელი მაკვირდებოდა და როდესაც შიშისგან ფეხზე წამოვდექი და გავიქეცი ისინიც ცოფიანი ძაღლებივით თვალებ-ანთებული გამომეკიდნენ, რაც ძალი და ღონე მქონდა ერთი კილომეტრი ასე ვირბინე შემდეგ დავიღალე სირბილი ვეღარ შევძელი მუხლებზე დავიჩოქე და უფალს სულის გადარჩენა ვთხოვე. მგლები ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდნენ და ყველაზე წინ რომელიც იყო უკვე კბენას აპირებდა რა დროსაც მოულოდნელად ჩემს ცხვირწინ გაჩერდა კარგად დამყნოსა დამაკვირდა ენით სახე ამილოკა და შემდეგ თავის მგელ ძმებს მიუბრუნდა წკმუტუნით თითქოს რაღაც გადაულაპარაკა და ყველამ ერთდროულად დაიწყეს ჩემი თვალიერება გაოცებული თვალებით. გამიკვირდა რა ხდებოდა ვერ მივხდი, მეც დავაკვირდი ერთს რომელმაც ჩემი სახე ალოკა და შევნიშნე რომ მას მარჯვენა ყური თეთრი ჰქონდა, მივხდი ეს ბაბუის მიერ გადარჩენილი მგელი იყო და ჩუმი ხმით მივმართე სახელით "ჯეკა". ყურები დაცქვიტა კუდი შეათამაშა შემდეგ უკან გაბრუნდა და ტყეში გაუჩინარდა დანარჩენებიც მას მიყვნენ. ეს ამბავი ბაბუას ვუამბე თვალზე ცრემლი მოადგა ცაში აიხედა და უფალს მადლობა გადაუხადა. 253 7-ს მოსწონს |
არც სიკეთეს ივიწყებს და მისი სურვილის წინააღმდეგ ვერავინ დაგეშავს.