x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
"კგბ"- ეს ჯაშუში ქალები - როგორები იყვნენ ისინი
იმისათვის, რომ ქალებს ემსახურათ "კგბ"-ში, მათ რამოდენიმე კრიტერიუმი უნდა დაეკმაყოფილებინათ. ისინი ამისათვის, საკმაოდ რთულ გზას გადიოდნენ. მაინც, როგორი უნდა ყოფილიყო ქალი ჯაშუში?image

ხასიათი-გაუტეხელი

ჯაშუშობის მსურველები უნდა ყოფილიყვნენ გამორჩეულები ფსიქოლოგიური გაუტეხელობით, ფოლადის თვითკონტროლის უნარისა და ინტელექტით. მათ უნდა სცოდნოდათ უცხო ენები, რადგან დიდი ხნის მანძილზე მოუწევდათ ქვეყნის დატოვება. მაგალითად ზოია რიბკინა, რომელსაც მთელი საბჭოთა კავშირი იცნობდა როგორც ზოია ვოსკრესენსკაიას. ის მათთვის იყო მწერალი, რომელმაც დაწერა ლენინის ბავშვობაზე. ის იყო ნამდვილი ჯაშუში- უცხო ქვეყნბში ჯაშუშობაში გაატარა 25 წელი.ჰქონდა აგენტური ფსევდონიმი "ირინა". image

ჰარბინში გაატარა ორი წელი, შემდეგ ცხოვრობდა რიგაში, როგორც ბარონესა. შემდეგ გერმანიასა და ავსტრიაში. წიგნების წერა დაიწყო საპენსიო ასაკში.


სილამაზე - საშინელი ძალაა

ლამაზი ქალი ადვილად იქცევს ყურადღებას, ამიტომ "კგბ"-ში მხოლოდ ძალიან მომხიბვლელი ქალები აჰყავდათ. მათ სილამაზეს აფასებდა დიდი კომისია. გოგონებს ასწავლიდნენ არამარტო ჯაშუშობის უნარებს, ასევე მამაკაცის ფსიქოლოგიასაც.

სილამაზე ეხმარებოდა ჯაშუშ ქალებს, რომ მოეხიბლათ მტრები და გაეგოთ ბევრი საიდუმლო. მსახიობ ოლგა ჩეხოვა ამის ნათელი მაგალითია: 1932 წლიდან გერმანიაში დასახლდა, მას შემდეგ, რაც ზემოხსენებული თანამდებობა გადაეცა, გახდა გერინგის საყვარელი. ის იყო რეიხ-მარშალი, მეორე ადამიანი ჰიტლერის შემდეგ ნაცისტურ გერმანიაში. ოლგამ მისი წყალობით ბევრი საჭირო ინფორმაცია მოიპოვა სამშობლოსთვის.

ირინა ალიმოვა - ასევე გამოირჩეოდა კარგი მსახიობური ნიჭით, თუმცა არ იყო მსახიობი. ალიმოვა - იყო საბჭოთა რეზიდენტი იაპონიაში, გაიცნო იმპერატორის მეუღლე და გადასცა სსრკ-ას მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამერიკის სამხედრო ბაზების ადგილმდებარეობის შესახებ ამომავალი მზის ქვეყანაში.image

თქვენი სხეული, თქვენი იარაღია...

სწორედ ასეთი ლოზუნგებით წვრთნიდნენ კგბ-ს აგენტებს სექს-ჯაშუშებად. მომავალ აგენტებს აყურებინებდნენ პორნოგრაფიულ ფილმებს. მათ ასწავლიდნენ სპეციალურ სკოლებში, სადაც არამარტო გოგონები, ასევე არასტანდარტული ორიენტაციის მქონე პირებიც იყვნენ.

"კგბ" სამუშაოდ იზიდავდა პროსტიტუციაში ჩართულ პირებს. ქალებს გამოსაცდელად სასტუმროებში აგზავნიდნენ, იქ მათ უცხოელები უნდა მოეხიბლათ. გოგონებს ისინი სპეციალურ ნომრებში შეჰყავდათ, სადაც მათ მოქმედებას ფირზე იწერდნენ და შემდეგ მათ აფასებდნენ: რამდენად შეძლებდა ეს ქალები ჯაშუშობას, საკუთარი სხეულის გამოყენებას და ა.შ.image

მოამზადეთ თქვენი ყურები..

1979 წელს შეიქმნა სასმენი მექანიზმები, რომლებიც დაამონტაჟე სხვადასხვა ადგილას. ხმის გასარჩევად ოპერატორებად იყენებდნენ ქალებს. მათთვის მთავარი მოთხოვნა იყო ერთდროულად 50 სხვადასხვა ხმის გარჩევა და ჩაწერა.











0
351
5-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0