რელიგია კათოლიკე მღვდლებმა ათასობით ბავშვი წაბილწეს 2018, 15 აგვისტო, 13:04 ფოტოზე:ვაშინგტონის არქიეპისკოპოსი, კარდინალი დონალდ ვიურა აკრიტიკებს საკუთარ როლს ბავშვების წაბილწვის დაფარვის საქმეში.
300-ზე მეტმა კათოლიკე მღვდელმა ბოლო 70 წლის განმავლობაში, რომლებიც პენსილვანიის შტატში მოღვაწეობდნენ 1000-ზე მეტი ბავშვი აცდუნეს, ნათქვამია დიდი ჟიურის დასკვნაში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა, თან საეკლესიო ერარქია ამ ფაქტს გულდასმით მალავდა.იუწყება BBC. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოძიება, რომელიც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ჩატარდა, მისი მეშვეობით გამოვლინა პედოფილიის 1000-ზე მეტი შემთხვევა სასულიერო პირების მხრიდან. მოხსენებაში წერია, რომ ეს რიცხვი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს, გამოძიება წელიწადნახევარი გრძელდებოდა, სადაც შემოწმდა შტატის 6 ყველაზე მსხვილი ეპარქია:ალენტაუნის, ირის, გრინსბურგის, ჰარისბურგის, პიტსბურგის და სკრენტონის.სწორედ იქ დაფიქსირდა პედოფილიის ყველაზე მასიური შემთხვევები, რომელსაც აქტიურად აფარებდა ხელს რომის კათოლიკური ეკლესია. დიდმა ჟიურიმ შეამოწმა ე.წ. საიდუმლო არქივი, -2 მილიონი შიდა მოხსენება, განცხადება თუ ანგარიში, სადაც მღვდლების მხრიდან უკანონო ქმედებებზეა საუბარი, რომელსაც საეკლესიო ერარქია გულდასმით მალავდა საზოგადოებისგან. 109 5-ს მოსწონს
|