ვარსკვლავები Victoria's Secret-ის სამი ქერა მოდელი 2012, 4 ივლისი, 13:19 ლინდსი ელინგსონი, დაუტცენ კრეზი და ერინ ჰიტერტონი ბევერლი-ჰილზზე ბევერლი-ჰილზზე, Victoria's Secret-ი ყოველ წელს მართავს ღონისძიებას, სახელწოდებით «What's Sexy Now». ამ ღონისძიების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ცნობილი ბრენდის მოდელები ასახელებენ იმ პიროვნებებს ვინც მათი აზრით იმსახურებს "ყველაზე სექსუალურები"-ს წოდებას. გარდა ამისა Victoria's Secret-ის ქერა მოდელები ლინდსი ელინგსონი, დაუტცენ კრეზი და ერინ ჰიტერტონი რეკლამას უკეთებდნენ დამდეგი სეზონის სიახლეებს. მათ წარმოადგინეს ცნობილი ბრენდის, Knockout bra-ის ლიფების ახალი კოლექცია და Bombshell-ის საზაფხული პარფიუმერია. რაც შეეხება ჰიტ-აღლუმის "What's Sexy Now»-ის გამარჯვებულებს, გოგონებმა ყველაზე სექსუალურად დაასახელეს შარლიზ ტერონი, ასევე სექსუალურებს შორის დაასახელეს ბიონსე ნოულსი, ამანდა სეიფრიდი, ჯენიფერ ლოურენსი და სხვები. გთავაზობთ ვიდეორგოლს, სადაც გოგონები გამარჯვებულებს ასახელებენ 307 8-ს მოსწონს
|