საზოგადოებრივი რამდენი იყო ამერიკის კონტინენტების მოსახლეობა კოლუმბის აღმოჩენამდე? 2018, 14 აგვისტო, 22:02 კითხვა თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობდა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში მანამ, სანამ მათ 1492 წელს აღმოაჩენდნენ ევროპელები, ხშირად ჩნდება. უამრავი მკვლევარის დასკვით, ამერიკის ორივე კონტინენტის პოპულაცია შეადგენდა 112 მილიონ ადამიანს, ზოგიერთი მკვლევარი უფრო ცოტასაც ამბობს, მაგრამ უახლესმა კვლევებმა ცხადჰყო, რომ თავად 112 მილიონი ადამიანიც კი შესაძლოა ბევრად უფრო ცოტა აღმოჩნდეს, ვიდრე ეს რეალურად იყო. თუმცა, როდესაც ევროპელები იქ შევიდნენ და დაიწყეს დასახლება, ტერიტორიების ათვისება, მათ თან წაიყოლეს აბსოლუტურად უცხო შტამები ბაქტერიული და ვირუსული დაავადებებისა. რამაც გამოიწვია დედამიწის ისტორიაში უდიდესი დემოგრაფიული კატასტროფა -დაავადებების არნახული პანდემია და სიკვდილიანობა. იმ დონეზე, რომ სულ ცოტა ხანში, 1650 წლისთვის - ამერიკის ორივე კონტინენტის მთელი მოსახლეობა 6 მილიონამდე დაეცა. ამ თემაზე სერიოზულად მუშაობდნენ და მუშაობენ ისტორიკოსები, ანთროპოლოგები და გეოგრაფები, როგორიცაა ვუდრო ბორა, ეინჯელ როზენბლატი, უილიამ ტ. სენდერსი და სხვა მრავალი. ისინი გამოყოფენ დიდი დემოგრაფიული დაცემის რამდენიმე მიზეზს: უმთავრესია დაავადებები, რომლებმაც იმსხვერპლა როგორც ნილ დიგრას ტაისონი ამბობს "ყოველი 10 აბორიგენი ამერიკელიდან 9 ადამიანი." ასევე დაცემის მიზეზები იყო აბორიგენების დამონება და მათით ვაჭრობა, ჩვეული ადგილობრივი სოციალური სისტემები მოიშალა და გაჩაღდა მასშტაბური სამხედრო მოქმედებები, რომელიც მთელი კონტინენტების მასშტაბით გაიშალა და ასობით დიდი და მცირე ბრძოლა ხდებოდა. მაგალითად, ფრანცისკანელი ბერი ტორიბიო დე ბენავანტე, რომელიც იყო ერთ-ერთი უპირველესი ესპანელ მისიონერთა შორის, რომელნიც ჩავიდნენ ახლად აღმოჩენილ კონტინენტებზე ადრეულ 1500-იან წლებში, წერს: "მთელი მექსიკა იყო ხალხით გადაჭედილი ჩვენი ჩამოსვლისას. აქ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ როდესაც ჩუტყვავილამ შეუტია ინდიელებს, ისე შავი ჭირივით მოედო იგი მათ შორის, რომ პროვინციების უდიდეს ნაწილში, ხალხი თითქმის სრულად ამოწყვიტა." ასევე "National Geographic"-ის ცნობით ჩატარდა მიტოქონდიული დნმ-ის კვლევები ამერიკის აბორიგენ მოსახლეობაში და გაირკვა, რომ ამერიკის მოსახლეობა ძალიან დიდი იყო მთელი ისტორიის გამავლობაში. მაგალითად 5000 წლის წინაც კი, მოსახლეობის რაოდენობამ მთელი ისტორიის მაქსიმუმს მიაღწია. 5000 წლის წინ ამერიკის კონტინენტებზე ცხოვრობდა იმაზე მეტი ადამიანიც კი, ვიდრე მე-15 საუკუნეში, კოლუმბის დიდ აღმოჩენამდე. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 514 4-ს მოსწონს |
All Indians are subject to federal income taxes. ... However, whenever a member of an Indian tribe conducts business off the reservation, that person, like everyone else, pays both state and local taxes. State income taxes are not paid on reservation or trust lands.