მსოფლიო "პუტინი 2011 წელს დაიკარგა"-ექსპერტები თვლიან,რომ რუსეთის ხელისუფლება პუტინის სასტიკმა ორეულმა ჩაიგდო ხელში 2018, 14 აგვისტო, 12:48 შესაძლოა, საქმე სასიკვდილო დაავადებას უკავშირდებოდეს. აქედან გამომდინარე, ექსპერტები ამბობენ, რომ პუტინი საზოგადოებაში დიდი ხანია, არ გამოჩენილა. ბევრ პოლიტიკოსს და ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, მსახიობებს, მუსიკოსებს, მთელ მსოფლიოში ჰყავთ ორეულები. არც პუტინია გამონაკლისი. სპეციალისტებმა შეადგინეს პუტინის ორეულების სია, რომელთაგან თითოეული ასრულებს თავის კონკრეტულ როლს. როგორც ექსპერტები ამბობენ, რუსეთის პრეზიდენტს ჰყავს მრგვალსახიანი ორეული, რომელიც ხშირად გამოდის სატელევიზიო გადაცემებში. პუტინი კვადრატული სახით, რომელმაც შეცვალა ტელევიზიებში წინა ორეული. ასევე, მამაკაცური ორეული, რომელიც კადრში იშვიათად ჩნდება. ნამდვილი პუტინი კი თვლიან, რომ დაიკარგა 2011 წელს. . პუტინის ორეულების განსხვავება ადვილი შესამჩნევია. პირველი განსხვავებაა თვალის ჭრილი, თვალის ქვეშ ნაოჭები, კვადრატული ცხვირის ხიდი და მოკლე ცხვირი. ეს არის განსხვავება მრგვალ და კვადრატულ სახიან ორეულებს შორის. მათ ასევე აქვთ სხვადასხვა კანის ტექსტურა და პირის სხვადასხვა მოყვანილობა. მამაკაცური ორეული გამოირჩევა თვალთან დამახასიათებელი ნაკეცებით. რაც შეეხება რეალურ პუტინს, როგორც ექსპერტები ამბობენ, ის გაუჩინარდა და 2011 წლიდან საზოგადოებაში საერთოდ არ გამოჩენილა. რუსეთში ძალაუფლებას დაეპატრონა მრგვალსახიანი ორეული, რომელიც თავის თავს რუსეთის ხელმძღვანელს უწოდებს. ამავე დროს, სკეპტიკოსები ამბობენ, რომ პუტინს არ ჰყავს ორეული. რუსეთის პრეზიდენტის სახის გამომეტყველების ცვლილებები შეიძლება პლასტიკურ ქირურგიასთან იყოს დაკავშირებული. ფაქტია, რომ პუტინი ახალგაზრდა აღარ არის, ის უკვე 65 წლისაა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი კი საჭიროა, რომ იყოს ახალგაზრდა მამაკაცი მხარდამჭერებისთვის. ამაში პუტინს ეხმარება სახის შეცვლის სხვადასხვა საშუალებები, ბოტოქსი და ქირურგიული ჩარევა. ეს, რა თქმა უნდა, საშუალებას იძლევა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, მაგრამ ყველაფერი ხდება გარეგნობის შეცვლის ფასად. ამიტომაც პუტინი გვევლინება, ხან მრგვალი და ხან კვადრატული სახით. ყველაფერი დამოკიდებულია პლასტიკურ ოპერაციაზე. 65 წლის ასაკში გამოიყურებოდე, როგორც ახალგაზრდა მამაკაცი, პუტინისთვის აუცილებელია. მისი ახალგაზრდობა ძალაუფლების გარანტიაა. მისი თანამოაზრეების თვალში ის კვლავ მზადყოფნაშია და ძალაუფლებით სავსეა, რომელსაც შეუძლია ქმედება და განვითარება."მოხუცს" არავინ მოუსმენს. "ახალგაზრდული ინექციების გარეშე" პუტინის რეიტინგები მკვეთრად შემცირდება. - ამბობენ პოლიტოლოგები. გარდა ამისა, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასტროლოგები პროგნოზირებდნენ პუტინის სიკვდილს კიბოთი. მათი აზრით, რუსეთის პრეზიდენტი ხელმძღვანელობას ვადამდე ადრე, 2019 წელს დაასრულებს. 2324 3-ს მოსწონს
|