x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
გაინტერესებთ ვინ არის ბრიტანეთის სამეფოს ბავშვების ძიძა?
ბრიტანეთის სამეფოს წყვილს- ქეითს და უილიამსს, ვინ არ იცნობს?! დღემდე საუბრობს ხალხი ქეითის მოუხერხებლობაზე, რომ ის სულელურ სიტუაციებში აღმოჩენის "დედაა"; რომ პრინცი უილიამსი გაუცინარი "ხელმწიფეა"; რომ, მათ რამდენიც მოესურვებათ, იმდენი შვილს იყოლიებენ, თუმცა, სინამდვილეში ასე არაა. სამეფო ოჯახში, ყველაფერი ასე ადვილად არ ხდება!


image


როდესაც ქეითი პირველ ბავშვზე იყო ორსულად და გაჩნდა პრინცი ჯორჯი, ის გეგმავდა დამხმარეს გარეშე, დამოუკიდებლად აღეზარდა ვაჟი, თუმცა მოგვიანებით, წყვილმა გადაწყვიტა ძიძად აეყვანათ ქალი, რომელმაც აღზარდა პრინცი უილიამსი. მათ არ გაუმართლათ, რადგან უილიამსის ძიძამ თავისი ასაკის გამო უარი თქვა ამ პასუხისმგებლობაზე.


მარია ტერეზა თურიონ ბორალო - ქალი, რომელიც სამეფო წყვილმა ბავშვის ძიძად შეარჩია და სწორედ ისაა ერთადერთი ძიძა, დღემდე, მათი სამი შვილისთვის. მარია ტერეზა ესპანეთის ერთ-ერთ სოფელში, ძალიან მორწმუნე ოჯახში გაიზარდა. მეზობლების თქმით, მას მეგობრებიც არ ყავდა და მასში მომავალ მონაზონს ხედავდნენ. სხვათა შორის, მისი ერთ-ერთი ძმა დიაკვანი გახდა.



imageimage



მარია ტერეზამ ძიძების სპეციალური სკოლა დაამთავრა - Norland School. ამ სკოლის კურსდამთავრებულებს, ჩვეულებრივი ძიძების უნარ-ჩვევების გარდა, აქვთ თავდაცვითი ტექნიკა, იციან, როგორ იმოქმედონ ტერორისტული საფრთხის შემთხვევაში და ასევე იციან, თუ როგორ უნდა მართონ ავტომობილი მაღალი სიჩქარით.


imageimage


გგონიათ, რომ ისინი მხოლოდ სამეფო და მდიდარ ოჯახებში მუშაობენ? სწავლის პროცესის დროს, სულ ცოტა 6 ოჯახიდან აქვთ შემოთავაზება და ბოლო კურსის სტუდენტები, წელიწადში, უკვე ასი ათას ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებენ.


სკოლას აქვს მკაცრი მოთხოვნები - მხოლოდ დაბალ ძირიანი ფეხსაცმელი, მაკიაჟი არა და საყურე მხოლოდ ერთი წყვილი და ისიც უმნიშვნელო. სწავლის დამთავრების შემდეგ ურიგდებათ სპეციალური "უნიფორმა", თუმცა მისი ტარება არაა სავალდებულო, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა. როგორც ჩანს, მარია ტერეზას ძალიან შეუყვარდა მისი "უნიფრომა" და უკვე რამდენჯერმე გამოჩნდა საზოგადოების წინაშე.


imageimage



ძიძის მოვალეობაა კემბრიჯის სამეფოს ბავშვების მუდმივი ყურადღება. ის, მაშინაც არ ტოვებს მათ, თუ ბავშვები მშობლებმა რომელიმე ღონისძიებაზე წაიყვანეს, თუმცა ეზღუდება უფლება, დაესწროს ღონისძიებას.


imageimage



გარდა იმისა, რომ მარია ტერეზა ყურადღებას აქცევს ჯორჯს და შარლოტას, ის ასევე ასწავლის მათ, რომ მისალოცი ბარათები დაუწერონ უმცროს ძმას ლუის, რომელზეც ხანდახან ეჭვიანობენ. ასევე ამშვიდებს ხოლმე ქეითს, როდესაც რამეს განიცდის და რჩება ლუისთან, რათა ქეითმა მოახერხოს უფროს შვილებთან უფრო მეტი დროის გატარება, ვიდრე ამის შესაძლებლობა არსებობს. მარია ტერეზა ჯორჯს და შარლოტას ასევე თავის მშობლიურ, ესპანურ ენას ასწავლის.


imageimage


ძიძის გარდა, სასახლეში კიდევ მუშაობენ მედდები, მოსამსახურეები და დაცვის წევრები და ყველა მათგანი ასრულებს თავის საქმეს, თუმცა ბავშვების საკითხს ბოლომდე, მხოლოდ მარია ტერეზა უძღვება.

imageimage



გარდა იმისა, რომ მარია ტერეზას კარგი ანაზღაურება აქვს, კემბრიჯის სამეფოში გულუხვად ასაჩუქრებენ ხოლმე. პირადათ ქეითისგან, ის ხშირად იღებს საჩუქრებს და განსაკუთრებულს კი ყოველ შობას.


სამეფო ოჯახი, სამსახურში, ძირითადად გაუთხოვარ (გასათხოვარ) ქალბატონებს იყვანს, რადგან ასე თავს არიდებენ ჭორების გავრცელებას.


image


კენსინგტონის სასახლე, არ საუბრობს მარიაზე იმაზე მეტს, რაც არაა საჭირო, რომ იცოდეს პრესამ. 47 წლის ძიძაც პრესისგან იზოლირებულად ცხოვრობს. საზოგადოებას აკვირვებს მხოლოდ ის ფაქტი, თუ რატომ აირჩია მარიამ მაინცდამაინც სამეფო ოჯახი? ყველამ ვიცით, რომ დიდი პასუხისმგებლობა იკისრა მარიამ, რადგან მას ენიჭება უფლება მისცეს შესაბამისი განათლება მომავალ მონარქს, რომლის ხელშიც იქნება გაერთიანებული სამეფო და მთელი მისი ბედი.


image





იხილეთ აგრეთვე:


პაპარაცებმა გაშიფრეს, თუ რატომ ატარებს ჰერცოგინია ქეით მიდლტონი თითზე "პლასტირს"image





ნახეთ რა იპოვეს გრეის კელის საქორწინო ფეხსაცმელშიimage


1
948
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
948
  
2018, 17 აგვისტო, 12:57
საინტერესო სტატიაა, ძლიერი ნებისყოფის ქალია ეტყობა, თორემ ძნელია ეტიკეტის რეჟიმით ცხოვრება...
0 1 1