საზოგადოებრივი თერჯოლაში 50,000 წლის წინ მცხოვრები ადამიანები 2018, 14 აგვისტო, 5:03 იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, საგვარჯილეს კარსტული მღვიმე, რომელიც ზღვის დონიდან 220 მეტრზე მდებარეობს მდინარე ძევრულას ჩაკეტილ ხეობაში, მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს. აქ 2018 წელს აღმოაჩინეს ზედაპალეოლითური ხანის არქეოლოგიური მასალა - კაჟის და ასევე სხვა მასალის იარაღები, ასევე საწარმოო ნარჩენები. აღმოჩენილი მასალა 15 000 წლის წინანდელია და მიეკუთვნება დაახლოებით ძვ.წ. 130-ე საუკუნეს. ამ ტერიტორიებზე ამ დროს მოსახლეობდნენ მონადირე-შემგროვებელი ჰომო საპიენსები. სტრატიგრაფიულ ჭრილში 12 ფენაა ფიქსირებული. ზედა პალეოლითის (ანუ ძველი ქვის ხანის - 50 ათასი წლის წინანდელი) პერიოდიდან დაწყებული, ფეოდალურ ხანამდე ადამიანის ცხოვრების თითქმის უწყვეტი ნარჩენები. ფენებში აღმოჩენილია უამრავი უძველესი ნივთი, მათ შორის მრავალი ათეულ ათასი წლის ქვის ნაწარმი, წვეტანები, სახოკები, ზღვის ლოკოკინებისგან დამზადებული ყელსაბამი, ავგაროზები, ცხოველების გახვრეტილი კბილები, რომლებსაც გულსაკიდებად იყენებდნენ და სამშვენისებად მაშინდელი "იმერლები". ასევე აქ აღმოჩენილია, ენეოლითის დასაწყისის, დაახლოებით ძვ.წ. მე-40 საუკუნის თოხისებრი მიწის დასამუშავებელი ნაკეთობები. ასევე ანკესი, ნემსები, სადგისები, ისრისპირები, შუბისპირები, კერამიკული ნაწარმი და სხვა... ავტორი: თორნიკე ფხალაძე 920 3-ს მოსწონს 1-ს არა |
In Georgia, Imereti region, Terjola municipality, Sagvarjile karst cave, which is located 220 meters above sea level in the closed gorge of the river Dzevrula, is a multi-layered archeological monument. Archaeological material of the Upper Paleolithic period was discovered here in 2018 - tools of flint and other materials, as well as industrial waste. The discovered material is 15,000 years old and belongs to around 130th century BC. These areas were inhabited at this time by hunter-gatherer Homo sapiens.
12 layers are fixed in the stratigraphic section. From the Upper Paleolithic, Old Stone Age - 50 thousand years ago - continuous remnants of human life until the feudal era. Numerous ancient artifacts have been found in the layers, including many tens of thousands of years of stone artifacts, tassels, necklaces made of sea snails, animal teeth that were used as pendants for "Paleo-Imerians" for decoration. here was found rods, needles, saddles, arrows, spears, ceramics of the early Eneolithic, around 40th century BC.