საზოგადოებრივი ბრაზილიიდან საქართველომდე - რას ნიშნავს მსოფლიოს ქვეყნების სახელწოდებები 2018, 14 აგვისტო, 8:25 გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ დაერქვა იტალიას იტალია, ან ლიხტენშტეინს ლიხტენშტეინი? რატომ უწოდეს არგენტინას არგენტინა ან ეგვიპტეს ეგვიპტე? იცოდით, რომ ბერძნებმა მალტა „ფუტკრების ქვეყნად'' მონათლეს, ხოლო ვენესუელას დიდმა ამერიგო ვესპუჩიმ, მშობლიური ვენეციის საპატივცემულოდ, „პატარა ვენეცია“ დაარქვა? - მსოფლიოში დაახლოებით ორასამდე სახელმწიფო არსებობს უნიკალური კულტურით, ისტორიითა და რაღა თქმა უნდა, სახელწოდებებით. ბუნებრივია, ყველა სახელმწიფოს სახელს ეტიმოლოგიური ახსნა მოეძებნება, თანაც ძალიან საინტერესო.
![]() მაშ ასე, მოდით ერთად გავარკვიოთ, თუ როგორ გაჩნდა მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნის სახელწოდება და რას ნიშნავს ის. ეგვიპტე![]() ამ სახელმწიფოს სახელი ძველმა ბერძნებმა შეარქვეს. სავარაუდოდ, იგი მიღებულია Hikuptah-ს დამახინჯებით, რაც ნიშნავს „უზენაესი ღვთაება პტახის სულის ტაძარს“. ბერძნებს მისი წარმოთქმა უჭირდათ და სიტყვა სახეშეცვლილი ფორმით — „ეგვიპტე'' დამკვიდრდა. არაბულენოვანი სამყარო დღესაც „მისრს'' უწოდებს თავის ქვეყანას. აქედან მომდინარეობს მისი ძველქართული სახელწოდება „მისრეთი“. ლიხტენშტეინი![]() XVIII საუკუნის დასაწყისში მიწები, რომელზეც დღეს ეს ჯუჯა-სახელმწიფო მდებარეობს, შეიძინა ავსტრიელმა თავადმა ჰანს-ადამ-ლიხტენშტეინმა. 1719 წელს შექმნილ სახელმწიფოს სწორედ მისი სახელი უწოდეს. არგენტინა![]() 1526 წელს ესპანეთის მეფის დავალებით ვენეციელი მოგზაური სებასტიან კაბოტი იკვლევდა მდინარე პარანის შესართავს. მისი აზრით, ეს მდინარე ვერცხლით მდიდარი რაიონიდან მოედინებოდა. ამიტომ მას უწოდა Río de la Plata (ესპანურად rio - „მდინარე“; plata - „ვერცხლი“), ხოლო მიმდებარე რეგიონს - La Plata. შემდეგში ეს სახელი მთელ ქვეყანაზე გავრცელდა, მაგრამ უკვე ლათინური ფორმით: argentum ლათინურად ვერცხლს ნიშნავს ბრაზილია![]() სიტყვა „ბრაზილია“ მომდინარეობს მცენარე ბრაზილიური ხისაგან (Caesalpinia echinata, პერნამბუკის ხე), რომელიც ერთ დროს უხვად იზრდებოდა ბრაზილიის სანაპიროს გასწვრივ. პორტუგალიურ ენახზე ამ ხეს პაუ-ბრაზილი ჰქვია, სიტყვა ბრაზილი ნიშნავს „წითელი, როგორც ნაკვერჩხალი“, რაცლათინური brasa–დან (ნაკვერჩხალი) მომდინარეობს.იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხე დიდი რაოდენობით წითელ საღებავს გამოყოფდა, საკმაოდ მაღალი ღირებულების მქონე აღმოჩნდა ევროპული ტანსაცმლის ინდუსტრიისთვის, შესაბამისად ის ერთ–ერთი ყველაზე ადრეული კომერციულად გამოყენებადი პროდუქტი იყო ბრაზილიიდან. მე-16-ე საუკუნეში ბრაზილიის სანაპიროებზე პაუ–ბრაზილის მასობრივი გაჩეხვა დაიწყო ადგილობრივი ინდიელების მიერ, რომლებიც მას ევროპელ ვაჭრებს (ძირითადად პორტუგალიელებსა და ფრანგებს) უცვლიდნენ ევროპულ სამომხმარებლო საქონელში. ამ მიწის ოფიციალური სახელი პორტუგალიელთა ჩანაწერებში იყო „წმინდა ჯვრის მიწა“ (Terra da Santa Cruz), მაგრამ ევროპელი ვაჭრები და მეზღვაურები მას უბრალოდ „ბრაზილიის მიწას“ (Terra do Brasil) უწოდებდნენ. ეს დასახელება თანდათანობით გავრცელდა და ბოლოს ოფიციალური სახელად იქცა. ადრეული მეზღვაურები ზოგჯერ ასევე მას ასევე მოიხსენიებენ „თუთიყუშების მიწის“ (Terra di Papaga) სახელით. მაკედონია![]() ერთ-ერთი ძველი ვერსიის თანახმად, დასახელება წარმოდგება სახელისაგან ''მაკედონი'', რომელიც ამ ადგილებში მცხოვრები ტომის ბელადს ერქვა. უფრო თანამედროვე ვერსიით დასახელების ფუძეა სიტყვა maketia, რაც ნახირს ნიშნავს. ამ ადგილებში მოსახლეობა ოდითგანვე მისდევდა მესაქონლეობას. მონაკო![]() სახელი წარმოდგება ძველი ბერძნული სიტყვისაგან ''მონიოკოს''- ასე ეწოდებოდა ადგილს, სადაც ბერძნული მითოლოგიის გმირი ჰერკულესი ცხოვრობდა. ''მონიოკოსი''-ჰერკულესის ბერძნული ზედმეტსახელია. საფრანგეთი![]() ეს სახელი მომდინარეობს ფრანკების ტომებისაგან. თვით სიტყვა “ფრანკი” თავისუფალ ადამიანს ნიშნავს. ამ ტერიტორიას რომაელები გალიას უწოდებდნენ გალების კელტური ტომის მიხედვით. საფრანგეთის სახელები სხვა ენებზე: Gallia (ბერძნული), Francogallia (ლათინური), Fagguo (ჩინური), Ranska (ფინური), Tsarf (ებრაული), Valland (ძველნორვეგიული), Bro-C'hall (ბრეტონული), Perancis (ინდონეზიური). შვეიცარია![]() ქვეყანას სახელი ეწოდა შვიცის კანტონის მიხედვით, რომელიც 1291 წელს ამ ადგილას შექმნილი პირველი გაერთიანების ბირთვი იყო. ისლანდია![]() Ísland, ანუ ''ყინულოვანი მიწა''-ასე უწოდეს ამ კუნძულს IX საუკუნეში აქ მისულმა ნორმანებმა. ალბანეთი![]() ალბანეთს ადგილობრივ ენაზე „შკიპერია“ ჰქვია, რაც ქართულად „არწივების ქვეყნას“ ნიშნავს. ბარბადოსი![]() კუნძულ ბარბადოსს სახელი ესპანელებმა უწოდეს. 1518 წელს. როდესაც მათ კუნძული დაიპყრეს, იქაურობა ლეღვის ხეებით იყო მოფენილი, რომელთა ტოტებზეც ხარობდა წვერების მსგავსი მცენარე. „ბარბადო“ კი ესპანურად წვერს ნიშნავს. გალაპაგოსი![]()
ესპანელებმა ეკვადორის არქიპელაგში მობინადრე გიგანტური კუები უნაგირს შეადარეს და ასეც უწოდეს — „გალაპაგო“, ანუ უნაგირი. კუნძულებს, სადაც ეს კუები ბინადრობდნენ, გალაპაგოსი ეწოდა.
ესპანეთი![]()
სახელი ფუძეს იღებს ძველი ფინიკიური სიტყვიდან E-spaña, რაც ბევრ ბოცვერს ნიშნავს. როგორც ჩანს, მათი რაოდენობა აქ ძალზე ბევრი იყო.
კვიპროსი![]() Cyprus- სპილენძს ნიშნავს. ასე დაარქვეს კუნძულს, სადაც სპილენძის მადანს მოიპოვებდნენ ( და არა იმის გამო, რომ აქ ბევრი კვიპაროსი ხარობდა). ვენესუელა![]()
ვენესუელას სახელი ამერიგო ვესპუჩიმ დაარქვა. ამ ქვეყნის ხედები, ხიმინჯებიანი სახლები, არხები მოგზაურმა მშობლიურ ვენეციას მიამსგავსა და ამიტომ ქვეყანას „პატარა ვენეცია“, ანუ ვენესუელა უწოდა.
ნიდერლანდები![]() პირდაპირი თარგმანით Nederland ნიშნავს დაბალ მიწას, ანუ ზღვის დონიდან დაბლა მდებარეს. როგორც ჩანს, სიტყვას ჰოლანდიასაც (Holland) ასეთივე ძირი აქვს: hoi, hal (დაბლა) და land -მიწა.
ნორვეგია![]()
ძველ სკანდინავიურ ენაზე სიტყვა Norðrvegr ნიშნავდა ''ჩრდილოეთის გზას''. სწორედ ამ გზით გადიოდნენ ნორმანები ჩრდილოეთის ზღვებში. თანამედროვე ნორვეგიულში იგი მიღებულია ძირებიდან northr და rike, რომლის მნიშვნელობაა "ჩრდილოეთის სამეფო"
იაპონია![]() იაპონიის სახელმწიფოს სახელი „ნიპონ“ ქართულად ითარგმნება როგორც „მზის ფესვი“, ანუ „ადგილი, სადაც მზე ცხოვრობს“. ტყუილად როდი უწოდებენ იაპონიას მეორენაირად ამომავალი მზის ქვეყანას. უკრაინა![]() „უკრაინა“ სლავურად სასაზღვრო რეგიონს ნიშნავს, შეადარე რუსულს - „Окраина“. ამავე დროს სიტყვა „კრაინა“ უკრაინულში, ბელორუსულში, სერბო-ხორვატულში აღნიშნავს „ქვეყანას“. იტალია![]() სახელი უკავშირდება ძველ იტალიკურ ტომებს, რომელთა ერთმა ნაწილმა, კერძოდ, ლათინებმა დაიმორჩილეს დანარჩენები და შექმნეს რომის რესპუბლიკა. სხვა ვერსიით, იგი მომდინარეობს „ხბოთა ღვთაების“ სახელისაგან (ლათინურად vituli ხბოებს ნიშნავს). კანადა![]() მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს, კანადის სახელი ჰურონის ტომის ინდიელთა ენიდან ითარგმნება, როგორც „დიდი სოფელი“. კამერუნი![]() პორტუგალიელმა ფერნან დუ პომ და რუი დი სიკეირამ ქვეყანას კამერუნი იქ მობინადრე კიბორჩხალების (პორტუგალიურად Camarao) გამო უწოდეს. ლიტვა![]()
ლიეტუვა ადგილობრივ ენაზე ნიშნავს „წვიმიან ქვეყანას“, ან „წვიმიან მიწას“ — სიტყვიდან Lietus, ანუ წვიმა.
შვედეთი![]() სახელი წარმოდგება ძველი სკანდინავიური სიტყვისაგან svein. ასე ერქვა ამ ადგილებში მცხოვრებ ერთ-ერთ უძველეს ტომს. სიტყვა Rige კი სახელმწიფოს ნიშნავს. მადეირა ( პორტუგალიის ავტონომიური რეგიონი)![]() 1418 წელს პორტუგალიელმა ზღვაოსნებმა აღმოაჩინეს მიწა, რომელიც დაბურული ტყით იყო დაფარული. „მადეირა“ პორტუგალიური სიტყვაა და ტყიანს ნიშნავს. მალტა![]() ძველმა ბერძნებმა კუნძულ მალტას „თაფლის კუნძული“ დაარქვეს („მელიტა“ — ბერძნულად ფუტკარი). თავად მალტელები კი კუნძულის „კალიფსოს“ უწოდებენ, რადგან სწამდათ, რომ სწორედ იქ ცხოვრობდა მშვენიერი ნიმფა კალიფსო, რომელიც ოდისევსს შვიდი წლის განმავლობაში იფარავდა. სომხეთი![]() ქვეყნის სახელის სხვადასხვა ფორმები მომდინარეობს ძველსომხური ტომებისაგან - ჰაიასა, სუხმე, არმე. პირველი მათგანისგან მიღებულია სახელწოდება სომხურ ენაზე (ჰაიასტან), მეორისაგან - ქართულ ენაზე (სომხეთი), მესამისაგან - ევროპულ ენებზე (Armenia). აზერბაიჯანი![]() ძვ. წ. IX საუკუნეში ამ ტერიტორიაზე არსებობდა რომაული პროვინცია Media Atropatena ან მოკლედ Atropatena. ასე ერქვა მას მმართველის სახელის მიხედვით. დღევანდელი სახელი Azərbaycan მიღებულია რომაული „ატროპატენას“ და არაბული „ადერბედაგანის“ ტრანსფორმაციით. სხვა ვერსიით, ქვეყნის სახელი ნიშნავს „ცეცხლის ქვეყანას“. პანამა![]() 1519 წელს ინდიელ მეთევზეთა სოფლის ადგილას დაარსდა ქალაქი პანამა. „ბევრი თევზი“- ასე ითარგმნება მისი სახელწოდება. XIX საუკუნეში ეს სახელი მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. სინგაპური![]() ქალაქ-სახელმწიფო სინგაპურის სახელწოდება ითარგმნება, როგორც „ლომის ქალაქი“. ლეგენდის თანახმად, ის ინდოეთიდან გადმოსულ ახალმოსახლეებს დაუარსებიათ ზუსტად იმ ადგილას, სადაც ისინი ლომს გადაწყდომიან. ფილიპინები![]() სახელმწიფოს სახელი უწოდა ესპანელმა ზღვაოსანმა რუი ლოპეს ვილიდოვისმა, რომელმაც 1543 წელს ამ კუნძულებს „ლას ფილიპინასი“ ესპანეთის უფლისწულის, მომავალი მეფის ფილიპე მეორის პატივსაცემად დაარქვა. ჩინეთი![]() ევროპულ ენებში სახელი Chine, China, Cina მომდინარეობს ცინის დინასტიისაგან. თვით ჩინელები თავის ქვეყანას უწოდებენ ჭუნგუო-ს (中国), რაც „შუა სახელმწიფოს“ ნიშნავს. კატარი![]() ეს არაბული სახელწოდებაა და ქართულად „წვიმის წყვეთს“ ნიშნავს, ეს მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში წვიმა ძალიან იშვიათად მოდის. ყაზახეთი![]() ეს სახელი თურქულია და ქართულად სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „გლეხების მიწა“. ავსტრალია![]() სახელი ავსტრალია წარმოსდგება ლათინური australis-იდან, რაც „სამხრეთს“ ნიშნავს. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ქვეყანა არალიტერატურულ მეტყველებაში მოიხსენიებოდა როგორც ოზი (Oz). ავსტრალიის მეზობელ ახალ ზელანდიაში და უფრო იშვიათად თვითონ ავსტრალიაშიც „ოსსი“ ასევე ერის აღსანიშნავადაც გამოიყენება. Terra Australis Incognita-ს ანუ „უცნობი სამხრეთი მიწის“ ლეგენდები სათავეს რომის ეპოქიდან იღებენ და შუასაუკუნის გეოგრაფიის უბრალო მოვლენა იყო, მითუმეტეს ის არ ეყრდნობოდა კონტინენტის შესახებ არცერთ დოკუმენტურ ცოდნას. ევროპული აღმოჩენის შემდეგ, ავსტრალიის მიწის სახელები ხშირად უკავშირდებოდა ცნობილ Terra Australis-ს. მეთიუ ფლინდერსი (1774-1814) იყო პირველი ევროპელი მკვლევარი, რომელმაც გარს შემოუარა კონტინენტს, აღწერა მისი სანაპირო ზოლი და თავის პუბლიკაციებში პირველად გამოიყენა ტერმინი „ავსტრალია“. პაკისტანი![]() „პაკისტანი“ სპარსული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს „სუფთა მიწას“, ანუ „სიწმინდის ქვეყანას“. ის 1947 წელს შეიქმნა ბრიტანეთის კოლონიის — ინდოეთის დაშლის შემდეგ. ჩეხეთი![]() წარმოდგება ძირითად მოსახლეთა ეთნონიმისაგან. ლათინური სახელი Bohemia, ისევე როგორც გერმენული Böhmen ეწოდა კელტური ტომების-ბოიების მიხედვით, რომლებიც აქ ძვ.წ. მე-2-ესაუკუნეში ცხოვრობდნენ. ესტონეთი![]() სახელწოდება წარმოდგება აქ მცხოვრები უძველესი ესტების ტომებისაგან. ბალტიურიდან ''ესტი''-''წყალთან მცხოვრებს'' ნიშნავდა. ფინეთი![]() სახელი შესაძლოა მომდინარეობდეს გერმანიკული Fennland-ისაგან, რაც „მოხეტიალეებს“ უნდა ნიშნავდეს, ხოლო ეროვნულ ფორმას (Suomi) უკავშირებენ ბალტიურ ძირს, რომლის მნიშვნელობაა „მიწა, ქვეყანა“. საბერძნეთი![]() მომდინარეობს გრაიების ტომის ლათინური სახელისგან, Graeci-საგან, რომლებიც ცხოვრობდნენ იტალიაში ძვ. წ. VIII საუკუნეში. ბერძნული სახელი Ellas (Ελλάδα) წარმოსდგება hellenes-საგან. ეს არის ბერძნული ტომების საერთო სახელი, რომელიც საერთო წინაპრისაგან Helene-საგან შეიძლება მომდინარეობდეს. დიდი ბრიტანეთი (Great Britain) ![]() კელტების ერთ-ერთი ტომი, რომელთაც ბრიტებს უწოდებდნენ, ჩვენს ერამდე VIII საუკუნეში თანამედროვე ბრიტანეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ; ხოლო სახელწოდება ''ინგლისი'' წარმოიშვა გერმანული ანგლების ტომებისაგან, რომლებიც საქსებთან ერთად დასახლდნენ აქ V–VI საუკუნეში ჩვენი წელთაღრიცხვით. უნგრეთისიტყვა ''უნგრეთი'' წარმოდგება პოლონური სიტყვიდან ''უგრები'', რომელიც გამაერთიანებელი სახელწოდებაა ხანტების, მანსების და უნგრელებისა. თავად უნგრელები თავიანთ თავს მადიარებს უწოდებენ, ხოლო ქვეყანას ''მადიარების მიწას''. გერმანია![]() Germania, მომდინარეობს Ger, Germani, Germanus-დან, რაც გალების კელტური ტომის ენაზე „მეზობელს“ ან „ძმას“ უნდა ნიშნავდეს. გერმანულად – Deutschland, ეს სახელი უკავშირდება ძველ გერმანულ სატომო სახელს — Diutisce-ს. ფრანგულად — Allemagne, ალემანებიც ერთ-ერთი გერმანული სატომო სახელია, alle man „ყველა ადამიანს“ ნიშნავს. სლავურ ენებზე- Niemcy, Nemecko, მომდინარეობს სიტყვა „მუნჯისაგან“ ანუ მეტაფორულად გულისხმობს მათ, ვისაც „ჩვენი ენა არ ესმის“. ირლანდია![]() ძველირლანდიური სიტყვისაგან eirinn-ანუ ''დასავლეთი მიწა''. ირლანდია ევროპის უკიდურესი დასავლეთი მხარეა. რუსეთი![]() შესაძლოა, სახელწოდება მომდინარეობდეს შვედური სიტყვისაგან rus, რაც „მცხოვრებს“ ნიშნავს. თვით რუსული ენით ეს ტერმინი არ აიხსნება. ერთ-ერთი ვერსიით, რუსები იყვნენ შვედური ტომები, რომლებიც დაახლოებით ათასი წლის წინ გაითქვიფნენ აღმოსავლეთ სლავებში. XV საუკუნემდე ქვეყანას ერქვა Русь, შემდეგ კი ბერძნული ენის გავლენით დაერქვა «Росия». XVIII საუკუნიდან ქვეყანას Россия ეწოდება. ვატიკანი![]() ბორცვი, რომელზეც ვატიკანი დგას, ძველთაგანვე იწოდებოდა, როგორც Vaticanus. ლათინურიდან vaticinari ნიშნავს წინასწარმეტყველებას. ძველად ეს ადგილი გამოყოფილი იყო მისნებისა და წინასწარმეტყველებისათვის. საქართველო![]() ქვეყნის სახელწოდება „საქართველო“ მომდინარეობს „ქართ“ ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს „ქართუ, კარდუ, ხალდუ“- ს უკავშირდება. 1918-1921 წლებში იწოდებოდა „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად“, ხოლო 1990-1995 წლებში — „საქართველოს რესპუბლიკად“. ქვეყნის უცხოური სახელი Georgia მიწას, მიწაათმოქმედს ნიშნავს. ლეგენდის მიხედვით, როცა არგონავტები კოლხეთის ნაპირებს მოადგნენ და მიწა დაინახეს, აღმოხდათ GEO-ანუ მიწა. აქედან წამოვიდა სახელწოდება Georgia. ქართველი ერის ეროვნული სახელმწიფოს თვითდასახელება (ავტონიმი) ჩამოყალიბებულია ადრეულ შუა საუკუნეებში სრულიად-ქართველთა კულტურული და პოლიტიკური ერთიანობით. სახელი მომდინარეობს საქართველოს ცენტრალური რეგიონი ქართლისაგან, რომელიც კლასიკურ და ბიზანტიურ წყაროებში ცნობილია, როგორც იბერია. საქართველოს სახელწოდება დასავლურ ქვეყნებში დამკვიდრდა, როგორც „გეორგია“, ხოლო უმეტესად სლავურ საზოგადოებებში რუსული გავლენით დამკვიდრდა სახელით „გრუზია“ ( gruzʲɪjə). როგორც დასავლური, ისევე რუსულენოვანი ეგზონიმები ეფუძნება ქართველების უძველეს სპარსულ განსაზღვრება vrkan/gurgan-ს (მგლების ქვეყანა). 965 9-ს მოსწონს
|