კაბები ყველაფერი ქორწილისთვის... 2018, 12 აგვისტო, 22:27 ქორწილის დღე ...
დღე, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს და ყველა ქალს სხვადასხვაგვარად წარმოუდგენია..
ქორწილის სამზადისში, ყველაზე მთავარი და რთული შესარჩევი სადედოფლო კაბა გახლავთ...
არ დავიწყებ საუბარს მოდის ბოლო ტენდეციებზე ...
არც ის მინდა, რამე ცნობილ კოლექციებზე ვისაუბრო. უბრალოდ ჩემს კომპიუტერში იმდენი ლამაზი ფოტო ვიპოვნე, გამიჩნდა სურვილი ერთად ამეკინძა.. ბევრს აღარ გავაგრძელებ და გთავაზობთ პოზიტიურ და ლამაზ სტატიას, ვინ იცის, იქნებ ვინმეს გამოადგეს კიდეც ჩემი სტატია... მოდით კაბებით დავიწყოთ... თანამედროვე გოგონების არჩევანი, ძირითადად წელშიგამოყვანილი, სადა, კუდიანი კაბები გახლავთ...ასეთი კაბებით ისინი ხაზს უსვამენ მათ ლამაზ სხეულს და ზღაპრულ არსებებს - ქალთევზებს ემსგავსებიან... თუმცა არც გაშლილი კაბები მიივიწყა მოდამ..სხვადასხვა ძვირფასი თვლებით მორთული კორსეტები თავიანთი ბრწყინვალებით აბრმავებენ ყველას... არანაკლები პოპულარობით სარგებლობენ მოკლე საქორწილო კაბები.. და ბოლოს ქორწილის თემასთან დაკავშირებული ძალიან ბევრი ლამაზი ფოტო... არ აქვს მნიშვნელობა როგორ კაბას ჩაიცვამთ - მოკლეს, გრძელს თუ გაშლილს.. რა თვლები ექნება თქვენს დიადემას, ცირკონი თუ ბრილიანტი... მთავარია გიყვარდეს და თვალები ბენდიერებისგნ ბრწყინავდეს... გისურვებთ მინდვრის ყვავილების დიადემა გიმშვენებდეთ თმებს და ბედნიერებით თვალები გიბრწყინავდეთ ბრილიანტებივით... პ.ს როცა დარწმუნდებით, რომ ის ის არის, ვისაც შეგიძლიათ უერთგულოთ სიკვდილამდე, ჩასჭიდეთ ხელი და ერთად გაუყევით ცხოვრების ბილიკებს.... მაღალი ხარისხის ფოტოსესია `By Qocho`-სგან! აღბეჭდე ბედნიერი დღეები ინტერ-გოგონა 325 7-ს მოსწონს |
"ასე თუ წახვალ ჩვენს მომავალს რაღა დარჩება?შვილი დატოვე სილამაზის გადასარჩენად..."
:)