x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ჩინეთში iPhone 6-მა კინაღამ ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
image

ჩინელი ქალბატონი კინაღამ სიცოცხლეს გამოესალმა, მას შემდეგ რაც მისი სმარტფონის ელემენტი მოულოდნელად მის თვალწინ, რამდენიმე სანტიმეტრში აფეთქდა.


ინცინდენტი გასულ ოთხშაბათს დილით მოხდა, როდესაც ქალი ავტომობილით შანხაიში მიემართებოდა, ტელეფონი კი მანქანის დაფაზე იყო მოთავსებული, რა დროსაც იგი უეცრად აალდა და ცეცხლი გაუჩნდა.


შოკისმომგვრელ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იკივლა ქალბატონმა მას შემდეგ, რაც ცეცხლმოკიდებული ტელეფონი დაინახა. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ახლად შეცვლილი ტელეფონის ელემენტი გახდა. ქალბატონმა შემდეგ განაცხადა, რომ ელემენტი არაოფიციალურ მაღაზიაში შეცვალა, სწორედ ამის შემდგომ ყველაფერი ნათელი გახდა.



ქალბატონმა ფინანსური კომპენსაცია მოსთხოვა სერვისის მეპატრონეებს, მაგრამ მან უარი მიიღო.


მსგავსი შემთხვევა ადრეც დაფიქსირდა. როგორც წესი, iPhone - ის ელემენტის აფეთქებას მესამე მხარის მიერ წარმოებული პროდუქცია იწვევს, რომელიც არაავტორიზებულია და ადვილია მისი დაზიანებისა და გადახურების შესაძლებლობა.




1
183
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
183
  
2018, 10 აგვისტო, 20:47
ტელეფონისაც უნდა მეშინოდეს? :(
0 1 1