ბადრიჯანი გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ გული, საქონლის ხორცის ფარშს შეურიეთ ბადრიჯნის დაჭრილი შიგთავსი, ნიორი(2 კბილი), პილპილი, და მარილი .მიღებული მასით ამოავსეთ ბადრიჯნები.(ბადრიჯნის გაჭრა შეიძლება სიგრძეზეც და სიგანეზეც )
ზემოდან ამოვსებულ ბადრიჯანზე გაანაწილეთ რგოლებად დაჭრილი პომიდორი და გახეხილი ყველი.ბადრიჯნები მოათავსეთ ცხიმწასმულ ტაფაზე და შედგით ღუმელში 40 წუთი, სუფრაზე მიტანის წინ დააყარეთ მხოლოდ ოხრახუში.