ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი რატომ დაბლოკავს Facebook და Instagram 13 წლამდე ასაკის ბავშვებს 2018, 9 აგვისტო, 23:44 იმიტომ, რომ მათი ადგილი იქ არ არის!![]() სოციალურ ქსელ Facebook -ს სურს აკრძალოს 13 წლამდე ასაკის ბავშვების წვდომა. ეს ცვლილება ასევე შეეხება Instagram-ს, იუწყება сообщает Noticieros Televisa.
ამ სოციალური ქსელის მოდერატორები დაბლოკავენ მათ, ვისაც არ მიუღწევიათ დადგენილ მინიმალურ ასაკამდე.
«Facebook მოითხოვს, მომხმარებელი იყოს 13 წლის (ზოგ იურისდიქციაში ზღვარი მეტიც შეიძლება იყოს). ყალბი ინფორმაციის მქონე ანგარიშის შექმნა პირობების დარღვევაა. ეს ასევე ეხება 13 წლის ასაკამდე ბავშვის სახელით რეგისტრირებულ ანგარიშებს ". კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სისტემა უკვე იძლევა საშუალებას, დაიბლოკოს ნებისმიერი საეჭვო განაცხადი. ბავშვებს ადრეც ეკრძალებოდათ ამ ქსელით სარგებლობა, მაგრამ მოდერატორები ასეთ ანგარიშებს ბლოკავდნენ მხოლოდ საჩივრის შემთხვევაში. თუ დაბლოკილი მომხმარებელი შეძლებს დაამტკიცოს, რომ მიაღწია მოთხოვნილ ასაკს, მას შეუძლია გააგზავნოს ოფიციალური დოკუმენტი სურათით, ბლოკირების გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად. თუ ის დაამტკიცებს საკუთარ ასაკს, მაშინ ანგარიში აღდგენილი იქნება. დღემდე უცნობია, იმოქმედებს თუ არა ეს აკრძალვა ორივე ქსელში აქტიური მომხმარებლების რაოდენობაზე.
უნდა აღინიშნოს რომ Facebook-მა უკვე დაკარგა პოპულარობა ახალგაზრდებში (Instagram -გან განსხვავებით ). თქვენ ემხრობით ამ წამოწყებას? ***იხილეთ ასევე: 1. 10 ყველაზე საოცარი კომპიუტერული პროგრამის შეცდომა კაცობრიობის ისტორიაში ***2. Apple-ის ყურსასმენების 15 ფარული შესაძლებლობა. მფლობელების 99 %-მა ეს არ იცის ***3. ვაიბერის შვიდი საიდუმლო! 52 11-ს მოსწონს
|