x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სალომე ზურაბიშვილი : «მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა, ტკივილი ამ გმირების საფლავებთან...»

image


«მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა, ტკივილი ამ გმირების საფლავებთან და სურვილი გამოვთქვა, რომ საქართველოს ამდენი წლის მანძილზე, ეყოს ამდენი მსხვერპლი. ბოლო ერთი საუკუნე, დაწყებული იუნკრებით და დამთავრებული 2008 წლის ომით, მაგრამ არა დამთავრებულით, რამეთუ ყოველდღიურად ვხედავთ გატაცებებს არარსებულ საზღვარზე. ეს არის ომი, რომელიც გრძელდება. ეს არის საქართველოს ტრაგედია, დღევანდელი, გუშინდელი დღე – სანამ არ იქნება საქართველო გაერთიანებული. ეს არის სიტყვები რაც მე მინდოდა მეთქვა დაღუპული გმირების მემორიალთან. თუ თქვენ გინდათ კვალიფიკაცია იმის თუ რა მოხდა, მე ამ კითხვას სხვანაირად დავსვამ - როგორი კვალიფიკაცია უნდა მივცეთ იმ მოვლენებს, როცა დაიწყო საომარი მოქმედებები იმ დროს, როცა საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა, საქართველო გაფრთხილებული იყო ყველა მოკავშირისგან, რომ სამხედრო ნაბიჯები არ გადაედგა, გაფრთხილებული იყო, რომ არანაირი დახმარება არ იქნებოდა. როცა შენ დახმარების იმედი არა გაქვს, როცა შენ უპირატესობა არ გაქვს, როცა მოულოდნელობების ფაქტორი შენს მხარეს არ არის, რომ სიურპრიზით იმოქმედო, როცა იცი, რომ საზღვარზე ივლისიდან მიდის წვრთნები - «კავკაზი» და იქ ასეული ჯავშანტექნიკაა, ათასობით რუსი ჯარისკაცი დგას და რაღაცას ელოდება, როცა ეს ყველაფერი არის სახეზე, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლა და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია - უგუნურება?! გიჟი პრეზიდენტის ახირება?! თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?! მე არ ვიცი, ეს კითხვა უნდა დასვათ თქვენ, ჟურნალისტებმა, კითხავა, რომელზეც უნდა ფიქრობდნენ ანალიტიკოსები და ჟურნალისტები, რომ ამას პასუხი გაეცეს. თუ ჩვენ არა გავეცით ამ მკითხვაზე პასუხი, მომავალში კიდევ შეიძლება აღმოვჩნდეთ სასტიკ სიტუაციაში, რადგან უცვლელია ჩვენი მტერი, უცვლელია საუკუნე, თუ აღარ ჩავთვლით რუსეთის იმპერიის წინა ქმედებებს და ეს ვიცით, ეს არის ის მოცემულობა, რომელშიც ვცხოვრობთ და ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს აგრესორი, ოკუპანტი და იმპერიალისტი, უნდა დავძლიოთ არა იმით, რაც არა გვაქვს, ანუ სამხედრო ძალით, უნდა დავძლიოთ ჭკუით, გაერთიანებით და ერთად დგომით და ეს სიძულვილი რაც არის ქვეყანაში, რაც ჩემზეც წამოვიდა. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, გარწმუნებთ, რომ მზად ვარ ყველაფრისთვის და ჩვენ ეს სიტუაცია უნდა დავძლიოთ ერთად დგომით».

image
0
12
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0