x
image
Maia kordzadze
სამშვილდეში თამარ მეფის, ლაშა-გიორგისა და გიორგი III-ის მონეტები აღმოაჩინეს

image

სამშვილდის ციტადელში მიმდინარე არქეოლოგიური და ინტერდისციპლინური კვლევების დროს არქიტექტურული ნაგებობის ნაშთები გამოვლინდა. ერთ-ერთი სათავსოს იატაკის დონეზე ექსპედიციის წევრებმა ხის ყუთში დაგროვებული მონეტების განძი აღმოაჩინეს.


განძს არქეოლოგები დიდი ალბათობით, განვითარებულ შუა საუკუნეებს (სავარაუდოდ XII-XIII სს.) მიაკუთვნებენ. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, განძში მეფე გიორგი III - ისა და მეფე ლაშა - გიორგის მონეტებთან ერთად წარმოდგენილია თამარ მეფის მონეტაც წარწერით "დედოფალი დიდებული, მშვენება ქვეყნისა და სარწუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი."

მეცნიერების ყურადღებას იქცევს ის ფაქტიც, რომ განძში მონეტების გარდა, გაერთიანებულია ზოდები და ფულადი ემისსისათვის განკუთვნილი სპილენძის ფირფიტები, რაც მათ სამშვილდის ნაქალაქარზე ზარაფხანის შესაძლო არსებობაზე მიანიშნებს.


image

სამშვილდის ნაქალაქარის არქეოლოგიური ექსპედიცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს. მხარეებს შორის თანამშრომლობა 2013 წელს დაიწყო.


საქართველოს არქეოლოგიური ექსპედიციების ისტორიაში საქართველოს უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი სასწავლებელია, რომელმაც მსგავსი ტიპის აღმოჩენას მიაკვლია.


საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი "ქართუ") ფინანსური უზრუნველყოფით 6 წლიანი ინტერვალის განმავლობაში კვლევები არქეოლოგიური და ინტერდისციპლინარული მიმართულებების პარალელურად სარესტავრაციო-საკონსერვაციო კუთხითაც წარიმართა, რომლის შედეგადაც განხორციელდა სამშვილდის წმ. გიორგის ეკლესიისა და ნაქალაქარის ცენტრალურ უბანზე მდებარე “პალატის ეკლესიის"" სამეცნიერო შესწავლა და რეაბილიტაცია.


ამავე პროექტის ფარგლებში შედგა სამშვილდის კომპლექსის აერო-ფოტო-ვიდეო გადაღება, ანთროპოლოგიური და პალინოლოგიური კვლევები, არქეობოტანიკური კვლევები, ოსტეოლოგიური მასალის შესწავლა და რამდენიმე უბნის გეოარქეოლოკაციური კვლევა.

0
22
2-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0