x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ბავშვი სამყაროები - ტრილიონობით ტრილიონი პარალელური სამყარო
ბავშვი სამყაროები - ტრლიონობით ტრილიონი პარალელური სამყარო


ზოგი ფიქრობს, რომ ადამიანი ამ სამყაროში ერთი პატარა მტვრის ნამცეცია და მეტი არაფერი. ისინი ცდებიან, ვინაიდან სამყარო იმდენად წარმოუდგენლად დიდია, რომ მასში ზომებს მნიშვნელობაც კი ეკარგება. ყველაფერი, რაც ეხება ადამიანებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად, ჩვენი ტვინი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთელი გალაქტიკა იმიტომ, რომ ამ სამყაროში ზომებს კი არა, სტრუქტურულ სირთულეს აქვს მნიშვნელობა. მაგალითად გალაქტიკა კოლოსალურად დიდია, მაგრამ ვერ აზროვნებს (ყოველ შემთხვევაში ეს ნამდვილად არაა დამტკიცებული), აი ჩვენ კი ნამდვილად ვაზროვნებთ. ჩვენ ვართ გზა სამყაროსთვის, რომ შეიცნოს საკუთარი თავი. როგორც დიდ სუფიებს უყვარდათ თქმა: "ღმერთი (სამყარო) იძინებს ქვებში (ვარსკვლავებში, პლანეტებში), სიზმრებს ხედავს ცხოველებში და იღვიძებს ადამიანში." ხოლო ყოველი დაბადებული ადამიანი ცალკე სამყაროა.


მაგრამ თავი რომ დავანებოთ ადამიანის, როგორც პიროვნების "ცალკე სამყაროობიის" ხატოვან ცნებას და გადავიდეთ ფიზიკურად, რეალურად სხვა სამყაროებზე - უნდა გავიგოთ საერთოდ რა მოიაზრება ცნებაში - ბავშვი სამყაროები და არსებობს თუ არა პარალელური სამყაროები? სანამ ამ კითხვებს გავცემთ პასუხს, იქამდე მცირე შესავალი დაგვჭირდება. ადრეულ სამყაროში, როდესაც ის 14 მილიარდი წლის წინ ახალი წარმოქმნილი გახლდათ, ექსპონენციალური გაფართოების, იგივე ე.წ. "დიდი აფეთქების" მეშვეობით, ის მთლიანად მოცული იყო ვაკუუმის ენერგიით ან როგორც მეცნიერები ასევე ეძახიან ამას - ბნელი ენერგიით. სამყაროს ენერგეტიკული ბიუჯეტის დაახლოებით 70% არის ვაკუუმის, ანუ ბნელი ენერგია. სწორედ ეს ენერგია იწვევდა და იწვევს სამყაროს გაფართოებას. ეს არის დაახლოებით ანტიგრავიტაციის ტიპის ენერგია, ოღონდ ძალიან ერთგვაროვანი, ის აფეთქებისებრად აფართოებს სამყაროს, მაგრამ სამყაროს წარმოშობიდან მალევე გაფართოების გიჟური, ექსპონენციალური, წარმოუდგენლად სწრაფი პროცესი შეწყდა და გაფართოება იმ რეჟიმში გადავიდა, რაშიც დღესაა, შედარებით ნელ რეჟიმში. მერე ამ ენერგიის ნაწილი დაიშალა და შექმნა ის, რისგანაც ჩვენ შევდგებით - ყველა ელემენტარული ნაწილაკი. პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენ იმ პირველადი ვაკუუმის ენერგიის შთამომავლები ვართ. რა თქმა უნდა ამ ნაწილაკებმა 14 მილიარდი წლის განმავლობაში ძალიან დიდი გზა გამოიარა, სანამ ჩვენს შემადგენელ ელემენტებად აეწყობოდნენ. მათ ვარსკვლავები აქვთ გამოვლილი, ვარსკვლავების მიერ იქნენ გადამუშავებულნი, მათი აფეთქებების დროს კი დრო-სივრცეში მიმოფანტულნი, რომლებმაც ჩამოაყალიბეს პლანეტები და მათ შორის ყველა ცოცხალი ამ პლანეტაზე (და სხვა პლანეტებზე).


ის თუ რა მოხდა, გამარტივებულად შეგვიძლია ასე წარმოვიდგინოთ: იყო გარკვეული კოსმოსური საათი, რომელმაც განსაზღვრა თუ როდის მოხდა გადასვლა დიდი ინფლაციის, გაფართოების სტადიიდან შედარებით შენელებულ, დღევანდელი გაფართოების ფაზაში. ეს კოსმოსური საათი არის ვაკუუმის ენერგია, რომელიც იწვევს ამ გაფართოებას. საერთოდ ნებისმიერ საათს აქვს შემდეგი თვისება - თქვენ ამ საათის უკან გადახვევა შეგიძლიათ. რა თქმა უნდა ეს შესაძლოა ტექნიკურად რთული იყოს, მაგრამ ეს მხოლოდ ტექნიკის საკითხია. სხვა მხრივ კი - სრულიად შესაძლებელი.



შეგვიძლია თუ არა ჩვენ ლოკალურად, ადგილობრივად, ეს კოსმოსური საათი დროში უკან გადავახვიოთ? მაგალითად რომ შევქმნათ ჩვენი სახლის ეზოში სივრცე, სადაც ამ საათს უკან გადავახვევთ. მეცნიერულად ეს სრულებით შესაძლებელია. ეს კოსმოსური საათი ძალიან მძიმეა. ეს საათი ერთი და იგივე პოზიციაში და მთელ სამყაროში ერთსა და იმავე დროს აჩვენებს. მაგრამ მე ლოკალურად შემიძლია ამ საათის უკან გადახვევა, რა თქმა უნდა ეს არ შეცვლის დროს მთელ სამყაროში, მთელ სამყაროში საათის გადახვევას უკან დასჭირდებოდა უსასრულოდ დიდი ენერგია, მაგრამ ადგილობრივად, ეს სრულებით რეალურია. რა უნდა გავაკეთო ამისთვის? სივრცე უნდა შევაშფოთო, ისე, რომ ეს საათი უკან გადავწიო. აქ ფიზიკოსების დახმარებაა საჭირო, ტექნიკური დახმარება. ფიზიკოსებმა უნდა გააკეთონ ნაწილაკების ამაჩქარებელი, რომელიც შეანჯღრევს ვაკუუმს. თუ კარგად შეინჯღრევა ვაკუუმი, საათიც უკან გადაიწევს. საქმე იმაშია თუ რამხელა ენერგიაა ამისთვის საჭირო... ჩვენ ზუსტად ეს არ ვიცით. მაგრამ ვიცით რომ ეს ენერგია უნდა იყოს ათობით ტერაელექტრონვოლტზე მეტი. ეს იგივეა, რომ პროტონის ენერგია გავზარდოთ 10, 000-ჯერ. ეს ის ენერგიაა, რაზეც დღეს ცერნის კოლაიდერი ოპერირებს (მუშაობს). შესაძლოა ეს ენერგია სრულებით ეყოს ამ ყველაფრის განხორციელებას, რაზეც დიდი ადრონული ამაჩქარებელი ოპერირებს, მაგრამ თუ მაინც არ ეყო, ჩვენ ვიცით თუ რამდენია ენერგიის ის მაქსიმალური რაოდენობა, რაც ამ საქმეს დასჭირდება. ეს არის დაახლოებით 10 ხარისხად 12-ით რომ გავზარდოთ ცერნის ამაჩქარებლის ენერგია. ეს სულაც არაა სამეცნიერო ფანტასტიკა. უბრალოდ ბევრი ფულია საჭირო. დღევანდელი ტექნოლოგიით ცერნის გაზრდა მოგვიწევს დაახლოებით გალაქტიკის დონეზე, მაგრამ ეს ტექნიკური საკითხია. შესაძლოა სულ მალე განვითარდეს ცივილიზაცია ისე, რომ ეს პრობლემას აღარ წარმოადგენდეს მათთვის. ან გამოიყენონ კოსმოსური სხივები, რომლებიც ისედაც არის სამყაროში და უკვე აჩქარებულები არიან ამ ენერგიებამდე. ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება დავაჯახოთ ერთმანეთს ელემენტარული ნაწილაკები, საკმაოდ შევაშფოთოთ დრო-სივრცე, ისე რომ დაახლოებით 10 ხარისხად -25 სმ-ის რადიუსში კოსმოსური საათი ლოკალურად უკან გადავახვიოთ, ანუ შევქმნათ პატარა სფერო და ამ სფეროს შიგნით საათი იქნება უკან გადახვეული. რა მოხდება ამ დროს? ამ დროს მოხდება ის, რომ ჩვენ დავბადებთ "ჩვილ სამყაროს".


და აი აქ იწყება მოვლენათა განვითარების საკმაოდ უცნაური ეტაპი ვთქვათ ჩვენ შევქმენით ასეთი სამყარო და არსებობს ორი დამკვირვებელი: ზეზვა და მზია. ზეზვამ ჩაატარა ეს ექპერიმენტი და ლოკალურად შექმნა ახალი სამყარო, სადაც მზია აღმოჩნდა. რას დაინახავს ამ დროს ზეზვა და რას დაინახავს მზია? ზეზვა დაინახავს, რომ ამაჩქარებელზე დაიბადა შავი ხვრელი. ობიეტი, რომელიც ძალიან ძლიერად გრავიტირებს და შემდეგ ძალიან სწრაფად იშლება. ამას მეცნიერები ხატავენ და ხსნიან ხოლმე ასე:


ბავშვი სამყაროს დაბადება


ვთქვათ ავიღოთ რაიმე სიბრტყე, ვთქვათ დრო-სივრცის სიბრტყე. პირველად ჩვენ უნდა დავაგროვოთ იმდენი მასა, რომ გაამრუდოს დრო-სივრცე და წარმოქმნას ძალიან მცირე რეგიონი სამყაროში, რომელსაც "ცრუ ვაკუუმი" ეწოდება. ჩვილი სამყარო იწყებს გაფართოებას, გაბერვას, მაგრამ ეს არ ჩანს დამკვირვებელ ზეზვასთვის იმიტომ, რომ იგი მხოლოდ უყურებს ბუშტის ყელს, საიდანაც ადამიანი პირს ჰკიდებს და ჰაერს ბერავს შიგნით. ბუშტი იბერება, მაგრამ ყელის ზომა, საიდანაც ჰაერი იქ შედის, იგივე რჩება, ამიტომ ვინაიდან ბუშტი იბერება სხვა დრო-სივრცის სიბრტყეში, ზეზვასთვის, რომელიც ჩვენს სამგანზომილებიან სამყაროშია ხილული მხოლოდ ბუშტის ყელი რჩება და არა მისი გაგრძელება - ბუშტი, რომელიც იბერება და ექსპონენციალურად იზრდება, ანუ იმ მხარეს რეალურად ხდება ის, რასაც ჩვენ "დიდ აფეთქებას" ვეძახით ანუ დრო-სივრცის უსწრაფესი ზრდა ვაკუუმის ენერგიის საშუალებით. ის სამყარო შეიძლება იყოს უსასრულოდ დიდი, მაგრამ დამკვირვებელი "ზეზვა" მაინც დანახავს მის ყელს, შავ ხვრელს, რომელიც ძალიან ცოტა ხანში თავადვე აორთქლდება. აორთქლება სწორედ იმიტომ, რომ ის სამყარო ჩვენს სამყაროს ბოლომდე გამოეყოფა და განაგრძობს დამოუკიდებელ არსებობას სადღაც, რომელსაც სახელი არ აქვს. ჩვენ ვერ დავასახელებთ თუ სად აგრძელებს ის სამყარო არსებობას, მაგრამ ნამდვილად აგრძელებს.


სწორედ ამაზე ტარდება ექსპერიმენტები ცერნის ამაჩქარებელზე შვეიცარიაში და თუ ექსპერიმენტი გამოვიდა და ჩვილი სამყაროს შექმნას ეყო ცერნის ენერგია, მაშინ მეცნიერები დაინახავენ სწორედ ამ ხსენებულ "ბუშტის ყელს" - შავ ხვრელს, რომელსაც აქვს პატარა ზომა. შემდეგ ეს შავი ხვრელი ნაწილაკებად დაიშლება და სამყარო რომელიც შეიქმნება ის გააგრძელებს არსებობას ა ჩამოყალიბდება ჩვენი სამყაროს ტყუპისცალად.


გავაგრძელოთ წარმოსახვითი ექსპერიმენტი როდესაც ზეზვა რჩება ჩვენს სამყაროში, ხოლო მზია ხვდება ახლად წარმოქმნილ სამყაროში. ეს ორი სამყარო ერთმანეთისგან საერთოდ განცალკევდა. არანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, არანაირი კომუნიკაცია მათ შორის აღარაა, ყოველ შემთხვევაში იმ დონეზე, რამდენადაც ეს ჩვენ დღეს გვესმის. ესეიგი ზეზვამ დანახა, რომ შავი ხვრელი დაბადა და შემდეგ დაიშალა. ამ დროს დაიბადა ახალი, "ჩვილი" სამყარო. რა არის ამაში უცნაური? უცნაური ისაა, რომ იმ სამყაროში გადასული დამკვირვებელი მზია თავის წარსულს ვეღარ ხედავს. მას აღარ ახსოვს, რომ მისი სამყარო შექმნილია იმის გამო რომ ზეზვამ დააჯახა ელემენტარული ნაწილაკები. თუ ის ძალიან ჭკვიანია, შეიძლება დაადგინოს, რომ რაღაც ასეთი მოხდა და რაღაც ასეთი შემთხვევიდან მოდის მისი სამყარო (რაც ჩვენ გავაკეთეთ ახლახანს), მაგრამ ესე რომ პირდაპირ დაინახოს მისი სამყაროს საწყისი, ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ ამ სამყაროს ცენტრი არ აქვს. მზიას საათი საერთოდ სულ სხვა დროს ზომავს და ზეზვას საათი - აბსოლუტურად სხვას, ამიტომ იმასაც კი ვერ იტყვი სადაა მზია იმიტომ, რომ მე რომ ეს ვთქვა, მჭიდება რაღაც კოორდინატების სისტემა, რომელზეც შევთანხმდებით ორ სხვადასხვასამყაროში მყოფნი. ყველაფერი რაც ზემოთ დაიწერა - ეს არის სრული მეცნიერული რეალობა და არანაირი ფანტასტიკა.


მხოლოდ ცუდი ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორ შეიძლება დაამყაროს თავის წარსულთან კავშირი მზიამ, როგორ უნდა გაიგოს მან ის, თუ საიდან მოდის, რომელი სამყაროდან მოდის და ისევ დაუკავშირდეს ზეზვას, გაიხსენოს რომ იცნობდა მას. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება დამკვირვებელი იმყოფებოდეს სამყაროში, რომელიც წარმოშობილია ხელოვნურად ნაწილაკების დაჯახებების შედეგად და მან ეს არ იცოდეს, მაგრამ ეს დაჯახება არ მოხდა ისეთ დროში, რომელიც შეუძლია მზიას რომ გააიგივოს იმ დროსთან, რა დროსაც ზეზვა (ახალი სამყაროს შემქმნელი) ზომავს. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ შეგვქმნა მაგალითად "ზეზვამ", შესაძლებელია ჩვენთვის გავიდა 14 მილიარდი წელი ამ სამყაროში, მაგრამ ზეზვა იმ სამყაროში ისევ ცოცხალია, ვინაიდან მისთვის გასულია მხოლოდ რამდენიმე წუთი, საათი, დღე, წელიწადი ან დეკადა.


ვინაიდან ჩვენს სამყაროში არის უამრავი კოსმოსური სხივი, ელემენტარული ნაწილაკები, რომელიც ჩქარდებიან გალაქტიკის გავლის შედეგად, ელექტრომაგნიტურ ველებში, ასეთი დაჯახებები სულ ხდება ჩვენს სამყაროში. გამოდის რომ გამუდმებით და განუწყვეტლივ არმოიქმნებიან პარალელური, ბავშვი სამყაროები და წყვეტენ ჩვენთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, სრულად გვწყდებიან და კარგავენ ყველანაირ კონტაქტს, ყოველ შემთხვევაში იმ ცოდნის მიხედვით, რაც ჩვენ დღესდღეობით გაგვაჩნია, შესაძლებელია, რომ არსებობდეს არაერთი გზა მათთან დაკონტაქტებისა. შესაძლოა ხვალიდელმა მეცნიერებამ ეს მოახერხოს კიდეც. ფიზიკის კანონები იმ ტრილიონობით სამყაროში, რომელიც წარმოიქმნება ჩვენი სამყაროდან იქნება ზუსტად იგივე, რაც ჩვენს სამყაროში. ისინი კი თავის მხრივ კიდევ წარმოქმნიან პარალელურ სამყაროებს. ამ სამყაროების რიცხვი ადის ისეთ რაოდენობამდე, რომლის გამოთქმა უბრალოდ შეუძლებელია, ჩვენ არ გვაქვს ამ უსასრულოდ დიდი რიცხვის გამოთქმისთვის საჭირო სიტყვები, შესაძლოა მარტივად ვთქვათ - პარალელური სამყაროები "უთვალავია".

ახლადწარმოქმნილი სამყაროების ისტორია იქნება ერთნაირი - დიდი მასშტაბებით რომ შევხედოთ სრული ასლი ჩვენი სამყაროს ისტორიისა, მაგრამ ვამბობთ დიდი მასშტაბებითო, იმიტომ რომ თუ მცირე მასშტაბებით შევხედავთ, მაშინ ისტორია განსხვავებულად წარიმართება სხვადასხვა სამყაროში. გამოდის, რომ პარალელური სამყაროებში ზუსად ჩვენნაირი ისტორიაარ განვითარდება ანუ მე თუ ვარსებობ დღეს ამ სამყაროში, ეს არ ნიშნავს რომ იქაც დავიბადები, ვინაიდან შანსები იგივე ადამიანის დაბადებისა სხვა სამყაროში არის ძალიან პატარა, ვინაიდან ზუსტად იგივე კვერცხუჯრედი უნდა განაყოფიერდეს რაც ჩვენს შემთხვევაში აქ და ზუსტად იმ სპერმატოზოიდმა უნდა გაანაყოფიეროს რამაც აქ გაანაყოფიერა, სპერმატოზოიდების რაოდენობა კი ვიცით, რომ ერთ ეაკულატში არის მინიმუმ 250 მილიონი სპერმატოზოიდი - ასე რომ დიდი შანსია ჩვენ სულაც არ დავიბადოთ სხვა სამყაროებში, შესაძლოა ის ერები არც წარმოიქმნას, რომელიც დღესაა წარმოქმნილი. მეტიც - შესაძლოა ზოგგან ჩამოყალიბდეს სხვა არსებებისგან მოაზროვნე არსება და არა პრიმატებისგან და ისიც კია შესაძლებელი, რომ არა დედამიწაზე, არამედ სულ სხვა პლანეტაზე ჩამოყალიბდეს და განვითარდეს სიცოცხლე და ცივილიზაცია იქ და ა.შ. მაგრამ უმთავრესი რამეები, რომ ვაკუუმის ენერგია იმ სამყაროშიც მას გააფართოებს ექსპონენციალურად, რომ იმ სამყაროშიც ეს ენერგია შემდეგ წარმოშობს ვარსკვლავებს, შემდეგ ეს ვარსკვლავები წარმოშობს სხვადასხვა ქიმიურ ელემენტს, ისინი დაბერდებიან რამდენიმე მილიარდ წელიწადში, აფეთქდებიან, გატყორცნიან კოლოსალურ რაოდენობას სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებისა მათს ახლომდებარე სივრცეში და შემდეგ ეს ნივთიერებები წარმოქმნიან პლანეტებს, რომლებიც ამ აფეთქებული ვარსკვლავების მიერ წარმოქმნილ სუპერნოვების გარშემო დაიწყებენ ბრუნვას სუპერნოვისვე გრავიტაციის გავლენით - აი ამ დონეზე, დიდი მასშტაბებით შეხედვის დროს - ამ სამყაროების ისტორია ერთნაირი იქნება და ერთნაირად განვითარდება. დანარჩენი, უკვე თუ რომელ პლანეტებზე წარმოიქმნება სიცოცხლე, რა არსებები წარმოქმნიან იქ მოაზროვნე არსებებს ევოლუციის მეშვეობით და რა იქნება მათი ისტორია, აი ეს უკვე აბსოლუტურად განსხვავებული იქნება ჩვენგან და ერთმანეთისგანაც, ამ სამყაროების უდიდეს უმრავლესობაში, თუმცა რა თქმა უნდა ზუსტად ჩვენნაირი სამყაროებიც იქნება, ვინაიდან სამყართა რაოდენობა ტრილიონობით ტრილიონია და ამაზე ბევრად მეტიც, ამიტომ აუცილებლად იქნება უდიდესი დამთხვევებიც, სადაც დაახლოებით ისე განვითარდა მოვლენები როგორც აქ, ანუ იქაც დედამიწაზე წარმოიშობა სიცოცხლე, იქაც ევოლუციის პროცესში ადამიანი გახდება დომინანტი მოაზროვნე არსება, იმ სამყაროებშიც ადამიანი ააშენებს ცივილიზაციას, მაგრამ ისეთი მოვლენები როგორიც არის ადამიანების ცხოვრება, ბედ-იღბალი მაინც სულ ცოტათი განსხვავებული იქნება, ანუ იმ სამყაროებში შესაძლოა არ მოკლეს კენედი, საბჭოეთის ლიდერი არ გახდა სტალინი, მეორე მსოფლიო ომი მოიგო ჰიტლერმა ან მისმა მსგავსმა ლიდერმა და ა.შ.




წყარო: გია დვალის ლექცია "ბავშვი სამყაროები"


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


13
1025
6-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1025
  
2022, 10 იანვარი, 3:58
String theory states, that everything in our universe is made up of tiny vibrating identical strings. The reason why the quarks appears different, than electron is because both vibrate at different frequencies. These strings are so tiny, that if an atom was magnified to the size of Solar system, the string would be the size of a tree. String theory also proposes, the idea of higher dimensions and parallel universes. These parallel Universes might be just few millimeters away from us, but we don't sense them, because they are vibrating out of phase of our Universe. As Michio Kaku famously said "In string theory, all particles are vibrations on a tiny rubber band. physics is the harmonies on the string, chemistry is the melodies we play on vibrating strings. The universe is a symphony of strings, and the mind of God is cosmic music resonating in 11 dimensional hyperspace.

სიმების თეორია გვაუწყებს, რომ ყველაფერი ჩვენს სამყაროში შედგება პატარა, ერთმანეთის იდენტური ვიბრირებადი სიმებისგან. მიზეზი იმისა, რომ მაგალითად კვარკი განსხვავდება ელექტრონისგან და განსხვავებულად გამოიყურება, არის ის, რომ ორივე ვიბრირებს სხვადასხვა სიხშირეზე. ეს სიმები იმდენად პატარაა, რომ თუ ატომს გავადიდებთ მზის სისტემის ზომამდე, აღნიშნული თითო სიმი მხოლოდ ხის ზომის იქნება. სიმების თეორია ასევე გვთავაზობს უმაღლესი განზომილებებისა და პარალელური სამყაროების იდეას. ეს პარალელური სამყაროები შეიძლება იყოს მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრით დაშორებული ჩვენგან, მაგრამ ვერ ვგრძნობთ მათ, რადგან ისინი ვიბრირებენ ჩვენი სამყაროს ვიბრაციული ფაზის მიღმა, სხვა სიხშირეზე. სიმების თეორიის შესახებ მიჩიო კაკუს ცნობილი გამონათქვამი ასე ჟღერს: "სიმების თეორიაში, ყველა ნაწილაკი არის პაწაწინა დაჭიმული სიმის შერხევით გამოწვეული ვიბრაცია. ფიზიკა ამ სიმებზე წარმოქმნილი ჰარმონიებია. ქიმია არის მელოდიები, რომლებსაც ჩვენ ვუკრავთ ვიბრაციულ სიმებზე. სამყარო სიმების რხევით გამოწვეული სიმფონიაა, ხოლო ღვთის გონება არის კოსმიური მუსიკა, რომელიც რეზონირებს 11-განზომილებიან ჰიპერსივრცეში."
2020, 25 ნოემბერი, 18:05
Baby Universes - Trillions of trillions of parallel Universes
Some people think, that man is a little dust in this world and nothing more. They are mistaken, because the universe is so incredibly large that even the sizes in it are meaningless. Everything that concerns people is very important. For example, our brains are more important, than the entire galaxy, because in this world, it is not the size but the structural complexity, that matters. For example, the galaxy is colossally large, but it can not think (at least it is not really proven), here we are really thinking. We are the way for the universe to know itself. As the old Sufis used to say: "God (the universe) sleeps in stones (stars, planets), dreams in animals and wakes up in man." And every born person is a separate world.
But if we abandon the figurative notion of man as a person as a "separate world" and move on to other worlds physically, in reality - we need to understand what is meant by the concept at all - baby universes and whether there are parallel universes? Before we answer these questions, we will need a little introduction. In the early universe, when it was newly formed 13.8 billion years ago, exponential expansion, the same so-called. Through the "Big Bang", it was completely engulfed in vacuum energy, or as scientists call it - dark energy. About 70% of our universe's energy budget is vacuum, or dark energy. It is this energy that has caused and continues to expand the universe. It is about the kind of anti-gravity energy, but very homogeneous, it is exploding the universe, But soon after the origin of the universe, the insane, exponential, incredibly fast process of expansion ceased, and expansion shifted to what it is today, in a relatively slow mode. Then a part of this energy dissolves and creates what we are made of - all the elementary particles. Literally, we are the descendants of that primary vacuum energy.
2020, 25 ნოემბერი, 18:05
Of course these particles traveled a very long way in 13.8 billion years before they formed into our constituent elements. They have exposed stars, processed by stars, and scattered in space-time during their explosions, which formed the planets, including all living things on this planet (and other planets). Which is what it is today, in a relatively slow mode. Then a part of this energy dissolves and creates what we are made of - all the elementary particles. Literally, we are the descendants of that primary vacuum energy.
What happened can be summed up as follows: There was a certain cosmic clock that determined when the transition from the stage of high inflation, to the relatively slow, present-day expansion phase, took place. This space clock is the vacuum energy that causes this expansion. Generally any watch has the following feature - you can rewind this watch. Sure it might be technically difficult, but it’s just a matter of technique. On the other hand - completely possible.
Can we, locally, roll back this space clock in time? For example, to create a space in the yard of our house where we will turn this clock back. Scientifically this is entirely possible. This space clock is very heavy. This clock shows the same position and the same time in the whole world. But I can locally rewind this clock, of course it does not change the time in the whole universe, to rewind the clock in the whole world would take infinitely much energy, but locally, it is completely real.
2020, 25 ნოემბერი, 18:05
What should I do about it? I have to worry about the space so that I can move this clock back. The help of physicists is needed here, technical assistance. Physicists need to make a particle accelerator that vibrates a vacuum. If the vacuum is well vented, the clock will move backwards as well. The question is how much energy is needed for it ... we do not know exactly that. But we know, that this energy must be more than tens of teraelectronvolts. This is the same as increasing the proton energy by 10,000 times. This is the energy that the CERN collider operates on today. This energy may be fully capable of accomplishing all of this, with a large hadronic accelerator operating on it, but if it were not at all, we know the maximum amount of energy that this task would require. This is about 10 to 12 to increase the energy of the CERN accelerator. This is not science fiction at all. Just a lot of money is needed. With today's technology we will have to increase the CERN to about the level of a galaxy, but that is a technical issue. Maybe soon civilization will develop so that, it will no longer be a problem for them. Or use cosmic rays that are already in the universe and are already accelerating to these energies. In this case, we can collide with each other elementary particles, quite disturbing the space-time, so that in a radius of about 10 degrees -25 cm we move the space clock locally back, i.e create a small sphere and inside this sphere the clock will be rolled back. What will happen at this time? It is at this time, that we will be born into the "infant world - Baby Universe."
2020, 25 ნოემბერი, 18:04
And here begins a rather strange stage in the development of events, say we have created such a world, and there are two observers: Zezva and Mzia . Zezva conducted this experiment and locally created a new world where the Mzia appeared. What will Zezwa see at this time and what will Mzia see? Zezva will see that a black hole has been born in the accelerator. An object that gravitates very strongly and then collapses very quickly.
Suppose we take some plane, say the plane of space-time. First we need to accumulate enough mass to bend time-space and create a very small region in the universe called a "false vacuum". The infant world begins to expand, to swell, but this does not seem to be the case for the observer Zezva because he only looks at the throat of the bladder, from where the man hangs his mouth and blows air inside. The bladder becomes bigger and bigger, but the size of the throat from which air enters remains the same, so as the bladder blows in another space-time plane, only the throat of the bladder visible in our three-dimensional universe remains, not its continuation - a bubble that blows and grows exponentially. On that side actually happens what we call the "Big Bang" or the fastest increase in space-time through vacuum energy. That universe may be infinitely large, but the observer "Zezva" can still only see its throat - a black hole, that evaporates itself in a very short time. Evaporation is precisely because that universe separates us from the rest of our universe and continues to exist independently somewhere that has no name. We can not name where that universe continues to exist, but it does.
2020, 25 ნოემბერი, 18:04
This is what experiments are being done on the CERN accelerator in Switzerland, and if the experiment came out and had the energy of the CERN to create the "baby universe", then scientists would see this very "bubble neck" - a small black hole. Then this black hole will disintegrate into particles and the universe that will be created will continue to exist and will form our twin, parallel universe.
Let’s continue the imaginary experiment when Zezva stays in our world while Mzia meets the newly formed world. These two worlds were completely separated from each other. No cause-and-effect, no communication between them anymore, at least to the extent that we understand it today. So, Zezwa saw that a black hole was born and then disintegrated. At this time a new, "infant" world was born. What is so strange about this? The strange thing is, that the observer who has passed into that world (Mzia) can no longer see her past. She no longer remembers that, her new universe was created because Zezva collided elementary particles. If he is very clever, he may find that something like this happened and something like this happened to her universe (which we have just done), but to see directly from the beginning of her world, it is impossible, Because this universe has no center. Everything written above - this is a complete scientific reality and no fiction.
2020, 25 ნოემბერი, 18:04
The only bad thing is that we do not know how Mzia can establish a connection with her past, how she should understand where she comes from, which world she comes from and contact Zezva again, remembering that she knew him. This means that an observer may be in a universe created by artificially, by particle collisions and he may not be aware of it, but this collision did not occur at a time when he could equate Mzia with the time at which Zezva (the creator of the new universe) measures. This means that, if we created, for example, "Zezva", it is possible that 13.8 billion years have passed for us in this world, but Zezva is still alive in his universe, since only a few minutes, hours, days, years or decades have passed for him.
Since there are many cosmic rays in our universe, elementary particles that accelerate through the passage of a galaxy in electromagnetic fields, such collisions occur all the time in our universe. It turns out that the parallel, baby universes are constantly and uninterruptedly created and cut off from the cause-and-effect relationship with us, completely severing and losing all contact, at least according to the knowledge we have today, there may be a number of ways to contact them. Maybe tomorrow science will be able to do that. The laws of physics in the trillions of universes, that arise from our universe will be exactly the same as our universe. They, in turn, create parallel universes. The number of these worlds goes up to a number that is simply impossible to express, We do not have the words to express this infinitely large number, we might simply say - parallel universes are "innumerable".
2020, 25 ნოემბერი, 18:04
The history of the newly created worlds will be the same - to look at a full copy of the history of our world on a large scale, but we say on a large scale, because if we look at a small scale, then history will unfold differently in different worlds. It turns out that in parallel worlds a story like ours develops or if I exist in this world today, it does not mean that I will be born there, because the chances of the same person being born in another world are very small, because exactly the same egg must be fertilized here and exactly that sperm must fertilize that egg, what fertilized here, the number of sperm we know, there are at least 250 million sperm in one ejaculate - so there is a good chance we will not be born in other worlds at all, maybe those nations will not even form, Which has arisen today. Moreover, in some places it is possible for a thinking creature to form from other beings and not from primates, and it is even possible for life and civilization to develop there not on Earth, on a completely different planet, and so on.
2020, 25 ნოემბერი, 18:03
But the main thing is that the vacuum energy in that world will expand it exponentially, that in that world this energy will then produce stars, then these stars will produce different chemical elements, they will age in a few billion years, explode, scatter colossal amounts of their various chemicals into space. Substances form planets that orbit supernovae created by these exploding stars under the influence of supernova gravity - at this level, When viewed on a large scale - the history of these worlds will be the same and evolve in the same way. The rest, already on which planets life originates, what creatures evolve the thinking creatures there through evolution, and what their history will be, it will be absolutely different from us and from each other in most of these universes, but of course there will be exactly worlds like ours. There are trillions upon trillions, and much more, so there will inevitably be great coincidences, where events unfold almost as here, that is, where life arises on earth, where man evolves into a dominant thinking creature, in those worlds man builds civilization, but events like personal human life, will be a little different, for example in the parallel universes it is possible, that in the process of evolution man will become the dominant thinker, in those worlds man will build civilization too, but historical events will be a little different - in those universes, Kennedy may was not assassinated, Stalin did not become Soviet leader, Hitler or a similar type of leader won World War II, and so on.
2019, 15 მარტი, 14:14
ურთულესი , მაღალორგანიზებული ადამიანის ტვინი და უსასრულო შეუცნობელი სამყარო!!! ნუთუ, ოდნავ მაინც ახლოს არიან მეცნიერები სიმართლესთან? ვინ იცის, ვინ...!?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10