x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
2008 წლის 8 აგვისტო - ფოტოები, რომლებიც მუდამ გემახსოვრებათ
2008 წლის 7 აგვისტოს ოსური დასახლებების მხრიდან განუწყვეტელ სროლას საქართველოს სამხედრო ძალებმა უპასუხეს. საქართველო შეეცადა ცხინვალის აღებას. მომდევნო დღეს რუსეთმა ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარის ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა მასობრივად შეიყვანა. პარალერულად რუსეთმა დაიწყო საჰაერო თავდასხმები სხვადასხვა რეგიონებში. 9 აგვისტოს აფხაზურმა და რუსულმა ჯარებმა მეორე ფრონტიც გახსნეს და კოდორის ხეობას დაესხნენ თავს. შეიჭრნენ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიებზე.image

5 დღიანი მძიმე წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს ჯარები განდევნილი იქნა ცხინვალიდან და აფხაზეთის რეგიონიდან. უკუპირებულ იქნა ქალაქები გორი და ფოთი, ასევე სხვა რეგიონების ნაწილი. 12 აგვისტოს კონფლიქტის მხარეებმა მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. 15 აგვისტოს შეთახნმებას საქართველომ, ხოლო 16 აგვისტოს რუსეთმა მოაწერა ხელი. რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი გაიყვანა სამეგრელოსა და შიდა ქართლის ტერიტორიებიდან. თუმცა არ გაეცალა იმ პუნქტებს, რომელსაც ადრე აკონტროლებდა. უფრო მეტიც, მას შემდეგ მიმართავს საქართველოს ტერიტორიებზე საკუთარი საზღვრების მონიშვნას. დღეს საქართველოს 20% უკუპირებულია.
საქართველომ რუსეთ -საქართველოს ომში დაკარგა 170 სამხედრო მოსამსახურე. შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. დაშავდა 2232 პირი, მათგან 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

2008 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს ჰყავდა "შინდისის გმირები". ამ ბრძოლაში 17 ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რუსეთის მძიმედ შეიარაღებულ ასეულს საათზე მეტხანს ებრძოდა. მათი გმირობით, რუსეთის არმიის მეთაური გაკვირვებული დარჩა. ისინი მეტს მოელოდნენ, სინამდვილეში კი რუსეთის ასეული ოცეულს ებრძოდა.

image


ფოტოები 2008 წლის ომიდან:image
image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage












































2
933
8-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
933
  
2018, 12 აგვისტო, 23:37
გაურკვეველი სქესის სურამელაშვილს არ ემახსოვრება შანსი არ არი. <<ზაპოი>> ქონდა და გონზე არ იყო
2018, 12 აგვისტო, 20:45
მიშიკოს არადეკვატური საქციელი !
0 1 2