სხვა პოლონელმა ჯარისკაცმა, ორი ამერიკელი ტანკისტი სცემა, რის გამოც 8 წელი პატიმრობა ელოდება 2018, 4 აგვისტო, 7:42 8 წელი ციხე ელოდება პოლონელ ჯარისკაცს, რომელმაც ორი ამერიკელი კოლეგა სცემა დასავლეთ პომორსკის ნატოს სამხედრო ბაზაზე.
ინციდენტი მოხდა ქალაქ ზლოცენეცის ერთ-ერთ ბარში. კამათი პოლონელსა და ორ ამერიკელს შორის ჩხუბში გადაიზარდა, შედეგად, პოლონელი მარტო გაუსწორდა ორ ამერიკელს ისე, რომ ერთის ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო, ხოლო მეორემ მცირე ტრავმები მიიღო და პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ ნაწილში დააბრუნეს. დაზარალებულები სატანკო ბრიგადიდან არიან, რომლებიც პოლონეთში ოპერაცია Atlantic Resolve-ის ფარგლებში ბაზირებენ.
- ბრალდებული დროებით იზოლატორში სამი თვით მოვათავსეთ, მას 8 წლიანი პატიმრობა ელოდება - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა, მალგოჟატა ვოიცეხოვიჩმა.
225 7-ს მოსწონს
|