x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
იტალიელები ქართველების შესახებ
იტალიელები ქართველების შესახებ


აი რას ასწავლიდნენ მუსოლინის ფაშისტურ იტალიაში ქართველების შესახებ: "ყველა გეოგრაფიული ასპექტის გათვალისწინებით, ჩვენ არ შეიძლება იგნორირება გავუკეთოთ ფაქტს და შეგვიძლია დარწმუნებით დავამტკიცოთ, რომ ანთროპოლოგიური მახასიათებლებით, ამ რეგიონის მცხოვრებნი - ქართველები, უხსოვარი დროიდან მიიჩნეოდნენ თეთრი რასის იდეალურ პროტოტიპებად. პირველ ყოვლისა მამაკაცები - მოზრდილნი, მაგრამ იდეალური აღნაგობით. მუქთმიანები, ძალიან ლამაზები, დაჯილდოვებულნი იშვიათი ფიზიკური ძალით მოგვაგონებენ მითოლოგიურ გმირებს და არა ადამიანებს მცხოვრებთ ჩვენს თანამედროვეობის ეპოქაში".


ცნობილი იტალიელი რეჟისორისა და მსახიობის ფილმიდან "Maddalena... zero in condotta".


ქართველი კაცი ეროვნულ სამოსში



"მისიონერების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მიიღეს ცნობა ამ ნავსადგურში (მესინაში) ქართველი ელჩის ჩამოსვლის შესახებ. რომელსაც ქართველთა მეფე (თეიმურაზ პირველი) აგზავნიდა პაპთან (ურბან მერვესთან) ესპანეთის მეფესთან (ფილიპე მეოთხესთან) და იტალიის მთავრებთან, რათა მათთვის ეთხოვა დახმარება სპარსელებისა და თურქების წინააღმდეგ. ეს ელჩი იყო წმ. ბასილის წესის ბერი ნიკიფორე ირბახი (ირუბაქიძე - ჩოლყაშვილი). უმაღლესი კეთილშობილებით აღსავსე და თავმდაბალი ადამიანი. ტანად მაღალი, ქართველი სარდლის შვილი. იმ სარდლის გამარჯვებათა შორის განსაკუთრებული გამარჯვება იყო მოპოვებული იმ სისხლიან შეტაკებაში, როდესაც ბრძოლის ველზე დაეცა 90, 000 (90 ათასი) სპარსელი და 20, 000 დაღუპული ქართველი. ირბახი გახლდათ ელჩი ქართველებისა, რომელნიც იერუსალიმში უფლის საფლავს იცავენ."


ბართოლომეო ფერო. იტალიელი მოღვაწე. 1626 წელი. (ილ. ტაბაღუას წიგნიდან "საქართველო ევროპის არქივებში ტომი მეორე.")


ნიკიფორე ირბახი



"დადგა თეიმურაზთან მოურავის შეთანხმების დღე. სხვა მეთაურებთან ერთად მოურავიც ეახლა სპარსელთა სარდალს. მას თან ახლდა თავისი კეთილშობილი ქართველების ამალა. ყველა გაფრთხილებული ჰყავდა რომ ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად ყოფილიყვნენ. სპარსელთაგან ვერავის აეხსნა თუ როგორ გამოჩნდა ასე მოულოდნელად და ჩუმად თეიმურაზი (თეიმურაზ პირველი). ყველა სარდალი თავ-თავის ადგილზე გავარდა. მთავარსარდალთან დარჩა მარტო მოურავი. სარდლები გაოცებულნი იყვნენ თეიმურაზის გამბედაობით. როცა სარდალმა ჯავშნის ჩასაცმელად თავი დახარა, გიორგიმ ანაზდეულად შუბი გამჭოლ გაუყარა და თავიც გააგდებინა. სპარსელთაგან ვერავინ გაბედა გიორგისთვის ხელის ხლება. უსარდლოდ დარჩენილი სპარსელები ქართველებმა გაჟლიტეს. გამარჯვებული თეიმურაზი კახეთში ჩავიდა."


არქანჯელო ლამბერტი. (ილ. ტაბაღუას წიგნიდან "საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, ტომი მეორე)


თეიმურაზ პირველი (როლს ასრულებს ანდრო კობახიძე)


"შაჰ აბასი იყო ტირანი. არც მტერს ინდობდა და არც მოყვარეს. მას ქრისტიანობის საკითხი კი არ აღელვებდა, არამედ ქართველების სრული განადგურება უნდოდა და მდიდარი ქვეყნის ხელში ჩაგდება. შაჰს განსაკუთრებით ეშინოდა ქართველების, ვინაიდან კარგად იცოდა, მათი საბოლოო დამორჩილება უბრალოდ შეუძლებელი იყო."


პიეტრო დელლა ვალლე. (1589-1652)


"პიეტრო დელა ვალე უახლოეს მეგობარს, ექიმ მარიო სკიპანოს წერდა: სიმარტლე რომ გითხრა, ქართველი ქალები ძალიან ლამაზები არიან. მთელ აზიაში ასეთებს ვერ იპოვი. შავგვრემანი სპარსელები მათ ვერც კი შეედრებიან. ქართველი ქალები იმდენად ტანმაღალნი არიან, რომ დეიდაჩემის სიმაღლე, ქალბატონი ფაუსტინა ალბერინისა მათ შორის ძალზედ ჩვეულებრივად გამოჩნდებოდა. თითქმის ყველას შავი თმა აქვს და თვალებიც შავი - დიდრონი და მომხიბლავი. პირისახე თეთრი ფერის აქვთ და ლოყები მოვარდისფრო. მე ქართველებს ერთ-ერთ ულამაზეს ხალხად ვთვლი მთელ მსოფლიოში."


"მაშრიყით მაღრიბამდე. გამომც. საბჭ. საქ. 1978 წ. გვ. 166.


პიეტრო დელა ვალე



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
1433
7-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1433
  
2021, 26 თებერვალი, 10:54
გიკითხავს შენ იტალიელებისთვის აზრი ქართველებზე პირადად?
2018, 5 აგვისტო, 13:04
მართალი ხარ, აბა ეხლა ჰკითონ იტალიელებს და მერე რას იტყვიან ქართველ ხალხზე, არა მგონია მოგვეწონოს :D
2018, 4 აგვისტო, 15:12
კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა ხოლმე, ვისაც საქართველოს ნახვა მართლა უნდოდა, ეს 1921 წლამდე უნდა გეკეთებინაო.
2018, 4 აგვისტო, 12:48
ჩემო თორნიკე,კაი სტატიაა,კარგი დაგემართოს,მაგრამ მერე რა დაგვემართა?
0 1 4