x
image
_K_
შინაგანი სამყაროს დამალული მხარეები - შვედი მხატვრის საოცარი ნამუშევრები
მხატვარი და მწერალი მედეა ბულდუკი სტოკჰოლმში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ მან თავისი უჩვეულო ნამუშევრების საზოგადოებისთვის გაზიარება დაიწყო. ნახატებში მედეა გვაჩვენებს, თუ როგორ განსხვავებულად აღიქვამს თითოეული ჩვენგანი სამყაროს. ნამუშევრებს ავტორი აზრიან წარწერებსაც ურთავს, რათა ადამიანები თავიანთ გრძნობებზე და ქმედებებზე დააფიქროს. ყველას შეუძლია, ცხოვრების საკუთარი გზა აირჩიოს და მედეა შეგვახსენებს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა დავფიქრდეთ.


სტატიაში მედეას რამდენიმე შესანიშნავ ნახატს გაგაცნობთ, აზრიან წარწერებთან ერთად. ისიამოვნეთ!








1. "გაუფრთხილდი ენერგიას. ისწავლე თავის შორს დაჭერა ენერგიის მწოველებისგან".

image








2. "მასში მაგიაა, რაც დღითიდღე უფრო და უფრო ძლიერდება. ის ამ მაგიას ასხივებს - იცის, რომ ამით სიცოცხლის და მომავლის შეცვლა შეუძლია".

image








3. "ძალა შენშია. ელოდება, როდის აღმოაჩენ, რომ მთელი ძალით ამოიფრქვეს".


image









4. "როცა იზრდები და ძლიერი, ბრძენი ადამიანი ხდები, ხალხი შენ გარშემო კითხვების დასმას იწყებს. ისეთი ტონით გეუბნებიან, შეიცვალეო, თითქოს ეს ცუდი რამ იყოს".

image








5. "ნუ დაელოდები, როდის შემოგთავაზებს ვინმე კარგ შესაძლებლობას, ფულს ან სამსახურს. ადამიანები გამოცდილებისა და გამოწვევების გარეშე არ ვიზრდებით. უნდა გააცნობიერო საკუთარი პოტენციალი და კრეატიულად გამოიყენო იგი".

image








6. "ავარჯიშე გონება ისე, როგორც სხეულს ავარჯიშებ და ავარჯიშე სხეული ისე, როგორც გონებას ავარჯიშებ. იპოვე ბალანსი".

image








7. "არ არსებობს ცუდი მოსწავლე; არსებობენ ისინი, ვისაც მეტი მოტივაცია, ხელმძღვანელობა და სიყვარული სჭირდებათ".

image








8. "ყველაფერი იდეით იწყება. შეიძლება, თავდაპირველად გიჟურად ჟღერდეს, მაგრამ მიჰყევი მას, იბრძოლე მისთვის და ნუ დაგავიწყდება, რომ ეს შენი ოცნებაა".

image








9. "ოდესღაც მაშინებდა, როცა ხალხი ამბობდა ფრაზას: "ვინ ჰგონია თავისი თავი"? ახლა კი მაქვს გამბედაობა, საკადრისი პასუხი გავცე მათ".

image








10. "გამოეცალე მასას. ვიღაც ყოველთვის იქნება მის გარეთ. შენში არსებობს ძალა, შეცვალო სიცოცხლე და მომავალი".

image









11. "კრეატიული გონება ყოველთვის უფრო მეტად ბრწყინავს, ვიდრე სტანდარტიზებული".

image









12. "შინაგანი ზრდა ჩვენს რეალობას ცვლის".

image









13. "სულელი: 'მჭირდება ფული, რომ უფრო მეტი ფული ვიშოვო'.

ჭკვიანი: 'იდეა+ფანქარი/ფურცელი'".

image









14. "ყველა ტკივილი თვალით არ ჩანს".

image









15. "ბედნიერება შენს დამოკიდებულებაშია და არა იმაში, რა და რამდენი გაქვს".

image








16. "შენი პრობლემების უმეტესობა რეალური პრობლემა არ არის".

image








17. "წარმოიდგინე, ადამიანების სხეულების ნაცვლად მათ ენერგიას რომ ვხედავდეთ".

image





image







ასევე დაგაინტერესებთ:


1. უთქმელი სიმართლე - მარტივი და მრავლისმთქმელი კომიქსების სერია

image



2. მაღალი და დაბალი გოგონების პრობლემები - სახალისო ილუსტრაციები

image



3. საინტერესო მხატვრები, რომლებიც სხეულის სხვადასხვა ნაწილით ხატავენ

image

0
779
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
779
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0